საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერავინ ვერ დააყენებს — გახარია
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პარლამენტმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება და მის გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერავინ ვერ დააყენებს. ამის შესახებ მან ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკულ წერილზე საუბრისას განაცხადა:
"ეს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტია და პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო. სხვა ყველაფერი არის პოლიტიკური პროცესი".
გახარიას თქმით, ისინი სტრატეგიული პარტნიორებისა და მეგობრების კრიტიკას სამუშაო რეჟიმში იღებენ და ამაში პრობლემას ვერ ხედავენ.
"არსებობს გარკვეული შეკითხვები ჩვენ ამ შეკითხვებს ვუპასუხებთ. ეს არის პოზიტიური თანამშრომლობის, პოზიტიური მეგობრობის ნაწილი".
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დონე, რომელიც დღეს გვაქვს, აქამდე არ გვქონია და ევროინტეგრაციის პროცესშიც მნიშვნელოვანი წინსვლაა:
"რაც უფრო მეტ შედეგებს ვაღწევთ, ჩვენი პარტნიორები მეტს ითხოვენ და მეტი მოლოდინები აქვთ. ეს ნორმალური და ეს მიუთითებს მხოლოდ და მხოლოდ პროგრესზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ღია ვართ ყველანაირი სახის დისკუსიაზე".
ამასთანავე გახარია ამბობს, რომ აქციის დაშლასთან დაკავშირებით ამერიკელ პარტნიორებს რეალურ და ობიექტურ ინფორმაციას მიაწვდიან.
"ჩვენ დარწმუნებული ვართ ყველა იმ ნაბიჯში, რომელიც იყო აქციების დროს განხორციელებული სამართალდამცავის სისტემის მიერ. გამოხატვის თავისუფლება არასოდეს ისე დაცული, ღია და ტრანსპარენტული არ ყოფილა, როგორც არის დღეს. ეს ფაქტია და ამას მე არ ვაფასებ მარტო", — განაცხადა პრემიერმა.
გუშინ, 16 დეკემბერს კონგრესმენებმა ადამ კინზინგერმა და ჯერალდ ე. კონოლმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას წერილით მიმართეს. მათ პრემიერი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირების შეუსრულებლობის გამო გააკრიტიკეს. მათივე წერილში აღნიშნულია, რომ გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოსულ ხალხს "მოძალადე ბოროტმოქმედები დაუპირისპირეს".
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკული განცხადებით, ქვეყნებს შორის ურთიერთობა არ კნინდება. მინისტრის განცხადებით, აუცილებელია, პარტნიორებს მიეწოდოთ ადეკვატური ინფორმაცია, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, აშშ-ში საქართველოს ელჩი, დავით ბაქრაძე აღნიშნავს, რომ ვაშინგტონამდე წინააღმდეგობრივი გზავნილები ჩადის, თუმცა "ჩვენი პარტნიორები ყოველთვის იღებენ ობიექტურ ინფორმაციას ჩვენგან".
-
გადახედვაპარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს პარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
-
გადახედვასასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
-
გადახედვამთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
კომენტარები