დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ფიქრობს, რომ ხელისუფლებას ორმაგი სტანდარტი არაჯანსაღია. მისი თქმით, ხელოვნურად, ქვეტექსტებით ხდება აგრესიის ეკლესიისკენ მიმართვა. ამ თემაზე ბესელიამ რუსთავი 2-თან ისაუბრა.

"რაღაც ისტერიული დამოკიდებულება და ირიბად, ორმაგი სტანდარტი, რასაც ვხედავთ ხელისუფლების მხრიდან, რომ ერთი მხრივ თითქოს არ კრძალავენ და მეორე მხრივ ეს აგრესია მიმართულია ეკლესიისკენ ესეც არაა ჯანსაღი. ადამიანის სულსაც სჭირდება გადარჩენა და ხორცსაც", — თქვა ეკა ბესელიამ.

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული ახალი შეზღუდვებით, ქვეყნის მასშტაბით სასაფლაოები დაიკეტა. ახალი შეზღუდვებით, აკრძალულია ნებისმიერი მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება, მათ შორის ტაქსითაც. ასევე, სავალდებულო გახდა პირბადის ტარება. საპატრიარქომ ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ მთავრობასთან ეს შეზღუდვა დააზუსტეს. მათი ინფორმაციით, სასულიერო პირებს, მგალობლებსა და სტიქაროსნებს გადაადგილების პრობლემა არ ექნებათ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 370 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელებულია 79 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია 3. კარანტინის რეჟიმში 5 035 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 540 პაციენტი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: