მდინარაძე: ნაცმოძრაობა გვთავაზობს, მხოლოდ მათ ჰყავდეთ ლობისტები და ქართულ ოცნებას — არა
ქართული ოცნების დეპუტატი, მამუკა მდინარაძე მათი პარტიის მიერ ლობისტების დაქირავებაზე ამბობს, რომ საჭიროა, " სიმართლე მიიტანონ ყველას ყურამდე". მდინარაძე ოპონენტების კრიტიკას პასუხობს და ამბობ, რომ ნაციონალურ მოძრაობასაც ჰყავს ლობისტები:
"ნაცმოძრაობა, თავისი სატელიტებით გვთავაზობს მოცემულობას რომ მათ უნდა ჰყავდეთ მხოლოდ ლობისტები და ქართულ ოცნებასიმიტომ რომ სიმართლე არავის ყურამდე მივიდეს, არ უნდა ჰყავდეს. მე თუ მკითხავთ დაგვიანებულიც კია, ჩვენი მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ პარტიის მხრიდან. ისინი [ოპოზიცია] საარჩევნო კამპანიას გარეთ ატარებენ და ამ კამპანიაში თუ ჩვენი ლობისტები ჩვენი მეშვეობით ხელს შეუშლიან, ეს მათი პანიკის საფუძველია".
გუშინ, 13 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ პარტია ქართულმა ოცნება ამერიკულ ლობისტურ კომპანია DCI Group AZ, L.L.C.-ს თვეში $33 333-ს გადაუხდის. დოკუმენტში წერია, რომ კომპანიამ პარტია ქართული ოცნება უნდა წარმოაჩინოს, როგორც სანდრო, პრაგმატული, დასავლეთის ლიბერალური იდეალებისა და დემოკრატიის ერთგული პარტნიორი.
მანამდე, აშშ-ის სენატორებისა და კონგრესმენებისგან კრიტიკული წერილების შემდეგ ქართულმა ოცნებამ ლობისტურ კომპანია Hogan Lovells-თან გააფორმა კონტრაქტი. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ხელშეკრულების მიხედვით, პარტია კომპანიას ერთი წლის განმავლობაში თვეში $75000-ს გადაუხდის.
27 იანვარს, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის გვერდზე გამოქვეყნდა კიდევ ერთი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობამ საქართველოს მთავრობამ აშშ-სთან ურთიერთობების განმტკიცებისა და კავშირების დამყარებისთვის ლობისტურ კომპანია Chartwell strategy group-თან ხელშეკრულება განაახლა.
როგორც ხელშეკრულებაში ვკითხულობთ, ლობისტური კომპანია საქართველოს მთავრობას დაეხმარება აშშ-ს მხრიდან უსაფრთხოების სფეროს მხარდაჭერის გაძლიერებაში. კომპანია იმუშავებს, აშშ-დან პირდაპირი ინვესტიციებისა და ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების საკითხებზე. ამასთან, კომპანიის საქმიანობა მოიცავს საერთაშორისო მედიასთან კომუნიკაციასაც.
ამ ლობისტურ კომპანიას საქართველოს მთავრობა, მომსახურებისთვის ანაზღაურების სახით, 2019 წლის ხელშეკრულებით ყოველთვიურად 65 ათას დოლარს უხდიდა.
ბოლო ორი თვეში საქართველოს მთავრობამ აშშ-დან კონგრესმენებისა და სენატორების კრიტიკული წერილები მიიღო. წერილებში იყო გამოთქმული შეშფოთება მიმდინარე მოვლენების, აქციების დაშლის, პროპორციული სისტემის ჩაგდების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დევნის გამო და აღნიშნული იყო, რომ საქართველოსა და ამერიკის პარტნიორობა შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.
გაიგეთ მეტი სენატორების წერილზე:
- აშშ-ს სენატის წევრები საქართველოს მთავრობას გამაფრთხილებელი წერილით მიმართავენ
- პოლიტიკური მოკავშირეების უზენაეს სასამართლოში დანიშვნა დემოკრატიულ ინსტიტუტებს უთხრის ძირს — სენატორები
გაიგეთ მეტი კონგრესმენების წერილებზე:
- საკონსტიტუციო რეფორმის ჩავარდნა საჩუქარია პუტინისთვის — კონგრესმენი
- გაოგნებულები ვართ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის რეფორმის ჩაგდების გამო — კონგრესმენები გახარიასთვის მიწერილ წერილში
- საქართველო პირველად განიხილებოდა უარყოფით შუქზე და სიფრთხილით — ამერიკელი კონგრესმენი გახარიას
- პოლიტიკური დევნა და ეკონომიკური ვარდნის ტენდენცია — აშშ-ს ოთხი კონგრესმენის წერილი გახარიას
- არჩევნები, ანაკლიის პორტი, FB-ს გაუქმებული ანგარიშები — რა საკითხებზე მიწერეს კონგრესმენებმა გახარიას
- პროპორციული არჩევნები, პოლიტიკური დევნა, უზენაესი სასამართლო — ჰელსინკის სენატორის წერილი
- საქართველოს მთავრობა თავს ესხმის დემოკრატიულ ფასეულობებს — კონგრესმენი პიტ ოლსონი
- ბიძინა ივანიშვილი პუტინის მარიონეტია — კონგრესმენი პიტ ოლსონი
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები