რა ხდებოდა სამების საკათედრო ტაძარში აღდგომის ღამეს — ფოტოები
19 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. როგორც წესი, მორწმუნეები ეკლესიებში ღამისთევისთვის წინა საღამოს იკრიბებიან და სააღდგომო ლიტურგიას ესწრებიან. ლიტურგია რამდენიმე ნაწილისგან შედგება, პროცესი კი ზიარებით სრულდება.
წელს მთელ მსოფლიოს რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნა განსხვავებულ ფორმატში მოუწია. კორონავირუსის პანდემიის გამო, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებმა ხალხმრავალ რიტუალებზე უარი თქვეს. მათ შორის იყვნენ მართლმადიდებელი ეკლესიებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა საქართველო იმ უმცირესობაშია, რომელმაც რეკომენდაციები არ გაითვალისწინა და წირვა-ლოცვა თითქმის უცვლელად ჩაატარა.
მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ საპატრიარქოს კანონის დარღვევის უფლება ოფიციალურად მისცა, ქვეყნის ყველზე დიდ ტაძარში მრევლისთვის ადგილების გამზადება დაიწყეს. ხალხმა სამების საკათედრო ტაძარში შეკრება 8-ის ნახევრიდან დაიწყო. მათ, სასულიერო პირებისგან განსხვავებით, ავტომობილით გადაადგილების უფლება არ აქვთ.
სამების ეკლესიასთან მისულ მრევლს, რომელმაც სოციალურ დისტანციაზე უარი თქვა, ორმეტრიანი დისტანცია უნდა დაეცვა. მათ საპატრიარქოს წარმომადგენლებმა პირბადეები დაურიგეს.
ტაძართან განლაგებული სკამებისგან განსხვავებით, დისტანცია არ იყო საეკლესიო მაღაზიაში მყოფ მრევლს შორის — საკმაოდ პატარა სივრცეში ერთდროულად სამზე მეტი ადამიანი, სიმჭიდროვეში იმყოფებოდა.
ამ დროისთვის ტაძარში სულ რამდენიმე ადამიანი იყო.
21:00 საათისთვის მრევლის რაოდენობა შედარებით გაიზარდა. შიგადაშიგ, იყო შემთხვევები, როცა ისინი დისტანციას არ იცავდნენ
23:00 საათისთვის სამებაში კათოლიკოს-პატრიარქი მივიდა.
მოგვიანებით, ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე წაიკითხეს. ის, ტრადიციულად, მიმდინარე საკითხებს გამოეხმაურა. მსოფლიო პანდემიის დროს ეკლესიაში შეკრებილ მრევლს პატრიარქმა მიმართა, რომ უფლის ნების გარეშე "თმის ერთი ღერიც არ დავარდება" და მით უმეტეს, "სიცოცხლეც და გარდაცვალებაც უფლის ხელშია".
მის სიტყვებს მრევლის ნაწილი ტაძრის ეზოდან ისმენდა
ნაწილი კი შენობაში იმყოფებოდა
ეპისტოლეს წაკითხვის შემდეგ სასულიერო პირებმა ლიტანიობისთვის ეკლესიის ეზოში გადაინაცვლეს. რიტუალის მიხედვით, მათ მრევლთან ერთად ტაძარს სამჯერ უნდა შემოუარონ, თუმცა კორონავირუსის გამო საპატრიარქომ წესები მცირედით შეცვალა და ცერემონიალში მხოლოდ სასულიერო პირები მონაწილეობდნენ.
ტერიტორიზე იყვნენ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც — ნაწილი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, ნაწილი კი პარალელურად ლოცულობდა.
ტაძართან მიიყვანეს ღია ავტობუსებიც. არსებული ინფორმაციით, 19 აპრილს საპატრიარქო მსვლელობას გეგმას. დეტალები ამ დრომდე უცნობია.
საეკლესიო რიტუალები სამების საკათედრო ტაძარში დაახლოებით 04:00 საათზე დასრულდა. მრევლს 06:00 საათამდე ტერიტორიის დატოვების უფლება არ აქვს.
ამ დროისთვის რთულია საუბარი, რა შედეგს მოიტანს კორონავირუსის ეპიდემიის თვალსაზრისით მთავრობის მიერ ეკლესიასთან მორიგ დათმობაზე წასვლა. უცნობია, რამდენი ახალი შემთხვევა დადასტურდება მომდევნო 2-3 კვირაში, თუმცა სპეციალისტები პიკს ელოდებიან. ისინი ადამიანებს, ვინც ეკლესიებში იმყოფებოდნენ, მიმართავენ რეკომენდაციით, ორი კვირის განმავლობაში იყვნენ თვითიზოლაციაში.
ალბათ პიკის ხელიშემწყობი იქნებ ქუთაისის მოსახლეობის ნაწილიც. დღეს ჟურნალისტმა ირაკლი ვაჩიბერაძემ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სასულიერო პირები და მრევლი ლიტანიობის დროს ერთმანეთთან დისტანციას არ იცავენ.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში, სპეციალისტების რეკომენდაციების მიუხედავად, საპატრიარქომ უარი თქვა მთავარი რეკომენდაციის შესრულებაზე და მრევლს სახლში დარჩენისკენ არ მოუწოდა, არც ეკლესიები დაკეტა დროებით. პირიქით, საქართველოს მთავრობა და ეკლესია შეთანხმდნენ, რომ აღდგომის ლიტურგიას მრევლიც დაესწრება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ინფიცირებულები, რომლებმაც არ იციან დაავადების არსებობის შესახებ, ეკლესიებში მივლენ და ავად გახდიან ყველას. მან ასევე აღნიშნა, რომ თუ არ გვინდა საქართველო კუბოების რაოდენობას ვეღარ აუდიოდეს, ყველა სახლში უნდა დარჩეს. მეორე დღეს გამყრელიძემ მოსახლეობას მოუწოდა, რომ ეკლესიაში არ წავიდნენ და სახლში დარჩნენ. მისი თქმით, ერთხელ ტრადიციაზე უარის თქმის გამო, ღმერთი არ გაბრაზდება და ასე ქვეყანა გადაარჩენენ. მანვე სთხოვა ეკლესიას, რომ შეეცვალათ სააღდგომო ლიტურგიის ფორმატი.
ვირუსის ფართოდ გავრცელების საფრთხის შესახებ ეპიდემიოლოგებისა და ექიმების არაერთი მოწოდების მიუხედავად, მთავრობისა და საპატრიარქოს ერთობლივი გადაწყვეტილებაა, რომ აღდგომის ღამეს დიდ ეკლესიებში მრევლმა ორმეტრიანი დისტანცია დაიცვას, პატარა ტაძრებში კი ეზოში განაწილდეს. საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, მრევლი ეკლესიაში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა და დილის 6 საათზე წამოვა. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ტერიტორიაზე მობილიზებული იქნება პოლიცია.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 388 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელდა 86, ხოლო გარდაიცვალა 4 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4971 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი — 519.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები კარანტინში მყოფებისთვის
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად
- როგორ უნდა მოიქცეთ სახლიდან გასვლისას და სახლში დაბრუნებისას
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
კომენტარები