17 აპრილის მდგომარეობით მსოფლიოში

  • დადასტურებული შემთხვევა — 2,330,937;
  • გარდაცვლილი — 160,755;
  • გამოჯანმრთელებული — 596, 537.

მდგომარეობა საქართველოში

  • დადასტურებული შემთხვევა — 388;
  • გამოჯანმრთელებული —86;
  • გარდაცვლილი — 4;
  • კარანტინის რეჟიმში — 4901;
  • სტაციონარში — 546;
  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები — 3.

დღის ფაქტი: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

გარდაცვლილი ქალი ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. ექიმი მის ასაკს არ აკონკრეტებს, თუმცა აღნიშნავს, რომ 70 წელზე მეტის იყო.

"21:50 წუთზე დაფიქსირდა გარდაცვალება პაციენტის, რომელიც 8 აპრილიდან იწვა ჩვენს კლინიკაში, გადიოდა ინტენსიური თერაპიის კურსს რეანიმაციაში, 13-დან გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე. პაციენტს აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძრღვთა უკმარისობა, აფსცესები და სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ, რომ გადაგვერჩინა", — ამბობენ კლინიკა მედალფაში, ბათუმში.

დღის ფოტო: სამების საკათედრო ტაძარი კომენდანტის საათის დროს

ფოტო: On.ge

მსოფლიოში კორონავიირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2.3 მილიონს გადააჭარბა

2019 წლის დეკემბრის შემდეგ, რაც ჩინეთმა ახალი კორონავირუსის შემთხვევები დაადასტურა, დღემდე ვირუსი 211 ქვეყანაში გავრცელდა და ჯამში 2 მილიონ 330 ათასზე მეტი ადამიანი დააინფიცირა.

თითქმის 5 თვეში ინფექციით მთელ მსოფლიოში 160,755 ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელებული უფრო მეტია — 596,537

რა ხდება მსოფლიოში

  • კიევ-პეჩორის ლავრაში კორონავირუსით კიდევ 3 სასულიერო პირი დაიღუპა. გარდა ამისა, ინფექცია დაუდასტურდა 26 ახალ ადამიანს;
  • იაპონიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 10,000-ს გადააჭარბა, დაღუპულია 222 ადამიანი. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში 1 მარტს კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა მხოლოდ 243 იყო;
  • ჰარვარდის მკვლევარების აზრით, ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის ტექსტი დღეში მინიმუმ 500,000 ადამიანს უნდა ჩაუტარონ. ამ დროისთვის დღეში დაახლოებით 150 ტესტირება ტარდება და მათი 20% დადებითია;
  • ესპანეთში მკაცრი კარანტინი კიდევ 15 დღით გახანგრძლივდა და 9 მაისამდე გასტანს;
  • კორონავირუსის გამო სანდიეგოს კომიკ-კონი გადაიდო. ღონისძიება კალიფორნიაში 23-26 ივლისს უნდა გამართულიყო და მასზე 130 ათასი ადამიანის დასწრება იგეგმებოდა;
  • Bloomberg-ის ვარაუდით, შესაძლოა, მსოფლიოში ყავის დეფიციტი შეიქმნას. გამოცემა წერს, რომ მიმდინარე წელს ყავის წარმოება მოთხოვნის შესაბამისი არ ინება და შევსება წინა წლების მოსავლიდან გახდება საჭირო.

დღის მთავარი ჰედლაინი ქართულ მედიაში

დღეს ქართულ მედიაში ყველაზე აქტუალური საკითხი სააღდგომო ლიტურგია და პატრიარქის ეპისტოლე იყო. ილია მეორე, ტრადიციულად, მიმდინარე საკითხებს გამოეხმაურა. მსოფლიო პანდემიის დროს ეკლესიაში შეკრებილ მრევლს მან მიმართა, რომ უფლის ნების გარეშე "თმის ერთი ღერიც არ დავარდება" და მით უმეტეს, "სიცოცხლეც და გარდაცვალებაც უფლის ხელშია".

ფოტო: კადრი ვიდეოდან / საზოგადოებრივი მაუწყებელი

რა ხდება საქართველოში

მიუხედავად სპეციალისტების არაერთი რეკომენდაციისა სახლში დარჩენასთან დაკავშირებით, ეკლესიამ, მთავრობასთან შეთანხმებით, სააღდგომო ლიტურგია მაინც ჩაატარა. ადამიანები ტაძრებში 21:00 საათამდე მივიდნენ.

ფოტო: On.ge

შესაბამისად, დღის თემად ისევ ეკლესია რჩებოდა — დილიდან დეკანოზ თეოდორე გიგნაძის განცხადება გავრცელდა, რომელმაც აღდგომის ღამეს ღვთისმსახურებაზე მრევლის დასწრების შეზღუდვაზე ილაპარაკა. თუმცა, სპეციალისტების ნაწილის აზრით, მას უფრო მკაფიოდ უნდა ეთქვა, რომ ტაძრებს ჩაკეტავდა.

აქტუალური იყო კიდევ ერთი სასულიერი პირი, ამჯერად ქუთაისიდან. დეკანოზი ილია კარკაძე მთავარი არხის ჟურნალისტს დაემუქრა და მრევლს პირდაპირ მოუწოდა ძალადობისკენ.

ფოტო: კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი

"პირდაპირ ბიჭებმა მოჰკიდეთ ხელი და გაკოჭეთ. არ დაგემორჩილებათ? დაიმორჩილეთ", — უთხრა მან ეკლესიაში შეკრებილებს.

დღესვე, ცნობილი გახდა კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტის გარდაცვალების შესახებ. გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვიც და 388 შეადგინა. მათგან 86 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 გარდაიცვალა.

სხვა მნიშვნელოვანი ამბები:

დღის სასარგებლო ინფორმაცია

ქუთაისი. სასულიერო ლიტანიობის დროს მინიმალურ წესებსაც არ იცავენ.

ერთად თავმოყრილი რეკომენდაციები

ნახეთ წინა შეჯამებები: