დოლიძის საქმიანობა შეიძლება შეფასდეს, როგორც იუსტიციის საბჭოს წევრობასთან შეუთავსებელი — ჯანეზაშვილი
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც ანა დოლიძეს მოუწოდებენ, აქტიური პოლიტიკური საქმიანობის შემთხვევაში, იუსტიციის საბჭოს დატოვების გადაწყვეტილება დროულად მიიღოს, ლეგიტიმური კითხვები აქვთ.
ჯანეზაშვილის თქმით, სიმართლეზე თვალს ვერავის გამო ვერ დახუჭავს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს, ისევე როგორც მოსამართლეებს,გარკვეული, მკაცრი შეზღუდვები აქვთ, რომელთაგან რამდენიმეს ის საკუთარ ფეისბუქზე განმარტავს:
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი ან/და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში. ეს ძალიან ცალსახაა და სრულიად გასაგები უნდა იყოს ყველასთვის, საერთოდ არ მესმის ამაზე რატომ გვიწევს საუბარი. ბუნებრივია ის, რომ საზოგადოების მხრიდან კითხვა ჩნდება იმ მოძრაობის პოლიტიკური საქმიანობის შესახებ, რომელიც ანა დოლიძემ სხვებთან ერთად დააფუძნა და როგორც ლიდერი აქტიურად არის ჩართული. ამ ორგანიზაციის პრეზენტაციამ, შემდგომმა განცხადებებმა და აქტივობებმა გააჩინა განცდა, რომ ეს მოძრაობა იმათავითვე პოლიტიკური მიზნებით ჩამოყალიბდა. მაგრამ თუ ეს არასამთავრობო ორგანიზაციაა (რაც ჩემთვის არადამაჯერებელია), მაშინ, საინტერესოა, რა პროექტები აქვთ და რომელი დონორი ორგანიზაციები აფინანსებენ მას. თუ ასე არ არის, საინტერესოა, რომელი წყაროდან ფინანსდება ეს ორგანიზაცია?
- საბჭოს წევრს უფლება არ აქვს ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. გარდა ამისა, "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, ჩვენი, როგორც წევრების საქმიანობის ხელშეწყობა უშუალოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის პრეროგატივაა და არა კერძოდ ან რომელიმე ორგანიზაციის მიერ დაქირავებული თანამშრომლის. ანას და მისი ორგანიზაციის საჯარო აქტივობებიდან კარგად ჩანს, რომ მის მიერ დაფუძნებულ მოძრაობას აქვს ოფისი, ჰყავს სტაფი (პრესსამსახური), ამასთან თავად ანა, როგორც ორგანიზაციის ოფიციალური თავმჯდომარე მენეჯმენტს უწევს მოძრაობის ფინანსური და მატერიალური რესურსების მართავს.
- მესამე კითხვა არის შემდეგი. ვინაიდან ის არის მოძრაობა "ხალხისთვის" თავმჯდომარე, მე მიმაჩნია, რომ ეს შესაძლოა, შეფასებული იქნას როგორც თანამდებობრივი შეუთავსებლობა "საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, ეკავოს სხვა თანამდებობა რომელიმე საჯარო დაწესებულებაში (გარდა თავდაცვის ძალების რეზერვისა) ან კერძო სამართლის იურიდიულ პირში, ან იყოს ნებისმიერი დონის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი". თანაც იმ დროს, როდესაც მისი მოძრაობის წესდებიდან ნათლად ჩანს, რომ მას, როგორც ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეს, საკმაოდ კომპლექსური ვალდებულებები აკისრია აღნიშნული ორგანიზაციის მიზნებიდან (ისევ წესდებას მოვიშველიებ, სადაც წერია, რომ ამ ორგანიზაციის მიზნებია ორნიშნა ეკონომიკური განვითარება, პროდასავლური საგარეო პოლიტიკა, სახალხო დიპლომატიის ხელშეწყობა და სხვა) გამომდინარე, საბჭოს წევრობის პარალელურად", — განმარტავს ჯანეზაშილი.
არასამთვარობო ორგანიზაციები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის მიერ სამოქალაქო მოძრაობა ხალხისთვის დაფუძნებას ეხმიანებიან და ამბობენ, ეს მის მიერ ამჟამად დაკავებულ თანამდებობასთან შეუთავსებელია. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და დოლიძეს მოუწოდებს, რომ თუ ის უახლოეს მომავალში პოლიტიკურ საქმიანობას აპირებს, გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ თავად და დროულად მიიღოს.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები