ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა ცინიზმით — EMC პარლამენტთან ატრაქციონების დადგმაზე
ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი მიიჩნევს, რომ დღეს, 31 დეკემბერს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, იმ ადგილზე, სადაც აქცია იმართებოდა, კარვების აღება და ატრაქციონების განთავსება ადამიანის უფლებებს არღვევს. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ თბილისის მერია შეკრების თავისუფლებაში არააუცილებელად და არაპროპორციულად ჩაერია.
"ჩვენი შეფასებით, მერიის ქმედება უხეშად არღვევს აქციის მონაწილეების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებების უხეში და მძიმე დარღვევის ფაქტების გადაფარვის და არაღიარების კიდევ ერთი ცინიკური მცდელობაა", — აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი განცხადებაში შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის იმ ნორმასაც უთითებს, რომლის მიხედვითაც, კარვის დადგმა ნებადართულია.
"კარვის დადგმა შეკრების თავისუფლებით დაცულ სფეროში ექცევა და იმ პირობებში, როდესაც მისი განთავსება საზოგადოებრივ წესრიგს, ტრანსპორტის გადაადგილებას ან/და სხვა საჯარო ლეგიტიმურ მიზანს არ ეწინააღმდეგება, სახელმწიფოს მისი დაცვის ვალდებულება აკისრია", — განმარტავს ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია.
"გუშინ წარმოდგენილი ატრაქციონის (სასრიალო ბატუტი) ვიზუალური მხარე არ იყო წინასწარ შეთანხმებული მერიასთან, განცხადებაში აღწერილი იყო მხოლოდ ფუნქციური შინაარსი. სასრიალო ბატუტის ვიზუალი სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა დედაქალაქის მერიისთვის და მიიღო მისი ჩანაცვლების გადაწყვეტილება. აღნიშნულ ტერიტორიაზე დამონტაჟდება გაცილებით ფუნქციური შინაარსისა და შესაბამისი ვიზუალის მქონე ატრაქციონი პატარებისთვის", — ამბობს მერიის პრესსამსახური.
გვიან ღამით კარვების დაშლის გარდა, რუსთაველის გამზირიდან წაიღეს აქციებისთვის საჭირო ატრიბუტიკა — დროშები, "გახარიას ბიუსტი" და ბანერები. კარვების დაშლას ადგილზე დაპირისპირება მოჰყვა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ღამით 9 აქტივისტი დააკავა. უწყების განცხადებით, დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
მოძრაობა #სირცხვილიას ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან აქტივისტები: ზუკა ბერძენიშვილი ბექა კოკაია, ნოდარ რუხაძე, ბექა ბასილია, ზურა მჟავანაძე და გიორგი მუმლაძე. აქტივისტებმა განვითარებული მოვლენების შემდეგ 31 დეკემბერს, 10 საათზე მალხაზ მაჩალიკაშვილისა და თორნიკე მამალაძის მხარდასაჭერად აქცია დაგეგმეს.
თბილისის მერიამ კარვების აყრა საახალწლოდ, 2018 წელსაც სცადა. მაშინ რუსთაველის გამზირზე აქციებს ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ატარებდნენ. სამოქალაქო აქტივისტების, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგობის შემდეგ თბილისის მერიამ კარვების აყრა ვერ შეძლო, რუსთაველზე კი უფრო მეტი კარავი გაიშალა. მერიას მოუწია საახალწლო ღონისძიებები პირველი რესპუბლიკის მოედანზე გადაეტანა.
გაიგეთ მეტი პარლამენტთან მიმდინარე დაპირისპირებაზე:
- წინასწარ მივაწოდეთ ინფორმაცია, ინფრასტრუქტურა დასაწყობდება — მერია პარლამენტის წინ კარვების აყრაზე
- პარლამენტთან დაპირისპირებაა, პოლიციას ძალის გამოყენებით გაჰყავს აქტივისტები
- მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ნიკა მელიას ჯამბაზის ქუდი აჩუქა
- ნუგზარ ჭონქაძეს, რომელსაც Fb-ზე სულიკო კედელაშვილის ყალბი ანგარიში აქვს, აქტივისტებმა "სულიკო" უმღერეს
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები