თითქმის 3 მილიონი ინფიცირებული მსოფლიოში და პიკი საქართველოში — 26 აპრილის შეჯამება
26 აპრილის მდგომარეობით მსოფლიოში
- დადასტურებული შემთხვევა — 2 982 590;
- გარდაცვლილი — 206 325;
- გამოჯანმრთელებული — 875 299.
მდგომარეობა საქართველოში
- დადასტურებული შემთხვევა — 485;
- გამოჯანმრთელებული — 149;
- გარდაცვლილი — 6;
- კარანტინის რეჟიმში — 4 833;
- სტაციონარში — 571;
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები — 3.
დღის ფაქტი: მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის თითქმის მესამედი აშშ-ში დაფიქსირდა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი სამ მილიონს უახლოვდება და მათ შორის თითქმის მილიონი, 975 798 აშშ-შია დაფიქსირებული. აშშ პირველი ქვეყანაა გარდაცვლილთა რაოდენობითაც.
დღის ფოტო: ავღანელი კაცი დგას ჰუმანიტარული დახმარებისთვის განკუთვნილი პროდუქტების საწყობში
დღის მთავარი ჰედლაინი მსოფლიო მედიაში
იტალიასა და დიდ ბრიტანეთში მარტის შემდეგ სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
The Guardian-ის ინფორმაციით, იტალიასა და დიდ ბრიტანეთში მარტის შემდეგ სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
იტალიაში 14 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გუშინ, შაბათს დაფიქსირდა — 155. დღეს კი გარდაიცვალა 260 ადამიანი, რაც წინა თვის მაჩვენებლებთან შედარებით, ასევე, დაბალია.
დიდ ბრიტანეთში კი მარტის შემდეგ პირველად დაფიქსირდა ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, როცა ბოლო 24 საათის განმავლობაში 413 ადამიანი გარდაიცვალა.
რა ხდება მსოფლიოში
ინფიცირებულთა რაოდენობით აშშ-ს შემდეგ პირველ ხუთეულში არიან: ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი და გერმანია. გარდაცვლილთა მაჩვენებლით კი აშშ-ს შემდეგ პირველ ხუთეულში არიან: იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი. ამ ქვეყნებში გარდაცვლილთა რაოდენობა 20 ათასზე მეტია.
ამის პარალელურად სხვადასხვა ქვეყნებში მოსახლეობა საპროტესტო აქციებს მართავს და შეზღუდვები შესუსტებას მოითხოვს. ქვეყნების ნაწილში კი შეზღუდვები უკვე შეასუსტეს.
- საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში შეზღუდვების შესასუსტებლად ემზადებიან;
- ბოლო 24 საათში ნიუ-იორკში 367 ადამიანი გარდაიცვალა, გუბერნატორმა კი ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის გეგმა წარადგინა;
- შრი-ლანკაში გააუქმეს შეზღუდვების მოხსნის გეგმა და აკრძალვები გააგრძელეს მას შემდეგ, რაც ვირუსმა ხელახლა იფეთქა და ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა;
- მიუხედავად იმისა, რომ WHO-ს განცხადებით, არ არის გამორიცხული; გამოჯანმრთელებულ ადამიანს კორონავირუსი ისევ დაემართოს, ჩილეში აპირებენ გამოჯანმრთელებულებს სერთიფიკატები გადასცენ;
- ნიუ ჯერსის გუბერნატორი კი ამბობს, რომ ეკონომიკის გახსნა რამდენიმე კვირის შემდეგ დაიწყება;
- სამხრეთ კაროლინაში ჩინეთიდან გაგზავნილი 1,5 მილიონი სამედიცინო პირბადე ჩავიდა;
- კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური ზარალის აღმოსაფხვრელად, ეგვიპტემ მსოფლიო საფონდო ბირჟას დახმარება სთხოვა;
- რუსეთში მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი კორონავირუსით გარდაიცვალა;
- საგანგებო შეზღუდვებიდან 6 კვირის შემდეგ, მადრიდში ბავშვებს სეირნობის უფლება მისცეს;
- ისრაელი კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ამსუბუქებს;
- კორონავირუსისგან განკურნებული ბორის ჯონსონი ორშაბათს სამსახურში ბრუნდება;
- 74 წლის ქალი, რომლის გარდაცვალებაზეც ეკვადორის საავადმყოფომ ოჯახს გასულ თვეში შეატყობინა, ცოცხალი აღმოჩნდა. საავადმყოფომ ოჯახს სხვა ადამიანის ფერფლი გაუგზავნა;
- ტომ ჰენკსის სისხლს კორონავირუსის ვაქცინის შესაქმნელად გამოიყენებენ.
დღის მთავარი ჰედლაინი ქართულ მედიაში
ახლა ჩვენ პიკში ვართ — პაატა იმნაძე
ფოტო: საქართველოს მთავრობა
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელების პიკი, რომელზეც ისინი საუბრობდნენ ახლა გვაქვს. ბრიფინგზე მან ირონიულად ბოდიში მოუხადა ყველას "ვისაც იმედი გაუცრუა" და პიკის დროს შემთხვევათა მატება არა ათასეულობით, არამედ ათეულობითაა.
"საკმაო ხანია ვამბობდით, რომ აპრილის ბოლო და მაისის დასაწყისი ყველა გათვლებით უნდა ყოფილიყო ავადობის პიკი. ძალიან დიდი ბოდიში იმათთან, თუ ვინმეს იმედი გავუცრუეთ და პიკი არ არის ათასობით და არის ათეულობით შემთხვევა.
კი, ახლა ჩვენ წესით პიკში ვართ და ჩვენი ამოცანა იქნება, რაც შეიძლება მეტი ხანი დავიჭიროთ პლატოზე და როგორც ჩემმა კოლეგამ კარგად თქვა, ჯომოლუნგმა არ იყოს და იყოს პატარა გორაკი", — განაცხადა მან.
რა ხდება საქართველოში
დღეს საქართველოში კორონავირუსი კიდევ 29 პირს დაუდგინდა და ინფიცირების შემთხვევები 485-მდე გაიზარდა. ამავდროულად, კორონავირუსისგან კიდევ 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა და გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 149-მდე გაიზარდა.
დღეს საქართველოს კიდევ ერთ მუნიციპალიტეტში, კერძოდ, თეთრიწყაროს მუნიციპალურ ცენტრში მკაცრი კარანტინი გამოცხადდა. მიზეზად უწებათაშორისი საბჭო გაზრდილ ეპიდემიოლოგიურ რისკებს ასახელებს. გავრცელებული ინფორმაციით, თეთრიწყაროში ინფიცირების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და მათი უმეტესობა მედპერსონალია.
სხვა მნიშვნელოვანი ამბები:
- ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით 95 წლის ქალი გარდაიცვალა
- Covid-19-ის დასადგენი რამდენი ტესტი ჩატარდა და რა მარაგი გვაქვს — პაატა იმნაძის განმარტება
- გვაქვს შემთხვევათა მატება იქ, სადაც ერთი კვირის წინ არ იცავდნენ რეკომენდაციებს — იმნაძე აღდგომის დღეებზე
- კარგ მთქმელს კარგი გამგები უნდა, არ ვაპირებ მარინას გამონათქვამის კომენტირებას — იმნაძე
- არიან პაციენტები, რომელთა ინფიცირების წყარო არ ვიცით და ცოტა ხანში, შეიძლება, მეტიც იყვნენ — იმნაძე
- ძალიან დიდი ბოდიში, ვისაც იმედი გავუცრუე და არ არის ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემია, ჯერჯერობით — იმნაძე
- "ყველაფერს აკეთებენ, რომ უფალი ჩვენთან იყოს" — ილია მეორემ ხელისუფლება და სამღვდელოება დალოცა
- შსს: გუშინ 75 პირი ე.წ. კომენდანტის სააათის დარღვევისთვის დავაჯარიმეთ
დღის რჩევა: როგორ ავუხსნათ ბავშვებს ყველაფერი კორონავირუსის შესახებ
ფოტო: Eniola Odetunde/Axios
კორონავირუსით გამოწვეული რეალობა არც ზრდასრულებისთვისაა მარტივი, თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს ამ საკითხზე ინფორმაცია სწორად მივაწოდოთ, რათა დეზინფორმაციით არასწორი წარმოდგენები არ შეექმნათ და დაუდევრობით საკუთარი ან სხვების ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნან.
ამის ასაცილებლად ბრიტანულმა გამომცემლობამ სპეციალური წიგნი მოამზადა, რომელიც ასაკის შესაბამისად ნებისმიერ არასრულწლოვანს ყველა შესაძლო კითხვაზე სანდო ინფორმაციას გასაგები და მარტივი ენით აწვდის. ეს რეკომენდაციები ქართულადაც ითარგმნა და დეტალურად შეგიძლიათ ნახოთ აქ.
ერთად თავმოყრილი რეკომენდაციები
-
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
ნახეთ წინა შეჯამებები:
- აგრესიული ტესტირება საქართველოში და 200 000-ზე მეტი გარდაცვლილი მსოფლიოში — 25 აპრილის შეჯამება
- 50 000 გარდაცვლილი აშშ-ში და საქართველოს ანტიკრიზისული გეგმა — 24 აპრილის შეჯამება
- "სამკურნალო პროტესტი" თბილისში და 26 მილიონზე მეტი უმუშევარი აშშ-ში — 23 აპრილის შეჯამება
- საგანგებო მდგომარეობა ანტიკრიზისული გეგმის გარეშე და მოსახლეობის აქცია საკარანტინე ზონაში — 22 აპრილის შეჯამება
- ივანიშვილი TikTok-ზე და 22 მაისამდე გახანგრძლივებული საგანგებო მდგომარეობა — 21 აპრილის შეჯამება
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
კომენტარები