ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ადამიანის უფლებები და ღირსება უმძიმესად ილახება — EMC
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ფსიქიატრიული და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებების ბენეფიციარების მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშს ეხმაურება. ორგანიზაცია სახელმწიფო უწყებებს დეინსტიტუციონალიზაციის დაუყოვნებლივ წარმართვისკენ, ხოლო მის დასრულებამდე ბენეფიციარების უფლებებისა და უსაფრთხოების ეფექტიანი დაცვისკენ მოუწოდებს.
EMC-ის განმარტებით, ომბუდსმენის ანგარიშში მოცემულია უმძიმესი ფაქტები და სახელმწიფოს მხრიდან მყისიერ და ეფექტიან ნაბიჯებს საჭიროებს. მათივე თქმით, უდავოა, რომ ინსტიტუციონალიზაციის მექანიზმი ადამიანის უფლებების დარღვევებსა და უგულებელყოფაზეა დაფუძნებული.
როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, ამ სისტემის ნათელ ილუსტრაციას წარმოადგენს ერთ-ერთი შემთხვევა, როდესაც სამედიცინო პერსონალმა ინსტიტუციის პაციენტის ორსულობა თვეების განმავლობაში ვერ დაადგინა, ხოლო პაციენტმა საპირფარეშოში, სხვების დახმარების გარეშე, იმშობიარა.
"აღნიშნული შემთხვევა, ისევე, როგორც ანგარიშში აღწერილი სხვა გარემოებები, მაგალითად, პაციენტის საწოლზე დაბმა, ბენეფიციარებს შორის ძალადობის შემთხვევები და დაწესებულების მიერ მისი პრევენციის შეუძლებლობა, მკურნალობის მოძველებული მეთოდების გამოყენება, სომატური ჯანდაცვის სერვისებზე მისაწვდომობის არარსებობა ან არასათანადოობა, ღირსების შემლახველი სანიტარულ-ჰიგიენური პირობები, ინსტიტუციებში მცხოვრები პირებისათვის ყოველდღიურ გამოწვევას წარმოადგენს", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
EMC-ის თქმით, ფსიქიატრიული დაწესებულებების ე.წ. ხანგრძლივი დაყოვნების პაციენტებს არ აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სერვისები და თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ.
"გამოწვევების საპირწონედ, სახელმწიფოს წლების განმავლობაში არ მიუღია ზომები დეინსტიტუციონალიზაციის დროული და ადამიანის უფლებების შესაბამისი პროცესის განხორციელებისათვის. სათემო სერვისების, მათ შორის, თემში არსებული საცხოვრისის სერვისების მწირი განვითარების გამო, ბენეფიციარები იძულებულები არიან, საჭიროების გარეშე, ფაქტობრივად იცხოვრონ ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებებში", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
EMC მთავრობას და ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს:
- ჯეროვნად გამოიკვლიონ ფსიქიატრიული და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებების ბენეფიციართა უფლებადარღვევის ფაქტები და მიიღონ რეაგირებითი ზომები;
- დეინსტიტუციონალიზაციის განხორციელებამდე, უზრუნველყონ ბენეფიციარები უსაფრთხო გარემოთი და მოახდინოს მათი უფლებების განმეორებით შელახვის ეფექტიანი პრევენცია;
- უმოკლეს ვადაში შეიმუშავონ დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია/სამოქმედო გეგმა;
- დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის/სამოქმედო გეგმის შესაბამისად, მთელი საქართველოს ტერიტორიაზე განავითარონ საცხოვრისისა და დამოუკიდებელი ცხოვრების უფლების რეალიზაციისათვის არსებითი თემზე დაფუძნებული სერვისები.
ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, ქალმა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იმშობიარა. ამის შესახებ საუბარია სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში, რომელიც ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში ქალთა სექსუალურ და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებებს ეხება.
როგორც ანგარიშშია ნათქვამია, ფსიქიატრიულში პაციენტის ორსულობა ვერ დაადგინეს, მიუხედავად იმისა, რომ ის გინეკოლოგმაც გასინჯა. მედპერსონალმა ორსულობის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც ქალმა 36-37 კვირის გესტაციურ ვადაზე დაუხმარებლად დაწესებულების საპირფარეშოში იმშობიარა.
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
კომენტარები