ონლაინ შესაძლებლობები უსაზღვროა — როგორ ვისარგებლოთ დისტანციური საბანკო სერვისებით
ინტერნეტის ძალაზე აქამდე ბევრჯერ დაწერილა, თუმცა თუ მანამდე ის ინფორმაციის გაცვლის და კომუნიკაციის საშუალებად მოიაზრებოდა, ახლა გაცილებით რთული მისია დაეკისრა — ინტერნეტში გადმოინაცვლა თითქმის ყველაფერმა, რაც პანდემიამდე ძირითადად ფიზიკური კომუნიკაციით სრულდებოდა. სამსახურები გაციფრულდა, საბანკო სერვისების მისაღებად კი უკვე არსებულმა ტექნოლოგიურმა მიღწევებმა უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა. ახლა ბანკში "მისვლამდე" მხოლოდ ერთი "წკაპი" გაშორებთ, წინ კი უსაზღვრო შესაძლებლობები იშლება.
ამ სტატიაში მოგიყვებით, როგორ იყრის თავს საქართველოს ბანკის სერვისები მობილურსა და კომპიუტერში და როგორ გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა სახლიდან გაუსვლელად.
უკონტაქტო გადახდები
ვირუსის გავრცელების სხვადასხვა გზებიდან ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ნაღდი ფულის გამოყენებაა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, კორონავირუსის გამო სჯობს ელექტრონული გადახდის გზებს მივმართოთ და ნაკლებად გამოვიყენოთ ნაღდი ფული. თუმცა ეს ყველაფერი არ არის — საბანკო ბარათის გამოყენებისა და ფიზიკური კონტაქტის მინიმუმამდე დაყვანაც შესაძლებელია. ამისათვის რამდენიმე სერვისი არსებობს:
APPLE PAY
Apple Pay-ის მეშვეობით ყველა შესაძლებლობა შენს iPhone-ში, iPad-ში, Mac-ში ან Apple Watch-ში გადმოინაცვლებს და საშუალება გექნება მომენტალურად გადაიხადო ყველგან: სავაჭრო ობიექტებში, აპლიკაციებში თუ ინტერნეტ მაღაზიებში. ამისათვის საჭიროა Apple-ის Wallet-ის აპლიკაციას VISA / Mastercard ბარათები დაუმატო.
TSKAPP
თუ Apple-ის პროდუქტებს არ იყენებ და შენი მობილური ანდროიდის ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს, უკონტაქტო გადახდებში და ნაღდი ფულის თავიდან არიდებაში TSKAPP დაგეხმარება. ერთი წკაპი და თანხა გადახდილია.
SMS ბანკი
მართალია, დასაწყისში ინტერნეტის ძალაზე ვსაუბრობდით, თუმცა საბანკო სერვისებით სარგებლობა ინტერნეტის გარეშე, მხოლოდ ტელეფონითაც შეიძლება. თანაც, სმარტფონის ფლობა სულაც არაა საჭირო. SMS ბანკი არამხოლოდ ინფორმაციას მოგაწვდის თანხის ჩარიცხვის ან გასვლის შესახებ, არამედ ყოველდღიურ ოპერაციებშიც დაგეხმარება: შეივსებ მობილურის ბალანსს, შეამოწმებ ნაშთს, გააგზავნი ფულად გზავნილებს, დაბლოკავ ან განბლოკავ პლასტიკურ ბარათს და სხვა. ამ მომსახურების მისაღებად ბანკის ფილიალში მისვლა აღარ დაგჭირდება, უბრალოდ, გაგზავნი SMS მოთხოვნას შენი მობილურიდან ნომერზე — 4444.
EPAY.GE
EPAY.GE ონლაინ გადახდების პლატფორმაა, სადაც არამარტო საქართველოს ბანკის, არამედ ნებისმიერი სხვა ბანკის ბარათითაც შეძლებ სასურველი მომსახურების თანხის გადახდას. EPAY.GE-ზე შეგიძლია შენი ანგარიში შექმნა და სისტემაში ავტორიზაციის გავლის შემდეგ დაფარო კომუნალურები, სამედიცინო მომსახურების, განათლების, ამანათების ტრანსპორტირების, დაზღვევის თუ სხვა გადასახადი, გადარიცხო ფული ქველმოქმედებაში ან ისარგებლო სახელმწიფო სერვისებით. EPAY.GE სინამდვილეში შენს მოწყობილობებში "მდგარი" გადახდის აპარატია.
მობილბანკი და ინტერნეტბანკი
მობილ და ინტერნეტბანკმა უკვე დიდი ხანია შეცვალა მომხმარებლების ქცევა და ბანკის ფილიალებში მისვლის საჭიროება თითქმის მთლიანად გამორიცხა. თუმცა, თუ მაინც ეჭვობ, ნამდვილად გჭირდება თუ არა სახლიდან გასვლა და ბანკის ფილიალში სტუმრობა, ჩვენ იმ ფუნქციებზე მოგიყვებით, რომლებიც საქართველოს ბანკის ვირტუალურ ფილიალებში იყრის თავს.
მობილბანკის გადმოწერა App Store-დან და Google Play-დან უფასოდ შეგიძლია. ინტერნეტბანკის გააქტიურება კი დისტანციურადაცაა შესაძლებელი.
დასარეგისტრირებლად მიჰყევი შემდეგ ნაბიჯებს:
თუკი დაგავიწყდა მობილბანკის პაროლი:
მობილ და ინტერნეტბანკის მეშვეობით:
- გადაიხდი კომუნალურებს ყოველგვარი საკომისიოს გარეშე
- გადარიცხავ თანხას ნებისმიერი მიმართულებით, ყველა ვალუტაში, საკომისიოს გარეშე
- შეავსებ მობილურის ბალანსს
- მიიღებ გზავნილს სახლიდან გაუსვლელად, ძალიან მარტივად
- გახსნი ანაბარს უკეთესი პირობებით
- თანხას დააკონვერტირებ შეღავათიანი კურსით
- შეუკვეთავ, დაბლოკავ ან განბლოკავ ბარათს
- გაიაქტიურებ სესხს შენზე მორგებული პირობით
- ამოიღებ ამონაწერს სხვადასხვა ფორმატში
ასე რომ, თუ თვითიზოლაციაში ხარ და გჭირდება შენი პირადი საბანკო ანგარიშის მართვა თუ სხვადასხვა ტრანზაქციების შესრულება, საქართველოს ბანკის ელექტრონული სერვისების დახმარებით სახლიდან გასვლა აღარ დაგჭირდება. რამდენიმე წკაპით შეძლებ შეინარჩუნო შენი და გარშემომყოფების უსაფრთხოება და მიიღო ის სერვისი, რისთვისაც აქამდე ბანკში სტუმრობა გიწევდა.
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
-
გადახედვააზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
-
-
გადახედვაბათუმში, ზღვაში არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
-
გადახედვარომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი რომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი
კომენტარები