მწვანე ღობის დანახვაზე ისტერიკა მოაწყვეს, ძალიან სასაცილო იყო — წულუკიანი ოპონენტებზე
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სასაცილოს უწოდებს იმ რეაქციას, რაც პარლამენტის წინ მწვანე ღობის დადგმაზე ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებას ჰქონდა. ის ამბობს, რომ ოპოზიციამ "ისტერიკა მოაწყო" და ასეთ პოლიტიკურ ჯგუფს შანსი არ აქვს, არჩევნებში გაიმარჯვოს.
"მშვიდობიანი პროტესტი შეიძლება იქვე მოაწყო, ღობესთანაც მოაწყო და კიდევ სხვა ადგილებშიც", — განაცხადა მან.
მწვანე ღობე პარლამენტის წინ მას შემდეგ დაიდგა, რაც გუშინ, 21 იანვარს საახალწლო ატრაქციონები აიღეს, რომლებიც 2019 წლის 31 დეკემბერს აქტივისტებთან დაპირისპირებისა და დაკავებების ფონზე დაიდგა. დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ პარლამენტის წინ, იქ, სადაც მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავი იდგა, სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება გადაწყვიტეს.
მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ მისი პროტესტი იქ მაინც გაგრძელდება და "კარვებიც დაიდგმება და ბანერიც".
პარლამენტის წინა ტერიტორია თბილისი მერიამ 30 დეკემბერს, ღამით მორეცხა. კარვების აყრისა და ტერიტორიის გაწმენდის შემდეგ მერიამ აქ საახალწლო ატრაქციონები დაამონტაჟა. 31 დეკემბერს პოლიციელებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირებისას სამართალდამცავებმა ძალით გაიყვანეს #სირცხვილიას აქტივისტები და ჯამში 9 პირი დააკავეს.
მერიამ პარლამენტის შენობის წინ შადრევნის გარემონტებისთვის ტენდერი რამდენჯერმე გამოაცხადა. 2018 წელს მომზადებული სატენდერო პირობების მიხედვით პროექტის ღირებულება 19 706 ლარი იყო. საპროექტო ობიექტის აღწერაში მითითებული იყო, რომ პარლამენტის შენობის წინ მოედანზე, განთავსებულია შადრევანი, რომლის სატუმბი სადგური მდებარეობს მიწის ქვეშ. ატმოსფერული ნალექების მოსვლის დროს კი წყალი ჟონავს, რაც საფრთხეს უქმნის და აზიანებს მიწისქვეშ განთავსებულ სატუმბ სადგურს.
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
კომენტარები