დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები საქართველოში 24-მდე გაიზარდა. 11 მარტის მონაცემით, ინფიცირებულია კიდევ 1 ადამიანია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცეტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ TV პირველის ეთერში განაცხადა. გამყრელიძის ინფორმაციით, ეს შემთხვევაც დაკავშირებულია იტალიასთან.

მისი თქმით, დღეს 39 ნიმუშიდან კორონავირუსი მხოლოდ 1-ზე დადასტურდა. როგორც გამყრელიძემ თქვა სხვა ნიმუშების კვლევები კიდევ მიმდინარეობს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა, მესამე — 29 თებერვალს, მეოთხე — 5 მარტს დილით, დანარჩენი 5 კი ამავე დღეს საღამოს, 7 მარტს კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 4 შემთხვევა დადასტურდა, 9 მარტს კორონავირუსი 2 პაციენტს დაუდასტურდა, 10 მარტს კი კორონავირუსის კიდევ 8 შემთხვევა დადასტურდა.

ასევე, 4 მარტს კორონავირუსი დაუდგინდა იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: