კანიე ვესტი ამერიკის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აანონსებს
ხელოვანი, რეპერი, პროდიუსერი და დიზაინერი კანიე ვესტი პოლიტიკაში აქტიურად ჩართვას გეგმავს. 4 ივლისს, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს, მან 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა დააანონსა:
"ამერიკისადმი ჩვენი ერთგულება ღმერთის რწმენით უნდა გავაცნობიეროთ და გავაერთიანოთ ჩვენი ხედვები მომავლის ასაშენებლად. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად ვიყრი კენჭს!"
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა კანიემ თავის პრეზიდენტობის მისწრაფებაზე ისაუბრა. 2015 წლის MTV-ის დაჯილდოებაზე, მან 2020 წელი დაასახელა იმ წლად, როცა არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა. კანიემ გასული წლის ნოემბერშიც განაცხადა, რომ პრეზიდენტად კენჭისყრას გეგმავდა, თუმცა ამჯერად 2024 წლის არჩევნებზე. როგორც ჩანს ჰიპ-ჰოპ შემსრულებლის გეგმები დაჩქარდა. იმ დროს კანიე ხალხს სამუშაო ადგილების შექმნას ჰპირდებოდა.
"აუცილებლად მოვა ის დრო, როცა ამერიკის პრეზიდენტი გავხდები და ყველა მემახსოვრება, ვინც ვერ შეძლო გაეგო, თუ რას ვქმნიდი კულტურაში", — აცხადებდა კანიე 2018 წლის შემოდგომაზე.
კანიემ ბოლო წლებში თავისი განცხადებების გამო ამერიკელებისგან კრიტიკა მიიღო. მან თქვა, რომ 400-წლიანი მონობა მისთვის "არჩევანის ტოლფასია", შემდეგ კი არაერთხელ გამოამჟღავნა ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტის მიმართ სიმპათია.
"როდესაც მონობაზე საუბრობენ და იმაზე, რომ ეს 400 წელი გრძელდებოდა. 400 წელი? მეხუმრებით? ეს უკვე არჩევანია! მათ ჩვენი გონება დაიპყრეს", — თქვა მან TMZ-სთან ინტერვიუში.
მას შემდეგ, რაც თეთრ სახლში MAGA (Make America Great Again - ტრამპის საარჩევნო სლოგანი 2016 წელს) ქუდით გამოცხადდა და ტრამპს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რეპერი უამრავმა ცნობილმა სახემ გააკრიტიკა, მათ შორის ლანა დელ რეიმ. ვიზიტიდან 20 დღის შემდეგ, კანიე ვესტმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში აღარ ჩაერეოდა:
"თვალები ფართოდ გავახილე და მივხვდი, რომ იმ მესიჯების გასავრცელებლად გამომიყენეს, რომლისაც არ მჯერა. პოლიტიკიდან ვდისტანცირდები და მთელ დროს შემოქმედებას დავუთმობ!"
ოცდამეერთე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკოსის ბოლო ტვიტი, შესაძლოა, საპრეზიდენტო კამპანიის დაწყებას მოასწავებდეს, თუმცა სავსებით დასაშვებია, რომ სერიოზული დატვირთვა არ ჰქონდეს და კანიეს მორიგ გრანდიოზულ განცხადებად დარჩეს. ამერიკელები უახლოეს კვირებში გაიგებენ, რას გეგმავს 2020 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავი. ამ ამბის პარალელურად რეპერის ფანები მის ახალ ალბომს, God’s Country-ის ელოდებიან.
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
კომენტარები