სამართალდამცავთა დაუსჯელობა, ლგბტ უფლებები, მკაცრი ნარკოპოლიტიკა — HRW-ის 2019 წლის ანგარიში
საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, The Human Right Watch-მა, რომელიც მსოფლიოს ასამდე ქვეყნებში არსებულ ვითარებას აანალიზებს, ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. 2019 წელს საქართველოს შესახებ ანგარიშში ყურადღება გამახვილდა სამართალდამცავთა დაუსჯელობაზე, პოლიტიკურ დაძაბულობაზე, შრომის კანონმდებლობის არასაკმარის რეგულაციებსა და მკაცრ ნარკოპოლიტიკაზე.
Human Right Watch წერს, რომ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე სამართალდამცავთა დაუსჯელობა ქვეყნისთვის ისევ გადაუჭრელი პრობლემაა. მათი თქმით, დაფინანსების არქონის მიზეზით ხელისუფლებამ ორჯერ გადადო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ამოქმედება, რომელიც 2018 წელს შეიქმნა და მუშაობა 2019 წლის პირველ ნოემბერს დაიწყო.
სამართალდამცავთა დაუსჯელობა
ორგანიზაცია ანგარიშში წერს, რომ 2019 წლის იანვრიდან სექტემბრამდე ომბუდსმენმა ციხის პერსონალისა და პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე 54 საჩივარი მიიღო. სახალხო დამცველმა 52 საჩივრის გამოძიების მოთხოვნით მიმართა პროკურატურას, მაგრამ სისხლის სამართლებრივი დევნა, არც ერთ მათგანზე არ დაწყებულა.
ანგარიშში მიმოხილულია 20 ივნისის მოვლენებიც. ორგანიზაციის შეფასებით, ზოგიერთი დემონსტრანტი კორდონის გარღვევას ცდილობდა, რა დროსაც პოლიციას აღჭურვილობას ართმევდა და აზიანებდა, ხოლო სხვა მხრივ, პროტესტი მეტწილად არაძალადობრივი იყო.
"სპეცდანიშნულების დანაყოფებმა, რომლებმაც თავიდან თავშეკავება გამოიჩინეს, შუაღამეს ცრემლსადენი გაზი გაუშვეს და რეზინის ტყვიები დაუშინეს დემონსტრანტებს წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ისინი მისდევდნენ და აპატიმრებდნენ ხალხს, ვინც შეკრებას ცდილობდა", — წერს ორგანიზაცია.
მათი შეფასებით, ხელისუფლება პასუხისმგებლობის ცალმხრივად დაკისრებას ცდილობდა. ბრალი მასობრივი არეულობის მოწყობაზე, სულ ცოტა, 19 ადამიანს წარუდგინა, რომელთაგან 15 ამ ანგარიშის მომზადების დროს პატიმრობაში რჩებოდა. Human Right Watch-ის მონაცემებით, პროკურატურამ დაზარალებულად 67 პოლიციელი და მხოლოდ 4 მოქალაქე სცნო, რითიც ბევრ დაშავებულ დემონსტრანტს გამოძიების მასალების გაცნობის შესაძლებლობა წაართვა. ნოემბერში, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან კრიტიკის შემდეგ, დაზარალებულად კიდევ სამი ადამიანი იქნა ცნობილი.
შრომითი უფლებები
საქართველოს პროფკავშირების მონაცემების მიხედვით, 2019 წლის იანვრიდან ოქტომბრის ბოლომდე სამუშაოს შესრულების დროს 36 ადამიანი დაიღუპა და 107 დაშავდა. ანგარიშში მაგალითად მოყვანილია მაღაროელების შრომის პირობები და წერია, რომ მანგანუმის ზოგიერთ მაღაროში ადამიანები მიწისქვეშ ზედიზედ 15 დღის განმავლობაში, 12-საათიან ცვლებში მუშაობენ, მათ შორის ღამით, რაც იწვევს მათ გადაღლილობას და ზრდის უბედური შემთხვევებისა და დაშავების ალბათობას.
Human Right Watch-ის შეფასებით, საქართველოს კანონმდებლობა სათანადოდ არ არეგულირებს სამუშაო საათების, შესვენების, ყოველკვირეული დასვენების, ღამის საათებში მუშაობის ხანგრძლივობას და არ უზრუნველყოფს სახელმწიფო ზედამხედველობას შრომის ყველა პირობის შესრულებაზე. დამკვიდრებული სამუშაო პრაქტიკა უპირატესობას საწარმოო მიზნებს ანიჭებს, რაც რისკს უქმნის მშრომელთა უსაფრთხოებას. ორგანიზაცია, ასევე, აღნიშნავს, რომ ანგარიშის მომზადების დროს შრომის ინსპექტორის გასაძლიერებლად და ხარვეზების გამოსასწორებლად შემუშავებული კანონპროექტი პარლამენტში ინიცირებული ჯერ კიდევ არ იყო.
ნარკოპოლიტიკა
ანგარიშში ნათქვამია, რომ ნარკოდანაშაულზე სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობის შემცირების მიუხედავად, ხელისუფლებამ მკაცრი კანონმდებლობა შეინარჩუნა, რომლითაც ადამიანებს ნარკოტიკული ნივთიერების (მარიხუანის გარდა) მოხმარების ან პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისთვის სჯიან.
ორგანიზაცია წერს, რომ ნარკოტიკული დანაშაულები ხშირად ხანგრძლივი პატიმრობით, უზარმაზარი ჯარიმებით და უფლებების შეზღუდვით ისჯება. ანგარიშის მომზადების დროს კანონპროექტი, რომელიც სადამსჯელო პოლიტიკას შეცვლიდა პარლამენტში ჯერ კიდევ განუხილავი იყო.
სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა
Human Right Watch წერს, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად აქტივისტთა ჯგუფმა თბილისი პრაიდის კვირეული დაგეგმა და საბოლოოდ, 8 ივლისს 40-მდე აქტივისტმა და ლგბტ უფლებების დამცველმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ ღირსების მარში გამართა.
ანგარიშში დეტალურადაა მიმოხილული ის მოვლენები, რაც ამ კვირეულს ახლდა თან. 31 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს ღონისძიებები გარეთ ვერ გაიმართებოდა მონაწილე პირების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გამო. 14 ივნისს საქართველოს საპატრიარქომ მოუწოდა ხელისუფლებას, "არ დაეშვა" პრაიდის თბილისში ჩატარება, რადგან ეს "ყოვლად მიუღებელი" იყო. 16 ივნისს ჰომოფობიურმა ჯგუფებმა, რომლებსაც ლევან ვასაძე ხელმძღვანელობდა, აქცია გამართეს, სადაც ვასაძემ განაცხადა, რომ თბილისი პრაიდის და გეი ადამიანების წინააღმდეგ სახალხო რაზმებს ქმნიდნენ.
ორგანიზაცია ასევე ყურადღებას ამახვილებს ფილმ And Than We Danced-ის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე. ამ აქციებზე ულტრანაციონალური ჯგუფები ფილმის სანახავად მისულ მოქალაქეებს აშინებდნენ და ზოგ შემთხვევაში, თავს ესხმოდნენ კიდეც.
მედიის თავისუფლება
მედიის თავისუფლებაზე Human Right Watch-ის მიმოხილვა რუსთავი 2-ის საქმეზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით იწყება, რამაც მათი შეფასებით, მედიაში რადიკალური ცვლილელები გამიწვია.
გადაწყვეტილების შემდეგ "საქართველოს ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანია" მის ყოფილ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს, დაუბრუნდა, რომელმაც დირექტორად პაატა სალია დანიშნა. სალიამ ტელეკომპანიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაურევლობის პირობა დადო, მაგრამ მალევე საინფორმაციო სამსახურის უფროსი, პროდიუსერები და პოლიტიკური ტოქშოუს წამყვანები გაათავისუფლა. დირექტორმა მიზეზად ინტერესთა კონფლიქტი დაასახელა, რაც ახალი მფლობელის წინააღმდეგ მათი საჯარო განცხადებებით გამოიხატებოდა. ამ ნაბიჯს საინფორმაციო სამსახურის თითქმის მთელი პერსონალის გადადგომა მოჰყვა.
აგვისტოში, პროკურატურამ გვარამიას "უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების" ბრალდება წაუყენა. სექტემბერში კი მან გვარამიამ ახალი, ოპოზიციური მაუწყებელი — მთავარი არხი დააარსა.
ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ტვ პირველის დამფუძნებლის მამის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე. ეს ნაბიჯი არასამთავრობო ორგანიზაციებმა "დამოუკიდებელ და კრიტიკულ მაუწყებელზე ზეწოლის" კიდევ ერთ მცდელობად შეაფასეს.
საერთაშორისო აქტორები
ამ თავში Human Right Watch რამდენიმე საერთაშორისო ანგარიშს მიმოიხილავს.
მარტში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს შეხვედრა, რომელზეც ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობა შეფასდა.
აპრილში, ბიზნესისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე გაეროს სამუშაო ჯგუფმა შეშფოთება გამოხატა შრომის ინსპექტირების მარეგულირებელი ჩარჩოს არაადეკვატურობის თაობაზე.
მაისში, გაერთიანებული ერების, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადებით მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, მიეღო ზომები ლგბტ+ პირების მიმართ ძალადობის და დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად.
ივნისში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლისთავი აღინიშნა. აშშ-ის საელჩომ ივლისში გამოქვეყნებულ განცხადებაში შეშფოთება გამოთქვა თიბისი ბანკის საქმეზე. ხოლო ევროკავშირის წარმომადგენლობამ ხელისუფლებას ამ საქმის გამჭვირვალედ გამოძიებისკენ მოუწოდა.
ივნისში, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში, ჰარლემ დეზირმა დაგმო მედიის წარმომადგენლებზე ძალადობა თბილისში გამართული დემონსტრაციების დროს. მან მოუწოდა ხელისუფლებას, უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება ნებისმიერ დროს და სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიოს ყველა ინციდენტი.
ნოემბერში გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში, საარჩევნო რეფორმის ჩავარდნის გამო,"ქართული საზოგადოების ფართო ნაწილის ღრმა იმედგაცრუება" აღნიშნეს და მხარეებს მოუწოდეს, იმუშაონ დიალოგის საშუალებით, მისაღები სამომავლო გზის საპოვნელად.
მარტის სესიაზე მიღებულ რეზოლუციაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ შეშფოთება გამოხატა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტური რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვართან მიმდინარე ბორდერიზაციაზე და მოითხოვა, დაუყოვნებლივ შეუშვან უმაღლესი კომისრის ოფისი ადგილზე.
Human Right Watch-ის ანგარიშის ბოლოს ნათქვამია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო აგრძელებდა ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულებისა და ომის დანაშაულების გამოძიებას, რომლებიც, სავარაუდოდ, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მოხდა. იანვარში, საქართველომ და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გააფორმეს შეთანხმება, რომლის თანახმადაც ამ სასამართლოს მიერ მსჯავრდებულმა პირებმა საპატიმრო სასჯელი შეიძლება საქართველოშიც მოიხადონ, თუკი ასე გადაწყვეტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო და ამას საქართველოს მთავრობა დათანხმდება.
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
კომენტარები