ქუთაისსა და ზესტაფონში სასაფლაოები დაიკეტება

ფოტო: TopNews
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144
საგანგებო მდგომარეობის პირობებში ქუთაისსა და ზესტაფონში სასაფლაოები დაიკეტება. ამის შესახებ On.ge-ს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში განუცხადეს. მათი ცნობით, დაიკეტება ყველა სასაფლაო, მათ შორის, 13 ქუთაისში და 3 ზესტაფონში:
"ქუთაისში დაგეგმილია ყველა სასაფლაოს დაკეტვა – 13 სასაფლაო, ასევე ქალაქ ზესტაფონში – სამი. ამ სასაფლაოებზე ყველა მისასვლელი გზა იქნება გადაკეტილი რამდენიმე დღის განმავლობაში. ამ დღეებში დავაზუსტებთ, რამდენი დღით დაიკეტება და ზუსტად ეცნობება მოსახლეობას, როდიდან დაწესდება ეს შეზღუდვები".
დღეიდან, 15 აპრილის 21 საათიდან საქართველოს ოთხ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში გადაადგილება იზღუდება. ამ მუნიციპალიტეტებში სპეციალური გამშვები პუნქტები განთავსდება და ქალაქებში შესვლა-გამოსვლა 10 დღის განმავლობაში იქნება აკრძალული.
პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, მუნიციპალიტეტებში შესვლა შეეძლებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამავე მუნიციპალიტეტებში არიან რეგისტრირებულები, თუმცა ისინი ტერიტორიას 10 დღის განმავლობაში ვეღარ დატოვებენ. ტერტორიის დატოვება მხოლოდ იმ მოქალაქეებისთვის იქნება დასაშვები, რომლებიც სხვაგან არიან რეგისტრირებულები.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 306 ადამიანი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 69, ხოლო გარდაცვლილია 3 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში 4 990 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 462.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები კარანტინში მყოფებისთვის
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად
- როგორ უნდა მოიქცეთ სახლიდან გასვლისას და სახლში დაბრუნებისას
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები