ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ადასტურებს, რომ ახალი კორონავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადადის.

ექსპერტთა ჯგუფის ლიდერი შონგ ნანშენი აცხადებს, რომ გაუნდუნის პროვინციაში დადასტურდა, რომ ორ ადამიანს ვირუსი ოჯახის წევრებისგან გადაედოთ.

ჯანდაცვის ეროვნულმი კომისიის თქმით, ასევე დადასტურდა ვირუსის სამედიცინო პერსონალისთვის გადადების შემთხვევაც. ამ ინფორმაციას ინგლისურენოვანი China Daily ავრცელებს.

დღეს ჩინეთის მთავრობამ ვირუსით დაინფიცირების კიდევ 139 ახალი შემთხვევა დაადასტურა, რის შედეგადაც დაინფიცირებულთა რიცხვმა 201-ს მიაღწია.

ვირუსი, ცნობილი როგორც 2019-nCoV, პირველად ქალაქ ვუჰანში, დეკემბრის ბოლოს დაფიქსირდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, პათოგენი კორონავირუსების ოჯახს ეკუთვნის. მსგავსი ვირუსები სურდოსა და მწვავე რესპირატორულ სინდრომს (SARS) იწვევენ. ახალი 2019-nCoV კი პნევმონიის მსგავსი სიმპტომებით ხასიათდება.