არ ეხებიან ჰიგიენის დამრღვევ მრევლს და აკავებენ დისტანცირებულ აქტივისტებს, ეს ავტორიტარიზმს ახასიათებს — "სირცხვილია"
მოძრაობა სირცხვილია აცხადებს, რომ ხელისუფლება ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობით სარგებლობს და შერჩევით სამართალს ახორციელებს. ამით ისინი საგანგებო მდგომარეობის პირობებში არსებულ ვითარებას აფასებენ.
გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ როცა ხელისუფლება არ ეხება ჰიგიენის ნორმების ცალსახად დამრღვევ მრევლს, მაგრამ ძალის გამოყენებით აკავებს მშვიდობიან და დისტანცირებულ აქტივისტებს: "არის ავტორიტარიზმისთვის დამახასიათებელი დამღუპველი პრაქტიკა". ამით მოძრაობა ეხმაურება პარტია გირჩის აქციის დროს აქტივისტების ძალის გამოყენებით დაკავების ფაქტს.
"ხელისუფლება იღებს გადაწყვეტილებებს, რომელთა ლოგიკასაც არ ხსნის, ამ დრომდე მთავრობას არ წარმოუდგენია კრიზისიდან გამოსვლის ეკონომიკური გეგმა. მთავრობამ ალტერნატივის შეთავაზების გარეშე აუკრძალა ქუჩაში მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება ადამიანებს, რომელთათვისაც ეს შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო, შესაბამისად, გაწირა ისინი შიმშილისთვის. სამაგიეროდ, თავად, პირადი გემოვნებისა და ნეპოტიზმის საფუძველზე გასცემს ე.წ. საშვებს მსუბუქი ავტომობილების მფლობელი მეგობრებისთვის, ოჯახის წევრების, ახლობლებისა თუ მსახურებისთვის.
პოლიცია, რომელსაც საგანგებო მდგომარეობაში ადამიანების დაცვის ნაცვლად, მათი დევნა დაევალა, გადაჭარბებული ენთუზიაზმით აჯარიმებს დაკარგული ძაღლის საძებნელად, სახლის ეზოდან 40 ნაბიჯით დაშორებულ ადამიანს და გვერდიგვერდ მსხდომ მეუღლეებს. ხოლო დღეს უკვე იპოდრომზე აჯარიმებს 20 ადამიანზე მეტს და აკავებს პოლიტიკოსებს და აქტივისტებს. მაგრამ, იგივე პოლიცია ამბობს, რომ ვერაფრით აღმოაჩინა წესების დარღვევა ეკლესიის ეზოში შეკრებილი ასობით ადამიანის შემთხვევაში", — წერია განცხადებაში.
გირჩმა იპოდრომზე საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნით აქცია გამართა. იპოდრომზე შეკრებილები დისტანციის დაცვით სეირნობას აპირებდნენ, ზურაბ ჯაფარიძემ ასეც დააანონსა. თუმცა, შეკრებიდან მალევე ადგილზე პოლიცია გამოჩნდა, იქ მყოფი ადამიანები ჯერ დააჯარიმა, შემდეგ კი პოლიციაში გადაიყვანა. მათ შორის, ნაწილი ძალის გამოყენებით.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები