ნახეთ როგორ ერთობიან თბილისის ზოოპარკის დათვები თქვენი ნაჩუქარი ჩიჩილაკებით
რამდენიმე კვირის წინ თბილისის ზოოპარკმა მოქალაქეებს გადასაგდებად გამზადებული ჩიჩილაკების მიტანა სთხოვა. დღეს კი უამრავი ფოტო გამოაქვეყნა იმის საჩვენებლად, თუ როგორ გამოიყენეს ქართული საახალწლო ატრიბუტი.
არც იფიქროთ, რომ გადაყარეს, ან გასათბობად კოცონი ააგიზგიზეს — ამის ნაცვლად ჩიჩილაკებით ზოოპარკის ბინადრებისთვის სხვადასხვა გასართობები და გამოწვევები შექმნეს, რადგან თავსატეხები ცხოველების კონსერვაციის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია
"ამ აქტივობებს გარემოს გამდიდრებას ეძახიან. თანამედროვე ზოოპარკებში ეს ისეთივე რუტინული საქმეა, როგორც ცხოველის კვება, წყლის გამოცვლა და ვოლიერის დალაგება. ხშირად დამთვალიერებლები ხეზე მოკონწიალე ხორცს, ან ბოსტნეულს რომ დაინახავენ, კოპებშეყრილნი გვსაყვედურობენ, ცხოველებს რატომ აწვალებთ, არ შეიძლება პირდაპირ აჭამოთო? ცივილურადო. ადამიანურადო. არა, ბატონო. არ შეიძლება. გარეული ცხოველებისთვის საკვების ლანგრით მირთმევა სულაც არაა სასარგებლო. პირიქით. გარემოს გასამდიდრებელი ღონისძიებებიც სწორედ იმას ემსახურება, რომ ცხოველმა ბუნებრივი ქცევები გამოავლინოს — ეძებოს და მოიპოვოს საკვები, ისწავლოს ხეზე ცოცვა, აიშენოს ბუნაგი, ან ბუდე და ა.შ.", — წერს ზოოპარკი ფეისბუქზე.
როგორც აღმოჩნდა, ვიზიტორების მიერ მიტანილი ჩიჩილაკებით ფაფრიანი ცხვრები, მაკაკები და მარტორქები კარგად გაერთნენ, თუმცა განსაკუთრებით მოილხინეს ქართველმა დათვებმა:
"ცას სწვდებოდა მათი კრიმანჭული და ხასანბეგურა, მაგრამ ზრიალი კი გაუდიოდა მიწას. მოვუკაზმეთ გაფუებული ჩიჩილაკები ლოყაწითელი ვაშლებით, სტაფილოებითა და ბუთქუნა სკუმბრიებით და შევუბრძანეთ დიდი ზარ-ზეიმით. ზოგმა ხილ-თევზეული ჩამოგლიჯა, ზოგმა გაბრდღვნა და თავზე დაიყარა, ზოგმა გაფანტა და შიგ იკოტრიალა, ზოგმაც ბუნაგში გააქანა და სავარაუდოდ, თავქვეშ ამოიდო, ქე რომ ჩვენ ბუმბულის ბალიშს ამოვიდებდით, ისე".
თავად ნახეთ:
ფოტო: თბილისის ზოოპარკი
ფოტო: თბილისის ზოოპარკი
ფოტო: თბილისის ზოოპარკი
ფოტო: თბილისის ზოოპარკი
ფოტო: თბილისის ზოოპარკი
ფოტო: თბილისის ზოოპარკი
ფოტო: თბილისის ზოოპარკი
ზოოპარკი ყველას "სპილოსხელა მადლობას" უხდის ჩიჩილაკებისთვის და იმედს იტოვებს, რომ გამოუყენებელი, ბუნებრივი მასალით დამზადებული ნივთები ცხოველებისთვის არ დაგენანებათ.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები