3 მლნ-ზე მეტი ინფიცირებული და შემსუბუქებული შეზღუდვები საქართველოში — 27 აპრილის შეჯამება
27 აპრილის მდგომარეობით მსოფლიოში
- დადასტურებული შემთხვევა — 3 029 452;
- გარდაცვლილი — 210 374;
- გამოჯანმრთელებული — 887 814.
მდგომარეობა საქართველოში
- დადასტურებული შემთხვევა — 497;
- გამოჯანმრთელებული — 156;
- გარდაცვლილი — 6;
- კარანტინის რეჟიმში — 5 107;
- სტაციონარში — 534;
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები — 3.
დღის ფაქტი
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3 მილიონს გადასცდა
ჰოპკინსის უნივერსიტეტი ინფორმაციით, COVID-19-ით უკვე 200 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
972 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული აშშ-ში. ევროპაში ყველაზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული ესპანეთში — 229 ათასი. იტალიაში დაფიქსირებულია 199 ათასი, საფრანგეთში — 162 ათასი, გერმანია — 158 ათასი, დიდ ბრიტანეთში — 154.
დღის ფოტო
სალვადორის ციხეში საგანგებო შემოწმების გამო პატიმრები იატაკზე დასვეს და კორონავირუსის გამო პირბადეებიც გაუკეთეს. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ქვეყანაში 20-ზე მეტი ადამიანი მოკლეს და წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობები ციხეებიდან იყო შეკვეთილი.
დღის მთავარი ჰედლაინი მსოფლიო მედიაში
კორონავირუსთან ბრძოლა მოვიგეთ — ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრი
ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრმა, ჯასინდა არდერნმა განაცხადა, რომ კორონავირუსთან ბრძოლა მოიგეს. მთავრობის ცნობით, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 1 ახალი შემთხვევა აქვთ.
მათივე ინფორმაციით, სამშაბათიდან ქვეყანაში 4 კვირის წინ დაწესებული შეზღუდვების მოხსნას იწყებენ.
ბოლო მონაცემებით, ახალ ზელანდიაში კორონავირუსით ინფიცირების 1 469 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გარდაცვლილია 19 და გამოჯანმრთელებულია 1 180.
სხვა მნიშვნელოვანი ამბები
- საგანგებო მდგომარეობა პანდემიასთან გასამკლავებლად უნდა გამოიყენონ, არც მეტი და არც ნაკლები — გაერო
- რადგან გეი ვარ, ვაქცინის შესაქმნელად სისხლი ვერ ჩავაბარე — ენდი კოენი
- ჯონსონი: ქვეყანა მაქსიმალური რისკის მომენტშია, შეზღუდვების მოხსნა ნაადრევია
- ბრედ პიტმა ენტონი ფაუჩი განასახიერა და ტრამპის დეზინფორმაციას უპასუხა
- შვეიცარია კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გამარტივებას იწყებს
- ოსვენციმის ბანაკში გადარჩენილი 94 წლის კაცი კორონავირუსით გარდაიცვალა
- კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით რუსეთმა ჩინეთს გადაუსწრო
დღის მთავარი ჰედლაინი ქართულ მედიაში
ტიკარაძე: ჩვენ აღარ ვართ მოლოდინში, რომ გვქონდეს პიკი, არამედ ჩვენ უკვე გვაქვს პლატო
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ისინი აღარ არიან პიკის მოლოდინში, რადგან უკვე არსებობს პლატო. მისივე თქმით, იმისთვის, რომ დაანონსებული პიკი არ ყოფილიყო, არაერთი ღონისძიება გატარდა.
"ყოველივე ამან გამოიწვია ერთობლივი შედეგი — ჩვენ აღარ ვართ აპრილისა და მაისის რიცხვებში იმის მოლოდინში, რომ გვქონდეს პიკი, არამედ ჩვენ უკვე გვაქვს პლატო. შესაბამისი ღონისძიებების გატარების შედეგად, შემდეგი მოლოდინი არის უკვე ამ პლატოზე ინფექციების მართვა, რათა სახელმწიფოს ეკონომიკური ზიანი არ ჰქონდეს", — განაცხადა მინისტრმა.
რა ხდება საქართველოში
27 აპრილიდან საგანგებო რეჟიმის ზოგიერთი შეზღუდვა მოიხსნა. დასაშვები გახდა მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება. ასევე ნებადართულია ონლაინვაჭრობა და აგრარული ბაზრების მოქმედება.
პრემიერმინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, შეზღუდვების მოხსნის შემდეგი ეტაპები ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული. სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში კი შესაძლოა შეზღუდვები ისევ აამოქმედონ.
სხვა მნიშვნელოვანი ამბები
- A და B კატეგორიის ტაქსის მძღოლები დახმარებას მიიღებენ — კახა კალაძე
- მოსახლეობის 0,6% გვყავს გატესტილი, რაც საშუალო მაჩვენებელია — გამყრელიძე
- ხვთისიაშვილი: სამხრეთ კორეაში შეძენილი 50 000 PCR ტესტი საქართველოში მაისის დასაწყისში ჩამოვა
- ვუსურვებდი ბატონ პაატა იმნაძეს, რომ ტექსტები შეარჩიოს — დავით ბერძენიშვილი
- თურნავა: ჩვენ ვიქნებით ქვეყანა, რომელიც სხვაზე ადრე აღადგენს ტურისტულ ინფრასტრუქტურას
- რაც შეიძლება მეტს უნდა გაუკეთდეს ტესტირება, უფრო ავიცილებთ შიდა გავრცელებას — გოფოძე
- ფიზიკურ პირებთან მომუშავე ადამიანები დახმარებას ვერ მიიღებენ — ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე
- აგრარული ბაზრების უმრავლესობა მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს — მინისტრი
- "6 დღეა არ მიჭამია" — ჯაფარიძის საგანმანათლებლო აქცია სამსახურდაკარგული ადამიანების სახელით
- ეზუგაბია: თითქოს ჟურნალისტების ნაწილს უნდა, სტატისტიკური მონაცემი მართლა მეტი იყოს
დღის რჩევა
რომელია ყველაზე ეფექტიანი ნაჭერი პირბადის დასამზადებლად — კვლევა
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მიხედვით, კორონავირუსისგან თავდასაცავად ერთ-ერთ მთავარ რეკომენდაციას დამცავი ნიღბების ტარება წარმოადგენს.
ქირურგიული ნიღბები და რესპირატორი N95 დამცველობის საკმაოდ მაღალი დონით გამოირჩევიან, თუმცა ისინი ყოველთვის ხელმისაწვდომი არ არის, თანაც აღნიშნული ნიღბები, პირველ რიგში, ჯანდაცვის სფეროში მომუშავე პერსონალს ესაჭიროება.
ასეთი დეფიციტის დროს ნიღბების სახლში დამზადება ხდება საჭირო. ახალი კვლევის მიხედვით, ბამბის, ნატურალური აბრეშუმისა ან შიფონის კომბინაცია, შესაძლოა, საკმაოდ ეფექტიანი აღმოჩნდეს. რადგანაც კორონავირუსი ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადის, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორმა და მისმა კოლეგებმა გადაწყვიტეს დაედგინათ, თუ რომელი მარტივად ხელმისაწვდომი ნაჭერი ფილტრავს წვეთებს ყველაზე კარგად.
ერთად თავმოყრილი რეკომენდაციები
-
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
ნახეთ წინა შეჯამებები:
- აგრესიული ტესტირება საქართველოში და 200 000-ზე მეტი გარდაცვლილი მსოფლიოში — 25 აპრილის შეჯამება
- 50 000 გარდაცვლილი აშშ-ში და საქართველოს ანტიკრიზისული გეგმა — 24 აპრილის შეჯამება
- "სამკურნალო პროტესტი" თბილისში და 26 მილიონზე მეტი უმუშევარი აშშ-ში — 23 აპრილის შეჯამება
- საგანგებო მდგომარეობა ანტიკრიზისული გეგმის გარეშე და მოსახლეობის აქცია საკარანტინე ზონაში — 22 აპრილის შეჯამება
- ივანიშვილი TikTok-ზე და 22 მაისამდე გახანგრძლივებული საგანგებო მდგომარეობა — 21 აპრილის შეჯამება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები