ანგელა მერკელი კარანტინში და საკვირაო წირვები საქართველოში — 22 მარტის შეჯამება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
22 მარტის მდგომარეობით
მსოფლიოში
- დადასტურებული შემთხვევა — 329 275;
- გამოჯანმრთელებული — 95 656;
- გარდაცვლილი — 14 376.
საქართველოში
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა — 54;
- მათ შორის გამოჯანმრთელებული — 3, პოტენციურად გამოჯანმრთელებული — 5;
- კარანტინის რეჟიმში — 3 254;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 233.
დღის ფაქტი
ესპანეთში კორონავირუსით 24 საათში თითქმის 400 ადამიანი გარდაიცვალა. ჯამში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 1 720-მდე გაიზარდა. ევროპის მასშტაბით, იტალიის შემდეგ, იქ ყველაზე მეტი დაინფიცირებული გამოვლინდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის კიდევ 15 დღით გადავადების თხოვნით მიმართა.
დღის ფოტო: 150 პაციენტზე გათვლილი საველე ჰოსპიტალი მადრიდში.
დღის მთავარი ჰედლაინი მსოფლიო მედიაში
ანგელა მერკელი კარანტინში მოათავსეს
გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი კარანტინში მოათავსეს, მას შემდეგ, რაც იგი კორონავირუსით დაინფიცირებულ ექიმს შეხვდა. ამ კონტაქტის შესახებ მერკელს იმ პრესკონფერენციის შემდეგ აცნობეს, სადაც მან მედიას კორონავირუსის წინააღმდეგ დამატებითი ზომები გააცნო.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ქუჩაში, სახლისა და სამსახურის მიღმა, 2 ადამიანზე მეტის ერთად ყოფნა ორი კვირით აიკრძალა.
სხვა მნიშვნელოვანი ამბები მსოფლიოში:
- 22 მარტს სირიაში გრენადასა და მოზამბიკაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა;
- საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების გადადებას განიხილავს, მათი თქმით, გაუქმება დღის წესრიგში არაა;
- დიდ ბრიტანეთში 48 ხოლო საფრანგეთში 112 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა;
- 23 ადამიანი გარდაიცვალა და 83 დაშავდა ციხეში მომხდარი ბუნტის შედეგად ბოგოტაში. ისინი ვირუსისგან უკეთეს დაცვას მოითხოვდნენ.
დღის მთავარი ჰედლაინი ქართულ მედიაში
პატრული მოვიდა და წავიდა, მისი საქმე არაა აქ, სახელმწიფოს არ გავაკონტროლებინებ — მეუფე იაკობი
საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოში საკვირაო წირვები შეუფერხებლად ჩატარდა. სამების საკათედრო ტაძარში პოლიცია გამოძახების შემდეგ რამდენიმე წუთით გაჩერდა და უკან წავიდა მიზეზით, რომ "დარღვევა ვერ აღმოაჩინა". ამაზე ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს ეკლესიაში არაფერს არ გააკონტროლებინებს.
ამავე თემაზე:
- დავიცვათ დისტანცია და არ აქვს მნიშვნელობა სად იქნება, ეკლესიაში თუ სუპერმარკეტში — გიორგი გახარია;
- ისტერიული ვიშვიში, არიქა ტაძარში სიარულს ვერ გავაცდენო, ხიბლისმიერი და ეგოისტური ვნებაა — დეკანოზი ილია ჭიღლაძე;
- ცერცვაძე: ოფიციალურ რეკომენდაციას ვერ გავცემ, მაგრამ საეკლესიო რიტუალების ნაწილი ეპიდემიის გავრცელებისთვის საფრთხის შემცველია;
- კალაძე სასულიერო პირებს სთხოვს, მრევლს აუხსნან, რომ ვირუსთან ბრძოლა რწმენას არ შეურაცხყოფს;
- ხალხი დისტანციაზე დადგა, ძალიან ლამაზი სანახავი იყო, მაგრამ წირვის ბოლოს ისევ შემჭიდროვდნენ — მეუფე ნიკოლოზი;
დღის კარგი ამბავი
კორონავირუსით ინფიცირებულ კიდევ 5 პაციენტზე უარყოფითი პასუხი მიიღეს
22 მარტს საღამოს მიღებული განმეორებით ტესტზე 5 პაციენტის შედეგი უარყოფითია. მათი გაწერის შემთხვევაში, საქართველოში ჯამში 8 გამოჯანმრთელებული პაციენტი იქნება. მანამდე, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ ორი პაციენტის განმეორებით კვლევის ნიმუშზე პასუხი უარყოფითია და ისინი გამოჯანმრთელებულად მიიჩნევიან. 22 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 54 დადასტურებული შემთხვევაა.
ამბავი, რომელმაც გაგვაღიმა
სანამ ქუჩები დაცარიელებულია, მტრედებს ადამიანები ენატრებათ
ერთად თავმოყრილი რეკომენდაციები:
ნახეთ წინა შეჯამებები:
- ბრიტანეთი ჯოგური იმუნიტეტის ამბიციური გეგმიდან უკან იხევს – 18 მარტის შეჯამება
- შეჩერებული "მარშრუტკები" და ბრაზილიის ციხიდან გაქცეული პატიმრები – რა ხდებოდა 17 მარტს
- კორონავირუსი 16 მარტს: პირველი გამოჯანმრთელებული საქართველოში და ევროპის ჩაკეტვის მოლოდინი
- კორონავირუსი 15 მარტს: გამკაცრებული შეზღუდვები და ფანჯრები, როგორც ერთადერთი გასართობი
- მესამეული გადაცემის ფაქტი საქართველოში და კრიზისი ესპანეთში – 14 მარტის შეჯამება
- კორონავირუსი: სტატისტიკა და ახალი ამბები 13 მარტის მდგომარეობით
- კორონავირუსი: რა ხდება საქართველოსა და მსოფლიოში 12 მარტის მდგომარეობით
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები