კომპლექსების გამო იყო თუ შიშის, არ მესმის რატომ მისცეს რ2-ს ვალის დაგროვების უფლება — მაჭავარიანი წინამორბედებზე
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ამბობს, რომ გაურკვეველია რატომ მისცეს მისმა წინამორბედებმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ს იმის საშუალება, რომ ამხელა ვალი დაეგროვებინა. სავარაუდო მიზეზებად ის ხათრს, კომპლექსებსა და შიშებს ასახელებს.
"როდესაც 2016 წლის ოქტომბრიდან რუსთავი 2-მა ვალის დაგროვება დაიწყო, ვერ გავარკვიე რატომ მიეცა ამის საშუალება 2017 წლის მარტამდე. თორემ მარტის მერე, რომ გაგრძელდა ვალის დაგროვება ეგ მესმის. მაშინ სტრასბურგის მოსამართლემ შეაჩერა გადაწყვეტილება და იქ იყო მინიშნება, რომ მთავრობამ თავი შეიკავოს ისეთი გადაწყვეტილებისგან, რომელიც გამოიწვევდა არხის შეფერხებას. მთავრობის წარმომადგენლებმა ეს გაითვალისწინეს, რამდენად სწორია და არასწორია ეს სხვა საკითხია, მაგრამ მესმის, რომ გაითვალისწინეს", — განუცხადა მან ჟურნალისტებს.
მინისტრის თქმით, ტელევიზიების ვალების გადანაწილების ძველი მეთოდი უსამართლო იყო, მაგრამ არ აპირებს "იგივე სიმახინჯე" გააგრძელოს.
"იმიტომ რომ ის არასწორი იყო, TV პირველმა კიდევ დააგროვოს ვალი? რუსთავმა კიდევ დააგროვოს? წაბრძანდით, 2010 წლის ჩამოწერა, 2012 წლის ჩამოწერა გამოიკვლიეთ და აგებინეთ პასუხი, საერთოდ არ მაინტერესებს", — განაცხადა მან.
მისივე თქმით, ხელისუფლების მაშინდელმა წარმომადგენლებმა ვერ გადადგეს ისეთი ქმედითი ნაბიჯები, როგორსაც მისი უწყება დგამს ახლა.
"როდესაც სტრასბურგმა მიიღო გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა ვის მფლობელობაში დარჩებოდა ძველების თუ ახლების, ჩვენთვის გაიხსნა შესაძლებლობა, რომ გვეთქვა: დღეიდან ყველამ დაიწყოს გადახდა და ძველ ვალზე მობრძანდით, ვისაუბროთ", — განაცხადა მან.
25 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა TV პირველს, კავკასიასა და რუსთავი 2-ს და ერთ-ერთ რეგიონულ მაუწყებელს ინკასო დაადო. ამით ტელევიზიებს ფინანსური ოპერაციები შეეზღუდათ.
ფინანსთა სამინისტროში არ ამხელენ, ზუსტად რომელ ტელევიზიებს დაადეს ინკასო. პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ეს კომერციული საიდუმლოა. ინკასოდადებული ტელევიზიების ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა TV პირველის, კავკასიისა და რუსთავი 2-ის წარმომადგენელები ინფორმაციას ადასტურებენ.
ფინანსთა მინისტრთან დღევანდელი შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა ტელეკომპანია პირველის დირექტორმა ინგა გრიგოლიამ. როგორც ინგა გრიგოლია ამბობს, მინისტრთან შეხვედრისას პროტესტი გაუჩინა იმან, რომ ვანო მაჭავარიანს "არ აინტერესებდა" რატომ იყვენენ მისულები ტელემაუწყებლების დირექტორები.
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
კომენტარები