ბიზნეს დაჯილდოება: გაიცანით 3 ფინალისტი გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობის ნომინაციაში
ჩვენ უკვე გაგაცანით თიბისის ბიზნეს დაჯილდოების ფინალისტები ორ კატეგორიაში: საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისათვის და საუკეთესო ინოვაციისთვის. დღეს კი იმ სამ ქართულ კომპანიაზე მოგიყვებით, რომლებიც "გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობის" ნომინაციისთვის შეარჩიეს.
ამ კატეგორიაში მონაწილეებს თავიანთი წვლილი შეაქვთ ისეთი მნიშვნელოვანი სფეროების განვითარებაში, როგორებიცაა: განათლება, კულტურა, გარემოს დაცვა და სხვა.
ვინ აფასებს მონაწილეებს?
"საუკეთესო სოციალური პასუხისმგებლობის" კატეგორიის ჟიური ასე გამოიყურება:
ქეთი ებანოიძე, თეა გიგიბერია, ნანა ჯანაშია, ვანო ლექვთაძე
1. Plasticwatcher.ge
სოციალური საწარმო Plastic Watcher პარკებს, ბანერებსა თუ ბუკლეტებს აგროვებს, შემდეგ კი ამ მასალისაგან ორიგინალურ ჩანთებსა და საწვიმრებს კერავს.
1 ჩანთის დამზადებას დაახლოებით 20 პარკი სჭირდება. პროდუქცია დამყარებულია ცირკულარული ეკონომიკის პრინციპზე - ყოველი პროდუქტი დაზიანების შემთხვევაში ადვილად შეკეთებადია და მისი გადაგდება საჭირო არაა.
"ადამიანებმა გარემო არ უნდა დააბინძურონ, რადგან ჩვენი ქმედებები საბოლოოდ ისევ ჩვენვე გვიბრუნდება უკან. მინდა ახალგაზრდებმა მაინც გაიაზრონ, რამდენად მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა", - ამბობს ეკატერინე ასათიანი, Plastic Watcher-ის დამფუძნებელი.
Plasticwatcher-ის მიერ შექმნილი ტანსაცმლისა თუ აქსესუარების ტარება ორი მიზეზის გამო არის სასიამოვნო: ერთი - ზუსტად იცით, რომ მოდურად გამოიყურებით და მეორე - თქვენი შენაძენით იმ მასალას, რომელიც სხვაგვარად ნაგავსაყრელზე აღმოჩნდებოდა, ახალ სიცოცხლეს სძენთ.
ამავე თემაზე:
2. სოციალური საწარმო დადარი
ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის ხელნაკეთი სათამაშოების საწარმო დადარი 2018 წელს დაარსდა. ორგანიზაცია სხვადასხვა შესაძლებლობების მქონე ადამიანებისგანაა დაკომპლექტებული. დადარის სოციალური მისია საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაში ყველა იმ ადამიანის ჩართვაა, ვისაც სურვილიც აქვს და შესაძლებლობაც.
დადარი ყოველდღიურად 30-დან 70-მდე ნივთს ამზადებს, რომელთა დიდი ნაწილიც ევროპასა და აშშ-ში იყიდება.
"გარდა იმისა, რომ აქ მომუშავე ადამიანები ხელობას სწავლობენ და პროფესიას ეუფლებიან, მათთვის ეს საქმიანობა ცხოვრების სტიმულიც არის. ისინი საკუთარი თავის განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. მათ აქვთ შესაძლებლობები, რომლებსაც რეალიზება სჭირდება, ჩვენ კი ამაში ხელს ვუწყობთ და ვცდილობთ, ყველასთვის თანასწორი გარემო შევქმნათ", - ამბობს არჩილ გობეჯიშვილი, დადარის დამფუძნებელი.
სათამაშოების ძირითადი ნაწილი მაღალი ხარისხის ნეკერჩხლის და ცაცხვის ხის ჯიშებისგან მზადდება, ზედაპირი კი ეკოლოგიურად უსაფრთხო ცვილნარევი ზეთებით, ლაქითა და ბუნებრივი საღებავებითაა დაფარული.
3. ნატა ბუაჩიძის სტუდია
ნატა ბუაჩიძის სტუდია 4-დან 17 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილი ხელოვნების სტუდიაა, სადაც ყველა საგანს შემოქმედებითი მიდგომითა და თამაშით ასწავლიან. ხატვა, ხელოვნების ისტორია, მითოლოგია, დიზაინი, ფოტოგრაფია, აკადემიური ხატვა, ჰიპ-ჰოპი, ძერწვა - ეს კურსების არასრული ჩამონათვალია.
სტუდიაში 500-მდე მოსწავლე დადის და მათ 20 მასწავლებელი ასწავლის. სტუდია უკვე 21 წელია ზრუნავს თაობების აღზრდაზე, ყოფილ მოსწავლეებს კი უკვე თავისი შვილები მოჰყავთ ხოლმე.
"ჩვენი წარმატების პრინციპი არის ის, რომ ორგანიზებული და შეკრული გუნდი ვართ, პედაგოგებს კი ძალიან მკაცრად ვარჩევთ. დიდი სურვილი გვაქვს, რეგიონებშიც ვასწავლოთ, თბილისთან შედარებით იქ უფრო მეტად სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა", - ამბობს ნატა ბუაჩიძე, სტუდიის დამფუძნებელი.
ნატა ბუაჩიძის სტუდია წელს ხელოვნების სკოლების ასოციაციის მიწვევით ესტონეთში გაემგზავრება, სადაც მასწავლებლები მასტერკლასებს დაესწრებიან.
დაელოდეთ გამარჯვებულებს 17 დეკემბერს.
ბიზნეს დაჯილდოება უკვე მეოთხე წელია მიმდინარეობს და საზოგადოებას ყოველწლიურად აცნობს კომპანიების წარმატების ისტორიებს. მისი მიზანია ბიზნესის პოპულარიზაცია და იმ კომპანიების წახალისება, რომლებიც ხარისხიან ქართულ პროდუქტებს ქმნიან.
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
-
გადახედვასასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
-
გადახედვამთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვაპუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე პუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
კომენტარები