ეკონომიკა უნდა იყოს მაქსიმალურად თავისუფალი სახელმწიფოს ჩარევისგან — მამუკა ხაზარაძის პროგრამა
"ეკონომიკა უნდა იყოს მაქსიმალურად თავისუფალი სახელმწიფოს ჩარევისგან და ის უნდა ეფუძნებოდეს თავისუფალი ბაზრის პრინციპებს", — ეს იყო ერთ-ერთი მესიჯი მამუკა ხაზარაძის სიტყვიდან, რომელიც მან პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე წარმოთქვა. დღეს, 22 დეკემბერს პოლიტიკური გაერთიანება ლელო საქართველოსთვის ოფიციალურად დააფუძნეს.
მამუკა ხაზარაძის თქმით, მათი მიზანი იქნება უახლოეს წლებში 20 მილიარდი დოლარის ინვესტიციის მოზიდვა:
"და ეს რიცხვი რეალურია! ჩვენმა ჯგუფმა ბიზნეს სექტორში ბოლო წლების მანძილზე 2 მილიარდ დოლარამდე ინვესტიციის მოზიდვა შეძლო. გარწმუნებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით და სწორი პოლიტიკის გატარებით ეს შესაძლებელია! თუ ვიფიქრებთ და ვიმოქმედებთ მასშტაბურად".
ლელოს პოლიტიკური გეგმა
გეგმის წარდგენისას მამუკა ხაზარაძემ პირველ პუნქტად გაწერა "სასამართლო სისტემის სრული განახლება". იგი ამბობს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე წუთიდან გაათავისუფლებს სასამართლო სისტემას პოლიტიკური წნეხისგან, ხოლო 6 თვის თავზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სასამართლო რეფორმას გაატარებს.
"ქვეყანა უნდა ვაქციოთ რეგიონის ფინანსურ ცენტრად. საქართველოში უნდა ავამოქმედოთ საერთაშორისო საფონდო ბირჟა. ეს შეიძლება მოხდეს ნიუ-იორკის, ჰონგ-კონგის ან ლონდონის ბირჟების მონაწილეობით, სადაც აქტიურად განხორციელდება ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების აქციებით ვაჭრობა", — აგრძელებს მამუკა ხაზარაძე და ამბობს, რომ ასეთი ბირჟის გახსნა შესაძლებელია უფუნქციოდ დატოვებული ქუთაისის პარლამენტის შენობაში.
მისივე განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გარშემო უნდა შეიქმნას მძლავრი ლოჯისტიკური ცენტრი, სადაც იმუშავებს ისეთი ტიპის უზარმაზარი კომპანიები , როგორიცაა ამაზონი, ალიბაბა, ფედექსი და სხვა. ისინი ამ წერტილიდან - ფრენის 3 საათის რადიუსში შეძლებენ დაფარონ ნახევარ მილიარდზე მეტი მოსახლეობის მქონე ბაზარი.
მამუკა ხაზარაძემ ისაუბრა იმაზეც, რომ ევროატლანტიკური სივრცე არის საქართველოს ცივილიზებული არჩევანი და რომ დასავლური ორიენტაცია იწყება სახელმწიფოს შიგნით რეფორმებით.
ხაზარაძემ კვლავ ხაზგასმით თქვა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და ქალაქი ანაკლია უნდა აშენდეს:
"ანაკლიის პორტსა და ქალაქს ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ ქართული ოცნების ხელისუფლებიდან გასტუმრების შემდეგ".
ლელოს დამფუძნებელმა შემდეგი ინიციატივის სახით გააჟღერა ისიც, რომ აფხაზეთიდან დევნილების დაბრუნების გზაზე ისინი ანაკლიაში მიიღებენ სამუშაო ადგილსა და საცხოვრებელს. მანვე დაამატა, რომ მსგავსი თავისუფალი ეკონომიკური ზონა უნდა შეიქმნას შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზთან.
ხაზარაძემ ისაუბრა საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებზე და თქვა, რომ უნდა გაძლიერდეს მათი ინტეგრაცია და აქტიური ჩართვა სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში.
ლელოს დამფუძნებელმა საკუთარ გამოსვლაში ვრცლად ისაუბრა ოკუპაციაზეც და თქვა, რომ საქართველოს უნდა ჰყავდეს ძლიერი, კარგად აღჭურვილი პროფესიული ჯარი, "ისეთი, როგორც შვეიცარიას ან ისრაელს".
მანვე ისაუბრა ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაზეც:
"გამოთავისუფლებული თანხებით და სხვა რესურსებით მივაღწევთ იმას, რომ საქართველოში აღარ იარსებებს არცერთი მოშიმშილე ბავშვი და მოხუცი".
ხაზარაძის განცხადებით, ქვეყანაში უნდა არსებობდეს ღირსეული სახელფასო მინიმუმი, რომელიც ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის რაციონალური დიალოგის შედეგად დადგინდება.
"დეცენტრალიზაცია", — იყო შემდეგი საკითხი, რაზეც ლელოს დამფუძნებელმა ისაუბრა და თქვა, რომ უნდა არსებობდეს თბილისის, ბათუმის, თელავის, ქუთაისის, ზუგდიდის და სხვა ქალაქების ურბანული განვითარების სწორი პოლიტიკა.
მამუკა ხაზარაძის ინიციატივით, განათლების სფეროში უნდა შეიქმნას საგანგებო სახელმწიფო ფონდი, სახელად "ეროვნული კაპიტალი", "რომელიც გამოავლენს ნიჭიერ ახალგაზრდებს, წაახალისებს უნარიან პედაგოგებს".
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები