თუ სასამართლოს არ მიუთითებენ, ესეც საკმარისია რურუას გათავისუფლებისთვის — ადვოკატი
გიორგი რურუას სასამართლო განხილვა 20 მაისს 10 საათისთვის გადაიდო. დღევანდელ სხდომაზე, სადაც ბრალდებულისთვის აღკვეთის გაუქმების შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, ერთ მოწმეს 4,5 საათის განმვლობაში კითხავდნენ.
"თუკი სასამართლოს არ ექნება მითითება, რა გააკეთოს, ესეც კი საკმარისია იმისთვის რომ სასამართლომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს. ჩვენ თითქმის ყველა სხდომაზე ვაყენებთ რურუას გათავისუფლების მოთხოვნას და მომავალშიც ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ", — ამბობს რურუას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი
საძაგლიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ბრალდებულის გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობის არდაკმაყოფილება უკანონო გადაწყვეტილება იყო. ადვოკატმა ისაუბრა სხდომაზე დაკითხული პატრულის თანამშრომლის ჩვენებაზე. საძაგლიშვილის თქმით, პოლიციელმა დაადასტურა, რომ რურუას დაკავებისას სამხრე კამერა არ ეკეთა.
"დღევანდელ პროცესზე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ბრალდების პოზიციის აბსურდულობა. უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდეს პატრულის თანამშრომელი, რომელმაც თქვა, რომ თითქოს ვინმე დავით დვალიშვილმა დაურეკა, რომელსაც იცნობს, თუმცა არ შეუძლია ფიზიკურად აღწეროს, მათ შორის არ იცის მაღალია თუ დაბალია, მსუქანია თუ გამხდარი. ეს ადამიანი მას არ იცნობს და ათქმევინეს, თითქოს ვინმე დვალიშვილმა სთხოვა ავტომობილის გაჩერება.
ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება რაც პატრულის თანამშრომელმა განაცხადა, იყოს ის რომ მას ხელმძღვანელმა უთხრა, არ გაეკეთებინა სამხრე კამერა. ანუ განზრახ არ გააკეთებინა, რათა არ დაფიქსირებულიყო გიორგი რურუას დაკავება", — თქვა საძაგლიშვილმა.
საქმის პროკურორი, ვასილ სამხარაძე კი აცხადებს, რომ საქმეზე უმეტესი მოწმე ჯერ კიდევ დასაკითხია და რურუას გათავისუფლების შემთხვევაში, არსებობდა მათზე ზემოქმედების საფრთხე.
"პატიმრობაში დატოვების ძირითადი მიზეზი იყო ის გარემოება რომ ახალი შემამსუბუქებელი რაიმე არ არსებობს. ის საფრთხეები, რაც არსებობდა, ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების, კვლავაც არის. ბრალდებამ უკვე 15 მოწმე დაკითხა და 24 კვლავაც დასაკითხია", — აღნიშნა პროკურორმა.
დღეს, 18 მაისს, მოსამართლემ მთავარი არხის ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას გათავისუფლების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, შესაბამისად, გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება.
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები