10 პერსონაჟი კაცი სერიალიდან, რომელიც ჩვენგან მეტ ყურადღებას იმსახურებს
უკვე გესაუბრეთ სერიალების იმ ათი პერსონაჟი კაცის შესახებ, რომლებიც თავიანთი მეტ-ნაკლებად უარყოფითი თვისებების მიუხედავად, მაყურებლების სიმპათიას მაინც იმსახურებენ.
მკითხველების დიდმა ნაწილმა შემოთავაზებული (ანტი)გმირების მიმართ ეს დამოკიდებულება გაიზიარა და დამატებით თავიანთი ვერსიებიც შემოგვთავაზეს. როგორც უკვე ვახსენეთ, მსგავსი ნაკლებად დადებითი პერსონაჟები ხშირად იმიტომ გვიტაცებს, რომ სრულყოფილ პროტაგონისტებზე უფრო საინტერესოდ მივიჩნევთ, მაგრამ რას ვიტყვით იმ პერსონაჟებზე, რომლებსაც ამ ორი მხარის დაპირისპირების გამო სათანადოდ ვერ ვამჩნევთ?
ამ სტატიაში სწორედ იმ პერსონაჟი კაცების შესახებ მოგითხრობთ, რომლებიც უმეტესად კონკრეტულ სერიალში მთავარი მოქმედი გმირები არ არიან, რის გამოც მათ შესახებ ბევრს ვერაფერს ვიგებთ და ყურადღებას სხვებს უფრო ვუთმობთ, არადა ჩვენს სიმპათიას, ალბათ, ისინი უფრო იმსახურებენ, ვიდრე პერი რაითის მსგავსი მკვეთრად უარყოფითი პერსონაჟები.
1. ედ მაკენზი Big Little Lies-დან
მიუხედავად იმისა, რომ რიზ უიზერსპუნის პერსონაჟი მედლინი ყველას გვიყვარს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის საკმაოდ რთული პიროვნებაა და მის გაგებას ყველა ვერ შეძლებდა. აი, ედ მაკენზიმ კი ეს ნამდვილად შეძლო და მეტიც — დაშვებული შეცდომების გულისხმიერად გაგებასა და ცოლის მუდმივ მხარდაჭერასაც ცდილობდა.
2. ჯონათან ბაიერსი Stranger Things-დან
ინტროვერტობის გამო ჯონათანისნაირი ბიჭის უპირატესობებს იშვიათად ამჩნევენ: მას ყოველთვის დაჩრდილავს ვინმე სტივი ან ბილი. არადა ის ამ სერიალის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გმირია, რომელსაც ერთგულებაც შეუძლია და არც გამბედაობა აკლია.
3. ჯინ კვონი Lost-დან
ამ სერიალში ნამდვილად რთულია ფავორიტი პერსონაჟის გამორჩევა, თუმცა ფანების უმეტესობა ორ ბანაკად — ჯეკის და სოიერის მომხრეებად — გაიყო, არადა ჯინიც ის გამორჩეული გმირია, რომელიც ჩვენგან მეტ ყურადღებას იმსახურებს: სხვა თუ არაფერი, სანის მიმართ მისი უპირობო სიყვარული ერთ-ერთი ყველაზე შთამაგონებელი და ემოციური ისტორიაა სატელევიზიო სივრცეში.
4. დოქტორი მანჰეტენი Watchmen-დან
მართალია, დოქტორი მანჰეტენი სხვა ბევრი წარმოუდგენელად საოცარი შესაძლებლობის გამოც შეიძლება მოგწონდეთ, მაგრამ HBO-ს ამ სერიალში ის განსაკუთრებული სიმპათიის ღირსი იმიტომაც არის, რომ სიყვარულის გამო სწორედ ამ ღვთაებრივ შესაძლებლობებზე ამბობს უარს.
5. ჯორაჰ მორმონტი Game of Thrones-დან
ჯონ სნოუს მსგავსი მომხიბვლელი კაცის გვერდით ჯორაჰის შემჩნევა, ალბათ, რთულია, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ ჯონ სნოუმ შეიძლება ჩაგვცეს ბოლოს დანა გულში.
6. ერნანდო Sense8-დან
სიუჟეტიდან გამომდინარე ამ სერიალში ისეთი პერსონაჟები უკეთესად გავიცანით, როგორებიც ვოლფგანგი და უილი არიან, რის გამოც მაყურებლებმა ისინი უფრო შეიყვარეს, ვიდრე, ვთქვათ, ერნანდო. არადა ისიც არანაკლებ საინტერესო პერსონაჟია, რომელიც ლიტოს მუდმივად მხარში უდგას და რთული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.
7. ფესკო Euphoria-დან
ალბათ, ყველა ვთანხმდებით, რომ ფესკო თავისი სარისკო საქმიანობის მიუხედავადაც კი სჯობია ნეითს: ნარკოდილერი მხოლოდ თავის გასატანადაა და ამ არც ისე საამაყო საქმის მიუხედავად ადამიანურ ღირსებებს მაინც არ კარგავს.
8. ლილ პაპი Pose-დან
რთულია, ამ პერსონაჟმა ვინმეში უარყოფითი ემოცია გამოიწვიოს, თუმცა ეს საკმარისი არ არის: ისეთი გულწრფელი, ერთგული და მხიარული, როგორიც ლილ პაპია, გაცილებით მეტ ყურადღებას იმსახურებს ჩვენგან.
9. კარლოსი Desperate Housewives-დან
ნამდვილად გაგვიჭირდება იმის თქმა, რომ კარლოსი სრულყოფილი პერსონაჟია, თუმცა თუ ეს სერიალი გინახავთ, ისიც გემახსოვრებათ, რომ ვისტერია ლეინზე სრულყოფილი არც არავინაა. სანაცვლოდ კი ვიცით, რომ მას გაბი გულწრფელად ყველაზე მეტად უყვარდა და მის ყველაზე უჩვეულო ახირებებსაც კი გაგებით ეკიდებოდა, რაც მის დადებითად შესაფასებლად უკვე საკმარისია.
10. ჯიმი The Office-დან
ოფისის ერთგულმა ფანებმა კარგად იციან, როგორი მნიშვნელოვანი პერსონაჟია ჯიმი ამ საკულტო სიტკომში, თუმცა საკმარისად მაინც არავინ აღნიშნავს, თუ რამდენად ერთგული, მზრუნველი და მოსიყვარულეა ის ურთიერთობებში.
კიდევ ვის დაამატებდით ამ სიაში?
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები