მესამეული გადაცემის ფაქტი საქართველოში და კრიზისი ესპანეთში – 14 მარტის შეჯამება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
14 მარტის მდგომარეობით:
- 155 792 დადასტურებული შემთხვევა მსოფლიოში
- 5814 გარდაცვლილი
- 74 264 გამოჯანმრთელებული
საქართველოში:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 30
- კარანტინის რეჟიმში - 439
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 64
დღის ფაქტი:
ესპანეთში ერთ დღეში კორონავირუსის 1 500 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა 6 000-ს მიუახლოვდა.
დღის მთავარი ჰედლაინი მსოფლიო მედიაში:
ლონდონში კორონავირუსი ახალდაბადებულს დაუდგინდა
ლონდონში ახალდაბადებულს კორონავირუსი დაუდასტურდა. ჩვილი დაავადებაზე დაბადებისთანავე შეამოწმეს. დედა მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრე საავადმყოფოში პნევმონიის ნიშნებით გადაიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია, ბავშვს მუცელში გადაედო კორონავირუსი, თუ - მშობიარობის დროს.
დღის ფოტო: მილანის ცენტრალური სადგური
დღის დამაიმედებელი ამბავი
ჩინეთში ორი უზარმაზარი ქარხანა დღეში 250 000 ბოთლ სადეზინფექციო სითხეს აწარმოებს
ჩინეთი, რომელიც, შეიძლება ითქვას, კორონავირუსს გაუმკლავდა, მზადაა, დანარჩენ მსოფლიოს მხარი დაუჭიროს. ჩინელმა მილიარდერმა, ჯეკ მამ აშშ-ს 500 000 ტესტი და 1 მილიონი ნიღაბი აჩუქა, უხანელი ექიმები იტალიაში გაემგზავრნენ დასახმარებლად, ჩინეთის ორი მასშტაბური ქარხანა კი სადეზინფექციო სითხის წარმოებაზე გადაერთო.
დღეს ჩინეთში მხოლოდ 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
რა ხდება მსოფლიოში:
- იტალიაში 2795 ახალი შემთხვევა და 175 გარდაცვალება დაფიქსირდა
- დიდ ბრიტანეთში გარდაცვლილთა რიცხვი 24 საათში გაორმაგდა და ამჟამად 21 ადამიანია გარდაცვლილი
- აშშ-ის შემთხვევებმა 2400-ს გადააჭარბა
- აშშ კორონავირუსის გამო მოგზაურების შესვლას ირლანდიიდან და ბრიტანეთიდანაც ზღუდავს
- ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კორონავირუსზე ტესტი გაიკეთა
- საყურადღებოა საფრანგეთის მდგომარეობაც, სადაც დღეში 800-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში საფრანგეთში 4 499 შემთხვევაა (პარასკევს 3 661 შემთხვევა იყო დაფიქსირებული)
- რუსეთში ბოლო 24 საათში 14 ახალი ინფიცირებული დაფიქსირდა. საერთო ჯამში კი 59 შემთხვევაა დაფიქსირებული.
რა ხდება საქართველოში:
14 მარტი საქართველოსთვის არც ისე კარგი ამბით დაიწყო: კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 5 შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულების რაოდენობა 30-მდე გაიზარდა.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ახალი შემთხვევებიდან ერთ-ერთი ე.წ მესამეული ანუ შიდა გავრცელების შემთხვევაა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში დაინფიცირებულმა პირმა ქვეყნის შიგნით გადასდო ვირუსი სხვას.
ერთ-ერთი კითხვა, რომელიც ხშირად ისმის, სურსათის მარაგებს შეეხება. გვაქვს თუ არა საკმარისი რესურსები? მოიმატებს თუ არა ფასები?
- სუპერმარკეტების წარმომადგენლების თქმით, მარაგები აქვთ და ფასების ზრდას არ აპირებენ
- ცქიტიშვილი: შეიძლება აღმოვჩნდეთ ბევრი ზეთით, მაკარონით ხელში, რომლებიც არ გვჭირდება
- სურსათზე დეფიციტის შექმნის რისკი არ არსებობს, ორგანიზებულად შევიძინოთ — დავითაშვილი
დღის თემა იყო ასევე საპატრიარქოს დამოკიდებულება ვირუსის გავრცელებისადმი. თუ თავდაპირველად უსაფრთხოების ზომების მიღებაზე სამღვდელოების წარმომადგენლები კატეგორიულ უარს აცხადებდნენ, ამჟამად რიტორიკა შერბილებულია:
- სამების ტაძარს დეზინფექცია ჩაუტარდა
- ერთჯერად ჭურჭელს საპატრიარქო მხოლოდ ზიარების შემდგომ, სასმლის მიღებისას გამოიყენებს
თუმცა, საუბარი იყო ასევე უზმოზე ნაკურთხი წყლის სმაზე, ნაკურთხი წყლის სახლში და სამსახურში პკურებაზე და ყოველ კვირას, 12-ზე ერთად ლოცვაზე.
კარგი ამბავია ის, რომ ჩინეთი საქართველოს სამედიცინო აღჭურვილობასა და დიაგნოსტიკურ რეაგენტებს ჩუქნის.
ერთი ამბავი, რომელმაც დღეს გაგვაღიმა
აშშ-მ იტალიას მხარდაჭერა ცაზე მისი დროშის ფერების დახატვით გამოუცხადა
დღის რჩევა:
როგორ გავწმინდოთ სმარტფონი უსაფრთხოდ?
ხელების საგულდაგულოდ დაბანას აზრი არ აქვს, თუ სისტემატურად არ გავწმენდთ სმარტფონს, რომელსაც ასე ხშირად ვეხებით და რომლის ზედაპირზეც უამრავი მიკრობი ბინადრობს. ტექნიკის მწარმოებლები გვაფრთხილებენ, რომ უხეშ ქიმიურ საშუალებებს, ისევე, როგორც ხელის გელსა და სველ ხელსახოცებს ეკრანის დაზიანება შეუძლია. აი, როგორ უნდა გაწმინდოთ თქვენი ტელეფონი:
- გამოაერთეთ ტელეფონი ელექტროენერგიის წყაროდან და გათიშეთ;
- აიღეთ მიკრობოჭკოვანი ქსოვილი, დაასველეთ თბილი წყლით და საპნით და ფრთხილად გაწმინდეთ ტელეფონის ეკრანი;
- მოერიდეთ ნებისმიერ "ღია" ადგილს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ტელეფონი წყალგამძლეა. გარკვეული დროის შემდეგ ეს ფუნქცია ძალას კარგავს ხოლმე;
- გაამშრალეთ ტელეფონი ახალი მიკრობოჭკოვანი ქსოვილით.
გახსოვდეთ, რომ საპონი და წყალი ყველაზე ეფექტური მეთოდია ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად.
ერთად თავმოყრილი რეკომენდაციები:
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
კომენტარები