5 ქართული პროდუქტი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბითაა აღიარებული
საკუთარი ქვეყნის სიყვარულის უამრავი ფორმა არსებობს: ბავშვობაში ყველაფერი მითებით და ლეგენდებით იწყება (აი, მაგალითად, ქართველებმა მიწების გაყოფაზე რომ დავაგვიანეთ და ამის გამო საუკეთესო ადგილი გვაჩუქეს), თუმცა, რაც უფრო ვიზრდებით, მით უფრო გააზრებული ხდება ეს სიყვარული და მით მეტ არგუმენტს ვპოულობთ იმის დასასაბუთებლად, რატომ გვიყვარს ქართული ცნობიერების ელემენტები.
კითხვაზე, რით მოაწონებდით მსოფლიოს თავს, ალბათ, ბევრი რამ გაგახსენდებათ. სავარაუდოდ, იმის გაგებაც გაგახარებთ, რომ რაც თქვენთვისაც საამაყო და მოსაწონია, ობიექტურადაც კარგია. ამ სტატიაში იმ ხუთ ქართულ პროდუქტზე მოგიყვებით, რომელიც მსოფლიოში აღიარებულია.
1. ქართული ღვინო
ჭიქა, ყანწი, ჭინჭილა, თიხის ფიალა, ქვევრი თუ თუნუქის ქილა, — ღვინო ჩვენს ქვეყანაში იყო მანამდე, სანამ საქართველო საქართველოდ ჩამოყალიბდებოდა. ასე გრძელდება დღემდე და იმედია, მომავალშიც ასე იქნება.
მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე დასახლებულმა ტომებმა მეღვინეობა ჯერ კიდევ 8 000 წლის წინ დაიწყეს. მტკიცებულების მიხედვით, ძველი წელთაღრიცხვის 6 000-5 800 წლებში, ადრეული ნეოლითის ხანის ღვინო საქართველოში მზადდებოდა, შემდეგ კი მსოფლიოში გავრცელდა.
საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს და უძველესი მეღვინეობის ქვეყნის აღიარებაზე, ამ კვლევების გარდა, ისიც მეტყველებს, რომ 8 000 წლის წინ წინანდელი ღვინის ქიმიური ნალექი, გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც უძველესი ღვინო.
ქართული ღვინის გასინჯვა, ჩვენ გარდა, კიდევ დაახლოებით 38 ქვეყანაშია შესაძლებელი. და არ გაგიკვირდეთ, თუ მომავალში რქაწითელს მარსზეც ნახავთ, რადგან ის მეცნიერებისთვის წითელ პლანეტაზე გამგზავრების ერთ-ერთი კანდიდატია.
2. ხაჭაპური
მარსზე გამგზავრებამდე ჭამა არ უნდა დაივიწყოთ, ხოლო ამ კატეგორიაში, რჩეულებს შორის, საპატიო ადგილს ხაჭაპური იკავებს. დავიწყოთ იმით, რომ მხოლოდ გემრიელი საჭმელი კი არა, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ვერ ვიდავებთ, რომელი სახეობის ხაჭაპური უფრო გემრიელია: იმერული, აჭარული თუ მეგრული, მაგრამ ფაქტია, რომ სხვა კერძებთან შედარებით, ის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.
რაც შეეხება მსოფლიო აღიარებას, ხაჭაპურზე აღფრთოვანებით წერდნენ ისეთი ავტორიტეტული გამოცემები, როგორებიცაა Washington Post, The Guardian, BBC. გარდა ამისა, ხაჭაპური შეიძლება ამერიკული რესტორნების კერძებს შორისაც ნახოთ და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეშიც გასინჯოთ.
Tasty-მ, რომელიც გემრიელი კერძების მომზადებას ვიდეოებით გვასწავლის, ერთ-ერთი ვლოგი აჭარულ ხაჭაპურს მიუძღვნა. ამან კერძის პოპულარობა მსოფლიოს მასშტაბით კიდევ უფრო გაზარდა.
ასე რომ, სულ ერთია, რომელია თქვენი ფავორიტი: იმერული, აჭარული თუ მეგრული. ხაჭაპურის სიყვარულში ქართველები მარტონი არ ვართ.
3. თბილისის კლუბური ცხოვრება
არანაკლები სითამამით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველებმა გართობაც ძალიან კარგად ვიცით. ტრადიციული, ქართული, არაქართული თუ უკვე კლუბურ მუსიკასთან შეთანხმებული მოძრაობები ჩვენს ხასიათსაც გამოხატავს და განწყობასაც.
თბილისის კლუბური ცხოვრების ცნობადობაზე ისიც მეტყველებს, რომ The Guardian-ის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ევროპელ ქლაბერებს ურჩია, "თავშესაფარი" თბილისის კლუბებში მოეძებნათ. სტატიაში ეწერა, რომ აქ საუკეთესო მუსიკას უკრავენ და ჩვენი კლუბები ისეთ აღიარებულ კლუბს შეადარა, როგორიც ბერგჰაინია.
თბილისის ღამის ცხოვრებაზე მეგობრებს წარმოდგენის შესაქმნელად შეგიძლიათ ინგლისელი პროდიუსერისა და მუსიკოსის Låpsley მინი დოკუმენტური ფილმი აჩვენოთ. ფილმში ელექტრონული მუსიკის მოყვარულებისთვის კარგად ნაცნობი ადგილები მოხვდა: ხიდი, მტკვარზე, კაფე გალერი და ბასიანი, რომელსაც ავტორი თბილისური ქლაბინგის მექას უწოდებს.
ასე რომ, პატარა ქართული კლუბებით შეგიძლიათ დიდ ქვეყნებთანაც ვიტრაბახოთ.
4. მინერალური წყალი
საქართველო მტკნარი და მინერალური წყლების მარაგით საკმაოდ მდიდარი ქვეყანაა და თუ რომელიმე სხვა ქვეყანაში გაზიანი წყალი დაგილევიათ, აუცილებლად დაგვეთანხმებით, რომ ახლოსაც არაა ჩვენთვის ნაცნობ გემოსთან.
ალბათ, პირველი, რაც საერთაშორისოდ აღიარებულ ქართულ მინერალურ წყალზე გაგახსენდებათ, ბორჯომია. ბორჯომის მინერალური წყლები საუკუნეებს ითვლის და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ბევრი სხვა მინერალური წყლისგან განსხვავებით, ბორჯომის წყალი ვერ ასწრებს მიწის ქვეშ გაციებას და ზედაპირზე თბილი სახით ამოდის, შემდეგ კი გზადაგზა მდიდრდება კავკასიონის მთებში არსებული 60 სხვადასხვა მინერალით. 1990-იანი წლების დასაწყისში ჩატარებულმა გამოკვლევებმა ცხადყვეს, რომ ბორჯომი, წყალბადის იზოტოპების შეფარდებით, კარდინალურად განსხვავდება სხვა მინერალური წყლებისგან.
კომპანიის მონაცემების მიხედვით, 1854 წელს ბორჯომიდან სულ რაღაც 1350 ბოთლი გაიტანეს, 1905 წელს ამ რიცხვმა 320 ათასი, 1913 წელს კი 9 მილიონი ბოთლი შეადგინა.
რაც შეეხება საერთაშორისო ბაზარს, ამერიკაში, საფრანგეთში, ავსტრიასა და კიდევ 12 ქვეყანაში, ბორჯომის ექსპორტი ჯერ კიდევ 1961 წლიდან დაიწყო.
5. თიბისის მობაილბანკი
სტუმართმოყვარეობა ქართველების გამორჩეული მხარე კია, მაგრამ კლუბში გასართობად, რესტორანში ხაჭაპურის დასაგემოვნებლად და ქართული ღვინის შესაძენად, აუცილებლად დაგჭირდებათ ფული. ეს უკანასკნელი კი ტექნოლოგიების განვითარების ხანაში ისეთ კომფორტულ აპლიკაციაშია მოთავსებული, როგორიც თიბისის მობაილბანკია.
ეს აპლიკაცია ითავსებს ისეთ ფუნქციებს, როგორებიცაა ონლაინ საფულე, გადახდის აპარატი და ყულაბა. რაც მთავარია, მობაილბანკი საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ, Global Finance-მა სამომხმარებლო ციფრულ ბანკებს შორის მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარა.
Global Finance-ის მხრიდან ეს აღიარება თიბისის მობაილბანკმა ინოვაციურობისა და მომხმარებელთა სურვილების მაქსიმალური გათვალისწინებისთვის დაიმსახურა. ასეთი მასშტაბის საერთაშორისო აღიარება ქართულ საბანკო სივრცეში პირველად მოხდა.
თქვენ რომელ ქართულ პროდუქტს დაამატებდით ამ სიას?
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
კომენტარები