იტალია კორონავირუსის გამო "წითელ ზონად" გამოცხადდა

ფოტო: metro
იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯუზეპე კონტეს თქმით, კორონავირუსის გამო შეზღუდვებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აფართოებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ ყველა ტიპის საზოგადოებრივი თავშეყრა აიკრძალება. ახალი ზომები ძალაში სამშაბათიდან. პრემიერმა ყველას ურჩია, რომ უკეთესი იქნება თუ სახლში დარჩებიან.
შეზღუდვების მიხედვით, ადამიანებს გამგზავრება მხოლოდ გადაუდებელი ოჯახური საჭიროების შემთხვევაში ან სამუშაოს გამო შეეძლებათ.
"ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ რაღაც კარგი იტალიისთვის. ახლა ეს იქნება ამ მკაცრ წესებზე შეთანხმება და მორგება. ამ მკაცრი წესებით გვსურს ყველა მოქალაქის დაცვა", — თქვა იტალიის პრემიერმა.
ქვეყანაში ყველა სპორტული ღონისძიება, მათ შორის ფეხბურთის მატჩები შეჩერებულია. აიკრძალება "ღამის გართობა", რომელიც პრემიერის თქმით ვირუსისი გავრცელების რისკს ზრდის.
9 მარტის მონაცემებით კორონავირუსით ერთ დღეში იტალიაში 97 ადამიანი გარდაიცვალა და 1 598 დაინფიცირდა. 24 საათში გარდაცვლილთა რიცხვი 366-დან 463-მდე გაიზარდა. ჯამში იტალიაში 9 172 ადამიანია ინფიცირებული, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 724-ია.
ბოლო მონაცემებით მსოფლიოში კორონავირუსით 108 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა და 3 800-ზე მეტი გარდაიცვალა.
6 მარტს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით იტალიასთან პირდაპირი ფრენები დროებით შეჩერდა. პირდაპირი ფრენების შეჩერებასთან ერთად კორონავირუსის მაღალი რისკის ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსული პირებისთვის 14-დღიანი კარანტინი სავალდებულო გახდა. წესი ვრცელდება, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, თუ მათ არ აქვთ შემოწმების სპეციალური ცნობა.
- საწყის ეტაპზე, უახლოეს დღეებში საგარეო საქმეთა სამინისტრო იტალიიდან 95 მოქალაქეს დააბრუნებს;
- კორონავირუსის გამო საზღვარგარეთ სამუშაო მივლინებები და სასწავლო ვიზიტები დროებით იზღუდება.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან დასაცავად
- კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო რჩევები მოგზაურებისთვის
- ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ჟურნალისტებისთვის
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფები პირებისთვის
- რეკომენდაციები და დამატებითი ინფორმაცია კარანტინში მყოფებისთვის
- გაეცანით ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებსა და პროტოკოლს თვითიზოლაციისთვის
ამავე თემაზე:
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები