ბეჭდების მბრძანებლის სერიალის სამსახიობო გუნდი ცნობილია
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მალე ჯ.რ.რ. ტოლკინის ფენტეზის ჟანრის საკულტო წიგნების, ბეჭდების მბრძანებლის ტრილოგიის სატელევიზიო ეკრანიზაციას ვიხილავდით, მილიონობით მაყურებელი მუდმივად ელოდება ნებისმიერ სიახლეს, რომელიც ამ პროექტის შესახებ გახდება ცნობილი.
სულ ცოტა ხნის წინ კი სერიალის მწარმოებელმა კომპანია Amazon-მა ოფიციალურად გამოაქვეყნა იმ 15 მსახიობის სია, რომლებიც სერიალში ძირითად გმირებს განასახიერებენ: რობერტ არამაიო, ჯოზეფ მოული, ოვეინ ართური, ნაზანინ ბონიადი, ტომ ბაჯი, მორფიდ კლარკი, ისმაელ კრუზ კორდოვა, ემა ჰორვატი, მარკელა კავენა, ტაირო მუჰაფიდინი, სოფია ნომვიტი, მეგან რიჩარდსი, დილან სმიტი, დენიელ უიმენი და ჩარლი ვიკერსი.
ნებისმიერი მკითხველი მარტივად შენიშნავდა, რომ სერიალის სამსახიობო გუნდი დიდად ვერ დაიკვეხნის ცნობილი სახეების სიმრავლით, რასაც ორი ახსნა შეიძლება ჰქონდეს: სერიალის შემქმნელებმა ამ გზით ბიუჯეტი დაზოგეს, რადგან მისი გადაღება ისედაც საოცრად ძვირი ჯდება. ან კიდევ სურთ, სრულიად ახალი პერსონაჟები შექმნან ისე, რომ მაყურებლებმა ისინი არავის მიამსგავსონ.
სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ თხუთმეტწევრიან სამსახიობო გუნდში მაინც არიან ნაცნობი სახეები: რობერტ არამაიო და ჯოზეფ მოული, რომლებიც სატელევიზიო შოუების მაყურებლებს სერიალ Game Of Thrones-დან ემახსოვრებათ.
მორფიდ კლარკი
ისმაელ კრუზ კორდოვა
აღსანიშნავია, რომ გუნდის დიდ ნაწილს ბრიტანელი თეატრის მსახიობები შეადგენენ, თუმცა მათ შორის ამავდროულად არიან წარმოშობით ავსტრალიელი (ტომ ბაჯი), ირანელი (ნაზანინ ბონიადი) და სლოვაკი (ემა ჰორვატი) მსახიობებიც.
ნაზანინ ბონიადი
ემა ჰორვატი
"ფართომასშტაბიანი ძიების შემდეგ სიხარულით წარმოგიდგენთ შესანიშნავი მსახიობების გუნდის იმ პირველ ნაწილს, რომელიც Amazon-ის პროექტში მიიღებს მონაწილეობას. ეს არ არის საბოლოო შემადგენლობა და ჩვენ ჯერ კიდევ ვარჩევთ რამდენიმე მნიშვნელოვან როლზე მსახიობებს", — განაცხადეს შოუს შემქმნელებმა.
მარკელა კავენა
ტომ ბაჯი
მსახიობების შერჩევის დროს მასშტაბური სარეკლამო კამპანია იყო წამოწყებული მრავალ ქვეყანაში, რადგან სერიალისთვის სხვადასხვა სახასიათო გარეგნობის ადამიანებს ეძებდნენ: 1,5 მეტზე დაბალს თუ 1,95-ზე მაღალს, განსაკუთრებულად ჭორფლიანებს, წითურებსა და ა.შ. რაც სულაც არაა გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბეჭდების მბრძანებლის სამყარო მრავალფეროვნებით გამოირჩევა.
მეგან რიჩარდსი
დილან სმიტი
სერიალის გადაღებები თებერვალში ახალ ზელანდიაში იწყება. ამის გამო ქვეყნის ხელისუფლებამ უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღო, რათა მაქსიმალურად აირიდოს თავიდან ისეთი ტერორისტული ტერაქტები, როგორსაც გასულ წელს ჰქონდა ადგილი ქვეყანაში.
ჩარლი ვიკერსი
სოფია ნომვიტი
აღსანიშნავია, რომ ბეჭდების მბრძანებლის სატელევიზიო ეკრანიზაციაზე ის ადამიანები მუშაობენ, რომლებმაც მანამდე მონაწილეობა მიიღეს ისეთი სერიალების შექმნაში, როგორებიცაა The Sopranos, Breaking Bad, Game of Thrones და Stranger Things.
ოვეინ ართური
დენიელ უიმენი
სერიალის სცენარის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია გასაიდუმლოებულია, თუმცა გავრცელებული ცნობების თანახმად, პირველი სეზონის სიუჟეტური ხაზი ტოლკინის ტრილოგიის პირველი წიგნის, ბეჭდის საძმოს წინარე ისტორიას მოგვითხრობს.
თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ სერიალის გადაღება ჯამში დაახლოებით $1,3 მილიარდი დაჯდება და ამით ის ყველაზე ძვირად ღირებული სატელევიზიო შოუ იქნება ისტორიაში, გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინ დაუვიწყარი სანახაობა გველის.
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
-
-
გადახედვანაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა ნაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
კომენტარები