ნაციონალურმა მოძრაობამ და სააკაშვილმა თავი დაანებოს მავნებლობას, ეს იქნება ყველაზე დიდი დახმარება — კალაძე

ფოტო: საქართველოს მთავრობა
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობისა და მიხეილ სააკაშვილსგან ყველაზე დიდი დახმარება იქნება, თუ "მავნებლობას" თავს დაანებებენ.
ასე გამოეხმაურა კალაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის შეთავაზებას ათასამდე მოქალაქის ქვეყანაში უფასოდ ჩამოყვანის შესახებ.
მისი თქმით, უცხოეთში მყოფი მოქალაქეებს ჩამოსაყვანად რეისები არსებობს, გასულ დღეებში ჩამოიყვანეს ადამიანები და მომდევნო დღეების განმავლობაშიც გაგრძელდება.
"ერთადერთი თხოვნა, გასაკეთებელი რაც არის და მთავარი არის გაითვალისწინოს ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა, თავი დაანებოს მავნებლობას ეს იქნება ყველაზე დიდი დახმარება დღევანდელ მდგომარეობაში და დღევანდელ სიტუაციაში. თუ საჭიროება იქნა დამატებითი ღონისძიებების გატარების, დამატებითი თხოვნა ადამიანებზე, ქვეყნებზე, ბიზნეს სექტორზე დახმარების და ხელშეწყობის, ამასაც გავაკეთებთ, მაგრამ ჯერ არ არის ამის აუცილებლობა იმიტომ, რომ ქვეყანა ამას აკეთებს.
ნაციონალური მოძრაობას უპასუსა საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც და თქვა, რომ ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანაში ქვეყანას დახმარება არ სჭირდება.
გახარიას თქმით, ხელისუფლებას სიტყვიერი რჩევები არ სჭირდება და "თუ ვინმეს თავი აქვს", მივიდეს მოქალაქეებთან და არ ისაუბროს ტელევიზორიდან, "პოლიტიკური კეკლუცობისთვის".
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს ხელისუფლებას ევროპის ქალაქებში ჩარჩენილი მოქალაქეები ჩამოყვანაში დახმარებას სთავაზობს. პარტიის ინფორმაციით, დაახლოებით 1 000 მოქალაქის უფასოდ გადმოყვანის რესურსი აქვთ, თუ მთავრობა ხელს შეუწყობს. საუბარია ოთხ ფრენაზე ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან: ვარშავა, კიევი, ბერლინი, რომი, ბარსელონა.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები კარანტინში მყოფებისთვის
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად
- როგორ უნდა მოიქცეთ სახლიდან გასვლისას და სახლში დაბრუნებისას
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
კომენტარები