სატელევიზიო შოუს მოყვარულები Amazon-ის ახალი, ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტის — ბეჭდების მბრძანებლის სატელევიზიო ეკრანიზაციის შესახებ ყოველ მცირე სიახლეს გაფაციცებით ელიან, რადგან მის შესახებ დღემდე თითქმის ყველაფერი გასაიდუმლოებულია.

სულ ახლახანს კი ცნობილი გახდა, რომ სერიალის სამსახიობო გუნდს ბრიტანელი მსახიობი, რობერტ არამაიო შეურთდა, რომელიც სატელევიზიო შოუების ერთგულ მაყურებლებს HBO-ს საკულტო სერიალიდან, Game Of Thrones-დან ემახსოვრებათ, სადაც ის ახალგაზრდა ნედ სტარკის როლს ასრულებს.

ფოტო: HBO

ეს ახალგაზრდა მსახიობი ასევე თამაშობს კიდევ ერთ გახმაურებულ სერიალ Mindhunter-ში, რომელშიც ცნობილი ამერიკელი სერიული მკვლელის, ელმერ უიენ ჰენლის განასახიერებს.

ფოტო: Netflix

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რობერტ არამაიო სერიალში როჰანის სამეფოს მეფის, ბრეგოს უფროსი ვაჟის, ბალდორის როლს შეასრულებს.

როგორც უკვე ვიცით, მასთან ერთად სერიალში Game Of Thrones-ის კიდევ ერთი მსახიობი, ჯოზეფ მოული მიიღებს მონაწილეობას. ასევე ცნობილია, რომ სამსახიობო გუნდს მორფიდ კლარკი შეუერთდა, რომელიც ახალგაზრდა გალადრიელის როლში მოგვევლინება.

სერიალის შესახებ ჯერჯერობით მხოლოდ მწირი ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა ამ ყველაფრის გათვალისწინებითაც კი შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წინ საოცრად მასშტაბური და საინტერესო შოუ გველოდება.