კორონავირუსის გამო ილიაუნის თეატრი 16 მარტამდე მუშაობას წყვეტს

ფოტო: ილიაუნის თეატრი / Facebook
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ილიაუნის თეატრი 16 მარტამდე მუშაობას წყვეტს. თეატრი აცხადებს, რომ მაყურებელი შეძენილი ბილეთების უკან დაბრუნებას ან გადაცვლას შეძლებს.
პირველ მარტს კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ გასცა რეკომენდაცია, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებები გაუქმდეს.
საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სასწავლო პროცესი 16 მარტამდე შეწყდება. ამ ხნის განმავლობაში კი შენობებში დეზინფექცია ჩატარდება.
საქართველოში ამჟამად კორონავირუსის სამი შემთხვევაა დაფიქსირებული. კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა, მესამე კი — 29 თებერვალს.
ვირუსის პირველი შემთხვევა დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა ქვეყანაში. მეორე კი — პირს, რომელმაც ჩრდილოეთ იტალიაში იმოგზაურა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, პირველი ინფიცირებული საბაჟოდან პირდაპირ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მეორე ინფიცირებულზე კი ახლა ადგენენ, ვისთან ჰქონდა კონტაქტი. მესამე დაინფიცირებულიც საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანიდან შემოვიდა ქვეყანაში. პაციენტს კონტაქტი ჰქონდა პირველ დაინფიცირებულ პაციენტთან, რომელიც ასევე აზერბაიჯანის გავლით, ირანიდან შემოვიდა საქართველოში.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები