დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონის მდგომარეობა გაუარესდა და ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

სანამ ბორის ჯონსონი საავადმყოფოში რჩება, კორონავირუსზე ყოველდღიურ შეხვედრებს საგარეო საქმეთა მინისტრი, დომინიკ რააბი უხელმძღვანელებს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გამოკვლევებისთვის კლინიკაში 5 აპრილს გადაიყვანეს. მედიის ინფორმაციით, ჯონსონს ეს რეკომენდაცია ექიმმა მისცა, რადგან ვირუსის დადასტურებიდან 10 დღის შემდეგ მას ისევ აქვს სიმპტომები, მათ შორის, მაღალი ტემპერატურა.

ამ დრომდე ბორის ჯონსონი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და აგრძელებდა მთავრობის მეთაურის მოვალეობის შესრულებას.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: