კილაძის აზრით, ოპონენტებმა და NGO-ებმა "მიიღეს ძალიან ცივი შხაპი" ევროკავშირისა და ევროსაბჭოსგან
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის აზრით, ოპონენტებმა და NGO-ებმა "ძალიან ცივი შხაპი" მიიღეს ევროკავშირისა და ევროსაბჭოსგან. ამ შინაარსის პოსტი მან ფეისბუქზე გამოაქვეყნა და გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშს მიმართ "ორკესტრირებულ თავდასხმას" გამოეხმაურა.
"ის რაც, სამწუხაროდ, გასდით ქართულ საზოგადოებასთან, არ გაუვიდათ გერმანიასთან. ვფიქრობ, ოპონენტმა პარტიებმა და ენჯეოებმა ერთობლივად მიიღეს უბრალოდ ცივი კი არა — ძალიან ცივი შხაპი აშშ-ს, ევროკავშირისა და ევროსაბჭოსგან ერთობლივად", — წერს სოფო კილაძე.
დეპუტატის შეფასებით, ნაციონალურმა მოძრაობამ "მის დანაყოფებთან" და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, საბოლოოდ "მოიჭრა თავი" ევროპასა და ამერიკაში.
გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა თქვა, რომ 8 მარტის შეთანხმებაში გიორგი რურუა ნახსენები არ ყოფილა. ეს განაცხადი მან 26 ივნისს ინტერპრესნიუსის ჟურნალისტის კითხვის პასუხად გააკეთა, სადაც ასევე ისაუბრა იმაზეც, რომ შეთანხმების იმპლემენტაციისთვის ორშაბათი, ანუ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენა გადამწყვეტი იქნება.
"ბატონი რურუა არ არის ნახსნები ამ შეთანხმებაში. ეს ძალიან მკაფიოა, ყველას შეუძლია ამის წაკითხვა. გაკვირვებული ვარ, იმ დისკუსიის გამო, რაც პოლიტიკურ პარტიებს შორის გაიმართა, ერთმანეთის დადანაშაულების მცდელობა, როცა ოპოზიცია მმართველ პარტიას ადანაშაულებს კანონპროექტის ჩავარდნაში და პირიქით", — თქვა მან.
ამ განცხადების შემდეგ, ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გერმანიის ელჩი ივანიშვილის ლობისტად მოიხსენია და მისი გაწვევა მოითხოვა.
ასევე, ჰუბერტ ქნირშის განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაციებმა უპასუხეს. ორგანიზაციები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ გერმანიის მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში, ამავე დროს, მათთვის გასაკვირია ელჩის შეფასებები.
ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ კი თქვა, რომ იგი შალვა ნათელაშვილის მსგავსად, საქართველოდან გერმანიის ელჩის გაწვევას არ ითხოვს, თუმცა სასურველია, რომ ისეთ ქვეყანას, როგორიც გერმანიაა, საქართველოში უფრო გამოცდილი ელჩი ჰყავდეს.
დღეს, 29 ივნისს, გერმანიის საელჩომ გაავრცელა განცხადება ინტერნეტ გამოცემა ტაბულას სტატიასთან დაკავშირებით, რომელიც ჰუბერტ ქნირშის ძველ ინტერვიუს ეყრდნობოდა.
მასალის სათაური: "კნირში 20 ივნისზე: პოლიციამ ხალხის საქციელის პირდაპირპროპორციულად იმოქმედა" მოგვიანებით შეიცვალა. ტაბულას განმარტებით, ცვლილების მიზეზი იყო ის, რომ სადაო გახდა ნიშნავს, თუ არა ფრაზა "პოლიციის რეაქცია საჭიროების შემთხვევაში გადაჭარბებული არ არის", იმას, რომ გამოყენებული ძალა ელჩის აზრით, პროპორციული იყო. საელჩოს განმარტებით, "სინამდვილეში ელჩმა განაცხადა, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება გარკვეულ სიტუაციებში აუცილებელი შეიძლება გახდეს, მაგრამ პროპორციული უნდა იყოს".
დღესვე, გერმანიის ელჩის შესახებ ბოლო პერიოდში გაკეთებულ საჯარო კომენტარებს გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა. მათ ევროკავშირის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით გაავრცელეს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ გერმანიის ელჩის წინააღმდეგ პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს გმობენ.
მთავარი არხის მეწილის, გიორგი რურუას გათავისუფლებას ოპოზიციის წარმომადგენლები ითხოვენ. ისინი რურუას პოლიტიკურ პატიმრად მოიხსენიებენ. როგორც ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო აცხადებენ, რურუას გათავისუფლება, სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად, 8 მარტის შეთანხმების ნაწილი იყო. აღნიშნულ შეთანხმებას უარყოფენ მმართველ გუნდში და ამბობენ, რომ სასამართლოს სისტემაზე გავლენას ვერ იქონიებენ.
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
კომენტარები