რურუას მიმართ საქმე არის შეთითხნილი და უნდა გათავისუფლდეს, წერტილი, როგორც მათ უყვართ — უგულავა
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას თქმით,8 მარტის შეთანხმება ვერ მიიჩნევა შესრულებულად გიორგი რურუას გათავისუფლების გარეშე. ამის შესახებ მან თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან ისაუბრა, სადაც დღეს, 18 მაისს რურუას საქმეს განიხილავენ. უგულავას თქმით, ეს საქმე "შეთითხნილი" და "დადგმულია":
"არ არსებობს სანახევროდ შესრულებული პირობები. ეს არის მოვალეობა ადამიანურ ურთიერთობაში, ეს არის მოვალეობა პოლიტიკაში და ეს არის მოვალეობა, ბუნებრივია, საერთაშორისო პოლიტიკაში. [...] დღეს მოქმედების დროა და ეს იმას ნიშნავს, რომ რურუამ უნდა დატოვოს საპატიმრო. დღეს სასამართლომ რურუა რომ არ გაათავისუფლოს, 8 მარტის შეთანხმება შესრულებულად მიჩნეული არ იქნება. პროკურორი კიარა, ხელისფულება რას ლაპარაკობს ამას არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს. ქართულმა ოცნებამ მოახერხა და სიტყვის ფასი ნულს გაუტოლა. რამდენიმე დღის წინ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდეს თავისივე პრემიერი გახარია, რომელმაც თემას დაუსვა წერტილი და ხუთი დღის თავზე ეს წერტილი სასვენი ნიშანი საერთოდ არ ყოფილა", — განაცხადა უგულავამ.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე რურუას გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს. ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, ამის სამართლებრივი საფუძველი არსებობს. კერძოდ, ადვოკატის მტკიცებით, ბრალდების მოწმეებიც კი არ ადასტურებენ, რომ ჩხრეკის პროცესი დაინახეს. დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ რურუა უკანონო პატიმარია და მისთვის გირაოს მოთხოვნასაც არ აპირებენ.
8 მარტის შეთანხმებისა და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების გამო ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის კიდევ ერთხელ გახდა განხილვის საგანი. ოპოზიციაში აცხადებდნენ, რომ შეთანხმების მიღწევიდან ორი თვის თავზე ქართული ოცნება პირობებს არ ასრულებს, რადგან პოლიტპატიმრები კვლავ ციხეში არიან. კერძოდ საუბარია გიგი უგულავაზე, ირაკლი ოქრუაშვილსა და გიორგი რურუაზე.
ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო აცხადებდნენ, რომ პატიმრების გათავისუფლების გარეშე საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერდნენ.
ოპოზიციის საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებდა, რომ მმართველ გუნდს პატიმრების გათავისუფლების პირობა არავითარი ფორმით, არავის წინაშე არ დაუდია. თალაკვაძის მტკიცებით, ამას მკაფიოდ ადასტურებს ყველა ფაქტი და დოკუმენტი, მათ შორის თავად შეთანხმების ტექსტი. ქართული ოცნების წარმომადგენლები საუბრობდნენ იმაზეც, რომ ოპოზიციის მოთხოვნა სასამართლოსთვის დავალების მიცემას გულისხმობს, რასაც არ გააკეთებენ.
დისკუსიას გამოეხმაურნენ საელჩოებიც. მოლაპარაკებებში ჩართული დიპლომატების ერთობლივ განცხადებაში მითითებულია, რომ შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, "რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს". საელჩოებმა მოუწოდეს ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს.
რამდენიმედღიანი განხილვის შემდეგ 15 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. როგორც ზურაბიშვილმა განმარტა, ის არ იწყალებდა პოლიტპატიმრებს. პრეზიდენტის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს მმართველ გუნდში და ამტკიცებდნენ, რომ ზურაბიშვილთან შეწყალებაზე კონსულტაციები არ ჰქონიათ.
უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლებას დადებითად გამოეხმაურნენ ოპოზიციაში. ამავე დროს, ისინი აცხადებენ, რომ ახლა აუცილებელია რურუას გათავისუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირობა შესრულებად არ მიიჩნევა.
8 მარტს, ხანგრძლივი განხილვების შემდეგ, ოპოზიციამ და მმართველ გუნდმა ახალ საარჩევნო მოდელზე შეთანხმებას ხელი მოაწერა. მხარეებს შორის გაფორმებულ მემორანდუმთან ერთად, მართლმსაჯულების სისტემაზე ოპოზიციისა და ხელისუფლების ერთობლივი განცხადებაც გამოქვეყნდა. სადაც ორივე მხარე, მიუხედავად განსხვავებული აზრისა თანხმდებიან, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმული იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
-
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები