ვიცე-პრემიერი და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ წელს ეკლესიაში, სააღდგომო ლიტურგიაზე არ წავა.

ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ მთავარი არხის კითხვაზე საპასუხოდ ისაუბრა.

ცქიტიშვილმა თქვა ისიც, რომ 21:00 საათამდე მრევლის ეკლესიაში შეკრება და მათი იქ დარჩენა 06:00 საათამდე კომენდანტის საათის დარღვევაა.

მანვე აღნიშნა, რომ შეზღუდვა ეხება ყველას, მათ შორის, სასულიერო პირებს.