5 წიგნი, რომელიც რასიზმის საშინელებას შეულამაზებლად აღწერს
25 მაისს შავკანიანი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო ამერიკის ყველა შტატი მასშტაბურმა აქციებმა მოიცვა და მათ მხარდამჭერები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდანაც შეუერთდნენ: დემონსტრანტები სისტემურ რასიზმს უპირისპირდებიან.
ამ მოვლენების ირგვლივ ბოლო პერიოდში არაერთი მოსაზრება მოვისმინეთ თუ წავიკითხეთ, აზრთა მრავალფეროვნება შეინიშნება საქართველოშიც და ადამიანების არც ისე მცირე ჯგუფი სხვადასხვა მიზეზითა და "ობიექტური" მოცემულობით ცდილობს აშშ-ში არათეთრკანიანი მოსახლეობის საუკუნოვანი პრობლემების ახსნას.
რაც არ უნდა ვცდილობდეთ, რომ სხვადასხვა მხარის პოზიციების ანალიზითა და "ემპირიული დაკვირვებებით" ვიპოვოთ ჭეშმარიტება, ეს მაინც აცდენილი იქნება იმ გამოცდილებას, რომელიც ჩვენ ამ ადამიანების ტყავში არ გამოგვიცდია.
შესაბამისად, პირველ რიგში სწორედ თავად შავკანიანების მიერ მოთხრობილ ისტორიებს უნდა მოვუსმინოთ, თუ რა გადახდათ მათ წინაპრებს თავს და რისი გამოვლა უწევთ დღემდე. ამის ერთ-ერთი საუკეთესო გზა კი ლიტერატურაა და ახლა სწორედ ასეთ რამდენიმე გამორჩეულ წიგნზე მოგითხრობთ, რომლებიც ჩაგრული ჯგუფების ხმის გაგონებაში დაგვეხმარება.
1. იისფერი — ელის უოკერი
ელის უოკერის ეს რომანი ყველაზე ხშირად აკრძალულ წიგნებს შორის ერთ-ერთი ლიდერია: ავტორს ძალადობრივი სცენების გადამეტებული აღწერიდან დაწყებული, აფროამერიკელების შესახებ სტერეოტიპების გამყარებით დამთავრებული უამრავ რამეს ედავებიან. თუმცა, მე თუ მკითხავთ, ეს წიგნი შიშველი სიმართლის წიგნია, რომელიც პრიალა ჰოლივუდური ისტორიების მიღმა გადამალული სასტიკი სამყაროს შესახებ მოგვითხრობს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს უჩვეულოდ გულწრფელი წიგნი გაჟღენთილია ძალადობით, სისხლითა და ცრემლებით, ის ამავდროულად საოცარი სიყვარულისა და შვების წიგნია, რომლის ბოლომდე შეგრძნება, ალბათ, მხოლოდ იმათ თუ შეუძლიათ, ვინც ცხოვრებაში ერთხელ მაინც გაუთელავთ ისე, რომ საკუთარი არსებობის უმცირეს მნიშვნელობაშიც კი დაეჭვებულა, შემდეგ კი წართმეული შესაძლებლობების მიუხედავად, თავისი სიცოცხლის უნიკალურობა თავიდან აღმოუჩენია.
2. თეთრი კბილები — ზეიდი სმითი
იისფერთან შედარებით ეს სქელტანიანი რომანი გაცილებით ლაღი ენით მოგვითხრობს სრულიად აბსურდულ და კომიკურ ისტორიებს, რომლებშიც, ერთი შეხედვით, ყველაფერი არც ისე ცუდადაა, თუმცა ზეიდი სმითი თავისი ზღვარგადასული ოსტატობით ახერხებს, რომ კითხვისას ატეხილ ხარხართან ერთად უზომო მწუხარებაც განგაცდევინოს იმ უსამართლობის ჩვენებით, რომელსაც ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში თავიანთი კანის ფერისა თუ წარმომავლობის გამო აწყდებიან.
რასიზმზე საუბრისას ხშირად მხოლოდ შავკანიანი ადამიანების პრობლემები გვახსენდება, არადა თანამედროვე სამყაროშიც კი არ არის რთული შესამჩნევი ინსტაგრამის ფილტრების მიღმა უთანასწორობის ის უძირო უფსკრული, რომლის მსხვრეპლებიც მრავალი ერისა და ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები არიან.
ეს წიგნი საუკეთესოდ გვაჩვენებს, თუ როგორ ცდილობს დომინანტური დასავლური კულტურა "სხვების" გარიყვას, ან უკეთეს შემთხვევაში — მათ ჩაყლაპვას და განმასხვავებელი ნიშან-თვისებების ძალადობრივად წართმევას.
3. საყვარელი — ტონი მორისონი
ტონი მორისონმა გასულ საუკუნეში ამერიკულთან ერთად მსოფლიო ლიტერატურაც სამუდამოდ შეცვალა: მისი ბაგეებიდან თუ წიგნის ფურცლებიდან ამოხეთქილმა მწუხარებამ, სევდავ, ტრაგედიამ და ამავდროულად უზომო სიამაყემ თითქოს სხვა ყველა მანამდე მოთხრობილი ამბები გააუფერულა და მნიშვნელობა დაუკარგა.
მისი შემოქმედებიდან სხვა კიდევ არაერთი ნაწარმოების მსგავსად ასეთივე დიდებული რომანია საყვარელიც, რომელმაც დედისა და შვილის ცუნამის ტალღებივით ძლიერი და დამანგრეველი ემოციებით სავსე ურთიერთობასთან ერთად, იმ წარუშლელ დაღზეც მოგვითხრო, რომელსაც მონობა — ადამიანების უფლებების ბოლომდე გათელვა იწვევს.
4. ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი — მაია ენჯელოუ
ეს წიგნი პანდორას ყუთს ჰგავს: როცა მკითხველი მას გადაშლის, მისი ფურცლებიდან ყველა ის საშინელება შეისხამს ხორცს, რომელთა მსხვერპლებიც ადამიანები სხვადასხვა ნიშნის გამო საუკუნეების განმავლობაში იყვნენ და მათი დაუსრულებელი კოშმარულობით დღემდე იტანჯებიან.
თუმცა ეს ფაქტი ნუ შეგაშინებთ: მაია ენჯოლოუ სულაც არ მოგვითხრობს გამოგონილ ურჩხულებსა და საშიშ არსებებზე, რომლებისაც, როგორც წესი, ეშინიათ ხოლმე. ის იმ უსამართლობასა და უთანასწორობას გვაჩვენებს დაუფარავად, რომელთაც ყოველდღიურად ვაწყდებით ან ამის შესახებ სხვებისგან ვიგებთ, თუმცა უმეტესად მათ ნამდვილობაში ეჭვი გვეპარება, თვალს ვარიდებთ ან მალევე ვივიწყებთ.
მაია ენჯელოუმ კი თავისი საოცრად პოეტური ენით სწორედ თავისი ცხოვრების ნამდვილი გამოცდილების შესახებ ისე დამაჯერებლად და გულის შავ-ბნელი კუნჭულებიდან ამოსული სიტყვებით მოგვითხრო, რომ ცრემლების გამო გაბუნდოვანებული მზერის მიუხედავად, მის ისტორიას თვალს მაინც ვერ მოაშორებთ.
5. მიწისქვეშა რკინიგზა — კოლსონ უაითჰედი
კოლსონ უაითჰედი რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით აფროამერიკელების გამოცდილებას ალტერნატიული ისტორიის ელემენტებით ისე დეტალურად აღწერს, რომ მისი კითხვისას შეიძლება ისიც გაივლოს ვინმემ გონებაში, საშინელებათა ჟანრის რომანს ვკითხულობ, რომლის მიზანიც მკითხველის დაზაფვრა და შეშინებააო.
იმის მიუხედავად, რომ ავტორი წარმოუდგენლად ტრაგიკულ ისტორიებს მოგვითხრობს, ის არ კარგავს ირონიულობასაც, რომელსაც სასოწარკვეთილების სევდაც შეჰპარვია: შავკანიანებთან ერთად ბევრს სჯეროდა და სჯერა, რომ მონობისგან გათავისუფლების შემდეგ ამ ადამიანებმა სრული თავისუფლება მოიპოვეს, თუმცა რეალურად ისინი ახალი ბორკილების ტყვეები გახდნენ, რასაც მავანნი ხან მეცნიერული, ხანაც კიდევ სოციალური, ეკონომიკური და კულტურული თავისებურებების "ბუნებრივი კანონზომიერებით" ამართლებენ და რასებს შორის უთანასწორობის უცვლელად შენარჩუნებას ცდილობენ.
-
გადახედვამეცნიერებმა მაღალი IQ მემარცხენე იდეოლოგიის ქონას დაუკავშირეს — კვლევა მეცნიერებმა მაღალი IQ მემარცხენე იდეოლოგიის ქონას დაუკავშირეს — კვლევა
-
გადახედვაზურა ჯაფარიძე: პოლიციამ სახლიდან წაიყვანა გიორგი მოსიაშვილი, გირჩი ტვ-ს თანამშრომელი, არ ვიცით სად ჰყავთ, რას ედავებიან ზურა ჯაფარიძე: პოლიციამ სახლიდან წაიყვანა გიორგი მოსიაშვილი, გირჩი ტვ-ს თანამშრომელი, არ ვიცით სად ჰყავთ, რას ედავებიან
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძის თქმით, მასზე თავდასხმა სცადეს ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მასზე თავდასხმა სცადეს
-
გადახედვაბრიტანეთის საელჩო: მიიღეთ ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება ბრიტანეთის საელჩო: მიიღეთ ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება
-
გადახედვაწუხელ, ჭავჭავაძის გამზირზე, ადმინისტრაციული წესით, 11 ადამიანი დააკავეს წუხელ, ჭავჭავაძის გამზირზე, ადმინისტრაციული წესით, 11 ადამიანი დააკავეს
-
გადახედვაგახარიას პარტიის დეპუტატებმა, მუქარის ფაქტის გამოძიებისთვის, პროკურორს მიმართეს გახარიას პარტიის დეპუტატებმა, მუქარის ფაქტის გამოძიებისთვის, პროკურორს მიმართეს
-
-
გადახედვა15 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით, 134 დაკავებული პირის შესახებ შემოვიდა შეტყობინება — საია 15 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით, 134 დაკავებული პირის შესახებ შემოვიდა შეტყობინება — საია
-
გადახედვასერიალ Baby Reindeer-ის რეალური სტალკერი ნეტფლიქსისთვის ჩივილს აპირებს სერიალ Baby Reindeer-ის რეალური სტალკერი ნეტფლიქსისთვის ჩივილს აპირებს
-
გადახედვაუჩა აბაშიძე პოლიციელების მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრობს — სახალხო დამცველის აპარატი უჩა აბაშიძე პოლიციელების მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრობს — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაბეჭდების მბრძანებლის ახალი ფილმების მთავარი გმირი გოლუმი იქნება ბეჭდების მბრძანებლის ახალი ფილმების მთავარი გმირი გოლუმი იქნება
-
გადახედვა"ახალგაზრდების და ბერბიჭაშვილის შორის ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერ ადამიანისთვის სირცხვილი იქნებოდა" — ზურაბიშვილი "ახალგაზრდების და ბერბიჭაშვილის შორის ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერ ადამიანისთვის სირცხვილი იქნებოდა" — ზურაბიშვილი
-
გადახედვა"გოჩა ჯავახიშვილმა, შეურაცხყოფა მიაყენა როგორც სახელმწიფოს, ისე უწყებას, რომელშიც მრავალი წელი იმსახურა" — დარჩიაშვილი "გოჩა ჯავახიშვილმა, შეურაცხყოფა მიაყენა როგორც სახელმწიფოს, ისე უწყებას, რომელშიც მრავალი წელი იმსახურა" — დარჩიაშვილი
-
გადახედვადემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირების მიზნით, თბილისის დინამოს გულშემატკივართა გაერთიანება მოძრაობას აფუძნებს დემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირების მიზნით, თბილისის დინამოს გულშემატკივართა გაერთიანება მოძრაობას აფუძნებს
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველში, ოცნების მხარდაჭერა 73,8% იყო, ხოლო საშუალო ინტელექტის მქონე ამომრჩეველში — მხოლოდ 45,6% ირაკლი კობახიძე: მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველში, ოცნების მხარდაჭერა 73,8% იყო, ხოლო საშუალო ინტელექტის მქონე ამომრჩეველში — მხოლოდ 45,6%
-
გადახედვამშვენიერაძე: Airsoft ვისაც უთამაშია, ხომ ყველა ხვდება რა არის ფოტოზე? სათამაშო იარაღები, რომლებიც პატარა პლასტმასის ბურთებს ისვრის მშვენიერაძე: Airsoft ვისაც უთამაშია, ხომ ყველა ხვდება რა არის ფოტოზე? სათამაშო იარაღები, რომლებიც პატარა პლასტმასის ბურთებს ისვრის
-
გადახედვაუჩა აბაშიძის სახლში ამოღებული იარაღი, ძირითადად, სათამაშოა, ტყვიები კი პლასტმასის — ლია თოდუა უჩა აბაშიძის სახლში ამოღებული იარაღი, ძირითადად, სათამაშოა, ტყვიები კი პლასტმასის — ლია თოდუა
-
გადახედვაყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე
-
გადახედვაათონელის ქუჩაზე, ევროპის დღის აღსანიშნავი კონცერტი, ჭავჭავაძის გამზირზე განვითარებული პროცესების გამო შეწყდა — პრეზიდენტის ადმინისტრაცია ათონელის ქუჩაზე, ევროპის დღის აღსანიშნავი კონცერტი, ჭავჭავაძის გამზირზე განვითარებული პროცესების გამო შეწყდა — პრეზიდენტის ადმინისტრაცია
-
გადახედვასახალხო დამცველის აპარატის განცხადება ბლოგერ და ჟურნალისტ უჩა აბაშიძის დაკავებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატის განცხადება ბლოგერ და ჟურნალისტ უჩა აბაშიძის დაკავებასთან დაკავშირებით
-
გადახედვაუჩა აბაშიძის დაკავების შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს უჩა აბაშიძის დაკავების შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს
კომენტარები