შაქარაშვილის საქმეზე ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე "კაწრო" გამოკითხვაზე დაიბარეს
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხვაზე, ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე "კაწრო" დაიბარეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, დაბარების მიზეზი ბოლო დღეების განმავლობაში მედიაში გავრცელებული ინფორმაცია გახდა. მათივე თქმით, გამოკითხვა უკვე მიმდინარეობს.
ბოლო რამდენიმე დღეა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შაქარაშვილის საქმეში ავთანდილ ბილანიშვილია ჩართული, რომელსაც დაპირისპირებაში მონაწილეებმა დახმარებისთვის მიმართეს.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ტელეკომპანია ფორმულამ და მთავარმა არხმა ახალი ვიდეოკადრები გაავრცელეს, რომელშიც აქამდე უცნობი თეთრი მიკროავტობუსი და თეთრპერანგიანი პირი ფიქსირდება.
მთავარი არხმა გაავრცელა ვიდეოკადრები, რომლის მოქმედებები დიდუბის მეტროსთან ვითარდებოდა.
ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მას შემდეგ, რაც ამირხანაშვილი მანქანიდან ბენზინგასამართ სადგურზე ჩამოსვეს, ის რამდენიმე მეტრს გადის, გზის გადაკვეთას ცდილობს, თუმცა უკან ბრუნდება და სიბნელეში ჩერდება.
მალევე ბენზინგასამართ სადგურთან ჩერდება თეთრი ფერის მიკროავტობუსი, რომელსაც ფანჯრები არ აქვს. იქიდან გადმოდის თეთრპერანგიანი პირი, რომელიც ამირხანაშვილისკენ მიდის. მთავარი არხის ინფორმაციით, სწორედ ეს თეთრპერანგიანი პირი შეიძლება იყოს ან ავთანდილ ბილანიშვილი ან მისი მეგობარი, რომელიც მას ვიზუალურად ჰგავს.
19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს, მდინარე არაგვში იპოვეს. შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. დაკავებულებს ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე აქვს წარდგენილი.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ამავე თემაზე:
ქებაბ ჰაუსი, 112-ის ოპერატორი და დაკარგული ეკიპაჟი — რატომ ვერ იპოვეს მოწმე
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები