ერთხელ უკვე დავრჩი იმედგაცრუებული ამ დარბაზში, იმედი მინდა მქონდეს, დღეს ეს არ განმეორდება — ჩუგოშვილი ცვლილებებზე
უმრავლესობის ყოფილი წევრი და ამჟამად დამოუკიდებელი დეპუტატი, თამარ ჩუგოშვილი იმედს გამოთქვამს, რომ დღეს მეორედ პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ჩააგდებს. მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებების მიღება შანსია ქვეყნისთვის, რომ ათწლეულების განმავლობაში არსებული, ერთპარტიული მმართველობის წრე გაარღვიოს.
"მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ უკვე დავრჩი იმედგაცრუებული ამ სხდომათა დარბაზში, ძალიან დიდი იმედი მინდა მქონდეს, რომ დღეს ეს მეორედ არ განმეორდება და საქართველოს პარლამენტი მიუხედავად იმისა, ვინ რომელ პარტიას და პოლიტიკურ ძალას მიეკუთვნება, თავის როლს შეასრულებს, თავის პასუხისმგებლობას აიღებს და იმ საკონსტიტუციო ცვლილელებებს მისცემს ხმას, რომელიც ქვეყანას ძალიან სჭირდება.
საკონსტიტუციო ცვლილებები და საარჩევნო სისტემები ეს არ არის ვიღაცის ახირება, ეს არის ქვეყნის მართვის ფორმა, ეს ქვეყანა ათწლეულებია დადის ჩაკეტილ წრეზე, სადაც არის ერთპარტიული სისტემა, იგნორირებული არის მოსახლეობის დიდი ნაწილის აზრი, განსხვავებული აზრის ქონა ითვლება მტრობად", — განაცხადა ჩუგოშვილმა.
დღეს, 21 ივნისს, საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით კენჭისყრა გაიმართება. ცვლილებების თანახმად, არსებული საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს და მომავალი მოწვევის პარლამენტში პარტიული სიით 77-ის ნაცვლად 120 დეპუტატს აირჩევენ, მაჟორიტარი კი 73-ის ნაცვლად მხოლოდ 30 იქნება. კანონპროექტის დასამტკიცებლად მინიმუმ 113 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.
უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ამჯერად ცვლილებებს, მათი გუნდის ერთსულოვანი მხარდაჭერა ექნება და ამტკიცებენ, რომ მათი 92 დეპუტატი ცვლილებებს მხარს დაუჭერს. ცნობილია, რომ ცვლილებებისთვის მხარის დაჭერას აპირებენ პატრიოტთა ალიანსის წევრები და დამოუკიდებელი დეპუტატებიც.
ასევე, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ევროპული საქართველო საარჩევნო სისტემის ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს და პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს. დავით ბაქრაძის განცხადებით, პარტიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, რათა ქართულ ოცნებას არ ჰქონდეს შესაძლებლობა, საარჩევნო სისტემის ცვლილებები კვლავ ჩააგდოს. მისივე თქმით, ასე დარჩება მეტი დრო იმისთვის, რომ შეთანხმება შესრულდეს "პოლიტიკური დევნის" ნაწილში და იმისთვის, რომ პროკურატურამ მიიღოს გადაწყვეტილება გიორგი რურუას გათავისუფლებასთან დაკავშირებით.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ პარტია განცხადებას ავრცელებს. მათი განმარტებით, ამის მიზეზი ისაა, რომ 8 მარტის შეთანხმების ყველა პუნქტი არ შესრულდა და მთავარი არხის ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება. პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, დეპუტატი, რომ იყოს, ცვლილებებს თავად მხარს დაუჭერდა.
ასევე, კენჭისყრამდე ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის დეპუტატები დავით ჭიჭინაძე, ალექსანდრე ერქვანია, ბიძინა გეგიძე და ნატო ჩხეიძე ცვლილებებს მხარს არ უჭერენ. ამასთან, პატრიოტთა ალიანსის ყოფილმა დეპუტატმა, ემზარ კვიციანმაც განაცხადა, რომ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერდა, თუ არჩევნები სავალდებულო არ გახდა.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები