20 წლის გოგომ შიშველი ფოტოებით ავსტრალიის დასახმარებლად $700000 შეაგროვა
ოთხ დღეში, 20 წლის კეილინ უორდმა სავარაუდო გამოთვლებით ავსტრალიის ხანძართან საბრძოლველად და დაზარალებულების დასახმარებლად $700 000-ზე მეტი შეაგროვა. მან ამ დაუჯერებელ შედეგს ერთი საშუალებით მიაღწია: ნებისმიერი, ვინც მის მიერ შერჩეულ რომელიმე საქველმოქმედო ორგანიზაციას $10-ზე მეტს შესწირავდა და დამადასტურებელ ქვითარსაც აჩვენებდა, სანაცვლოდ კეილინ უორდი საკუთარ შიშველ ფოტოს გაუგზავნიდა.
კალიფორნიელი უორდი 2019 წლის აგვისტოდან შიშველი ფოტოგრაფიის მოდელია. როგორც თავად ამბობს, კარიბის ზღვის კუნძულებზე ატარებდა არდადეგებს, როცა ავსტრალიის ხანძრის შედეგად გამოწვეული საშინელი შედეგების შესახებ გაიგო.
"თავად მაშინვე $1 000 გადავრიცხე დასახმარებლად. პირად გვერდზე საკმაოდ დიდი რაოდენობის, ამჟამად დაახლოებით 30 000 გამომწერი მყავს და ვიფიქრე, რომ ზოგიერთ მათგანსაც შეიძლება მიეღო მონაწილეობა ხანძართან ბრძოლაში", — განუცხადა Guardian-ის ავსტრალიურ გამოცემას მოდელმა.
კეილინ უორდმა პირველად 3 იანვარს გამოაქვეყნა პოსტი ტვიტერის პირად ანგარიშზე: თავის შიშველ ფოტოს იმ საქველმოქმედო ორგანიზაციების ჩამონათვალი დაურთო, სადაც მსურველებს შეეძლოთ შიშველი ფოტოს სანაცვლოდ თანხის გადარიცხვა.
იმ საღამოსვე 7 000-ზე მეტი დოლარის შეგროვება მოახერხა: "მეორე დილით რომ გავიღვიძე, ჩემი წამოწყება ვირუსულად გავრცელებული დამხვდა და უამრავი შეატყობინებთ ვიყავი წალეკილი. სანამ მე გავიგებდი, უკვე $100 000-ზე მეტი შემოწირულობა იყო შეგროვილი".
კეილინ უორდის ტვიტი 77 000-ზე მეტმა ადამიანმა გადააზიარა და ამის შემდეგ მან ტვიტერზე სახელად Naked Philanthropist — შიშველი ქველმოქმედი დაირქვა. "ყველა გმირი არ ატარებს მოსასხამს" — მის ამ წამოწყებას ხშირად ამ ფრაზით ეხმიანებიან.
მართალია, კეილინ უორდს ჯერ სრულად არ დაუთვლია შეგროვილი თანხა, მაგრამ მისი ვარაუდით, შემოწირულობამ უკვე $700 000-ს გადააჭარბა: "ერთი გოგო მეხმარება ამ ყველაფრის ანალიზში და როგორც მან გამოითვალა, წუთში დაახლოებით ათი შეტყობინება მომდის თან დართული ქვითრით. თანაც ყველა მხოლოდ მინიმალურ $10-ს არ რიცხავს საქველმოქმედო ორგანიზაციებში — იყო $5 000-დოლარიანი შემოწირულობებიც".
უორდის განცხადებით, ამ ნაბიჯის გადასადგმელად მას პირადმა გამოცდილებამ უბიძგა, რადგან თავადაც შეეხო 2018 წელს კალიფორნიის ხანძრის შედეგები:
"პირადად გამომიცდია, როგორი საზარელი შეიძლება იყო ხანძარი ადამიანებისთვის. ამჟამად ავსტრალიაში არსებული მდგომარეობის შედარება კი არც კი შეიძლება კალიფორნიის ხანძართან, იმდენად მძიმე შედეგებია".
ავსტრალიაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს, რომელსაც ათეულობით ადამიანი და ნახევარი მილიარდი ცხოველი ემსხვერპლა.
მისი თქმით, მან ის შესთავაზა ხალხს, რისთვისაც ფულის გადასახდელად მანამდეც მზად იყვნენ: "აქამდეც ვიყენებდი ჩემი ტვიტერის პლატფორმას, რათა შიშველი ფოტოების გაყიდვით ფული მეშოვა". ამის მიუხედავად, ის მაინც არ ელოდა ისეთ დიდ გამოხმაურებას, რაც მის წამოწყებას მოჰყვა: "ჯერ კიდევ შოკში ვარ, თუ რა დადებითი შედეგები მოიტანა ამ ყველაფერმა".
კეილინ უორდის წამოწყებამ სხვა ადამიანებსაც მისცა იმავეს გაკეთების შთაგონება: მაგალითად, კანადაში, ქალაქ ვანკუვერში მცხოვრებმა სექს-მუშაკმა, კეტი დეიმ, როცა უორდის ტვიტი ნახა, 6 იანვარს მსგავსი განცხადება გაავრცელა და 24 საათში ათას დოლარზე მეტი შემოწირულობა შეაგროვა.
უორდის თქმით, მის წამოწყებას უმეტესად მხოლოდ დადებითად შეხვდა ხალხი. მხოლოდ იმაზე სწყდება გული, რომ ინსტაგრამის პირადი ანგარიში, რომელზეც 60 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავდა, გაუუქმეს.
როგორც აღმოჩნდა, მას პრობლემები პირად გარემოცვაშიც შეექმნა, თუმცა, როგორც თავად აცხადებს, მისთვის მთავარია, ავსტრალიაში ხანძრის საწინააღმდეგოდ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიღოს დახმარება:
"ინსტაგრამი გამიუქმეს, ოჯახი განმიდგა და ის ბიჭი აღარ მელაპარაკება, რომელიც მომწონდა. ეს ყველაფერი კი იმ ერთი ტვიტის გამო მოხდა, მაგრამ მკიდია, გადავარჩინოთ კოალები".
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
კომენტარები