ტრანსგენდერი ქალი ჰყვება, რომ კომენდანტის საათის დროს პოლიციელებმა სასტიკად სცემეს
ტრანსგენდერი ქალი, სესილი ცომაია ჰყვება, რომ კომენდანტის საათის დროს პოლიციის თანამშრომლებმა სასტიკად სცემეს. მისი თქმით, დაზიანებები სხეულისა და თავის არეში აქვს მიღებული. სამართალდამცავის მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო, ძალადობით გადამეტების მუხლით გამოძიება უკვე დაწყებულია.
როგორც სესილი On.ge-ს უყვება, შემთხვევა 30 აპრილს, ღამის 11 საათზე მოხდა. ის აფთიაქში ჩავიდა, რადგან ვიდეოთი ნახა, რომ მისმა მეგობარმა თბილისის მერიასთან თავის დაწვა სცადა და ამის გამო შეუძლოდ გახდა. სესილის თქმით, მუხიანში სტუმრად იყო, აფთიაქიც ვერ იპოვა და სახლისკენ მისასვლელი გზაც ვეღარ გააგნო, დასახმარებლად კი მეგობარს დაურეკა.
ორმა მეგობარმა მას მანქანით მიაკითხა. ტრანსგენდერი ქალი ჰყვება, რომ ამ დროს სამოქალაქო მანქანით, სამოქალაქო ფორმაში კრიმინალური პოლიცია გამოჩნდა, რომელმაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება დაიწყო.
"რას აკეთებთ, რა დღეში ხართ, რა ხდება-მეთქი. თუ რამე ხდება დაწერეთ შესაბამისი ოქმი, რომელიც კომენდანტის დარღვევას ითვალისწინებს. იყო გინება, შეურაცხყოფა, ჩემს მეგობრებს შეურაცხყოფა მიაყენეს, ამათთან ერთად დადიხართ, შენი ასე, შენი ისე. მერე უკვე სხვა ეკიპაჟები მოვიდნენ", — ამბობს სესილი.
მისი თქმით, თავიდან სამი პოლიციელი იყო, თუმცა შემდეგ დამატებით 9 ეკიპაჟი გამოჩნდა და 20-25 ადამიანი მას და მის მეგობრებს ერთდროულად აყენებდა შეურაცხყოფას. როგორც სესილი იხსნებს, ნაწილს პოლიციის ფორმაც ეცვა. ამბობს, რომ განსაკუთრებული სისასტიკით მათი უფროსი გამოირჩეოდა:
"მეთქი ნუ იგინებით, ნუ მაყენებთ შეურაცხყოფას, ნუ მამცირებთ და იმ დონეზე მივალ-მეთქი, რომ საშინელებას გავაკეთებ. ამ ყველაფერს რომ მოუმატეს, შემდეგ გენერალურ ინსპექციაში დავრეკე და ვუთხარი, რომ იმ დონეზე მივყავარ, ვეღარ ვაკონტროლებ ჩემს ნერვებს-მეთქი და შეიძლება ძალიან საშინელება გავაკეთო. მერე მათი უფროსი მოვიდა და იმან საერთოდ თქვენი არასამთავრობოების ასე, თქვენ ვინც გიცავთ, იმათი ისე და იძულებული გავხდი... გადავიჩეხე ვენები".
ტრანსგენდერი ქალი იხსენებს, რომ თვითდაზიანების შემდეგ, მას ხელბორკილები გაუკეთეს და ბოლომდე გადაუჭირეს. ამ დროს სასწრაფოც მოვიდა, რომელიც მაშინ გამოიძახეს, როცა მეგობარი შეუძლოდ გახდა.
"დამაგდეს გზაზე, სპეციალურად, მიზანმიმართულად, როგორც ჩემოდანს გააჩოჩებ, ისე გამაჩოჩეს ორი-სამი მეტრი. რომ გადამაჩოჩეს უფროსი მოვიდა, ხელები დაბმული რომ მქონდა, ზურგში ჩამარტყა ფეხი და შემდეგ ფეხში. აქ უკვე თავში დამიბნელდა და იმ დროს სასწრაფო ბრიგადის თანამშრომელმა იკივლა, რას აკეთებთო და მეორე თანამშრომელმა ზედმეტი მოგდითო".
სესილის თქმით, სამს შორის ყველაზე მეტად მას უსწორდებოდნენ. ერთ-ერთმა მისმა მეგობარმა ტრანსგენდერმა მოიტყუა, რომ ორსულად იყო:
"ჩემს ერთ მეგობარზე ვერ მიხვდნენ ტრანსი იყო ნამდვილად თუ არა და იმით გადარჩა. უთხრა, ხელი არ შემახოთ, რვა კვირის ორსული ვარო და ამიტომ გაჩერდნენ, მართლა ორსული ეგონათ. ვერ მიხვდნენ ორსული იყო თუ არა, თორემ გაიწიეს მისკენაც".
ამ ინციდენტის შემდეგ სესილის მიმართ პოლიციის დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით საქმეა აღძრული. სასამართლო პროცესი 7 მაისს გაიმართება.
დამატებითი ინფორმაციისთვის On.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და დეტალურ ინფორმაციას ელოდება.
ინფორმაცია მხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მოგვაწოდა, სადაც ამბობენ, რომ უფლებამოსილების შესაძლო, ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყეს.
"1 მაისს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, იმავე დღეს დაიწყო გამოძიება ტრანსგენდერი ქალის მიმართ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო, ძალადობით გადამეტების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით", — ამბობენ უწყებაში.
30 აპრილს ტრანსგენდერმა ქალმა კარანტინის პირობებში მძიმე სოციალური პრობლემების გაპროტესტებისას თვითმკვლელობა სცადა. თანასწორობის მოძრაობა მოუწოდებს სახელმწიფოს, რომ ანტიკრიზისული გეგმის ნაწილად ლგბტქ ადამიანების საჭიროებები მოიაზროს და უზრუნველყოს ისინი ბინის ქირის სუბსიდირებით ან თავშესაფრის შეთავაზებით.
ორგანიზაცის განმარტავს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა ტრანსგენდერ ადამიანებს ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა დასაქმებულთა მსგავსად, მათაც შეეზღუდათ საქმიანობის შესაძლებლობა, არამედ ისინი ყველაზე მეტად არიან მოკლებული სოციალურ მხარდაჭერას, რაც ოჯახის, ნათესავების თანადგომაში გამოიხატება.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები