ავთო ბილანიშვილი, იგივე "კაწრო" უარყოფს, რომ შაქარაშვილის საქმეში მონაწილეების მეგობარია
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხვაზე დაბარებული, ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე "კაწრო" აცხადებს, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეში მონაწილეების მეგობარი არაა. ამ თემაზე სატელეფონო კომენტარი მან TV პირველთან გააკეთა.
"ახლო ურთიერთობა არ მაქვს, ნიკა ჟვანიაზე, ეს ლაპარაკი რომ წავიდა ვიკითხე, მითხრეს, რომ შეიძლება იცნობდე, შეხვედრილი ხარო, ისე რომ მეგობრობა ან ახლო ურთიერთობა მქონდეს არც ერთთან. შეიძლება უბანია და ვიღაცას ვიცნობდე გამარჯობით, ჩემი მეგობარი არცერთი არაა და ჩემი წრიდან, ვერავინ ვერ იტყვის, რომ ოდესმე მაგათთან ერთად ვუნახივარ", — ამბობს ავთანდილ ბილანიშვილი.
ბილანიშვილმა თქვა, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების შესახებ ტელევიზორიდან გაიგო. მისი თქმით, გავრცელებული კადრები ნახა, მაგრამ უარყოფს, რომ იქ თვითონ ფიგურირებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოკითხვაზე, ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე "კაწრო" დღეს, 8 ივლისს დაიბარა. როგორც უწყებაში On.ge-ს უთხრეს, დაბარების მიზეზი ბოლო დღეების განმავლობაში მედიაში გავრცელებული ინფორმაცია გახდა.
ბოლო რამდენიმე დღეა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შაქარაშვილის საქმეში ავთანდილ ბილანიშვილია ჩართული, რომელსაც დაპირისპირებაში მონაწილეებმა დახმარებისთვის მიმართეს.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ტელეკომპანია ფორმულამ და მთავარმა არხმა ახალი ვიდეოკადრები გაავრცელეს, რომელშიც აქამდე უცნობი თეთრი მიკროავტობუსი და თეთრპერანგიანი პირი ფიქსირდება.
მთავარი არხმა გაავრცელა ვიდეოკადრები, რომლის მოქმედებები დიდუბის მეტროსთან ვითარდებოდა.
ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მას შემდეგ, რაც ამირხანაშვილი მანქანიდან ბენზინგასამართ სადგურზე ჩამოსვეს, ის რამდენიმე მეტრს გადის, გზის გადაკვეთას ცდილობს, თუმცა უკან ბრუნდება და სიბნელეში ჩერდება.
მალევე ბენზინგასამართ სადგურთან ჩერდება თეთრი ფერის მიკროავტობუსი, რომელსაც ფანჯრები არ აქვს. იქიდან გადმოდის თეთრპერანგიანი პირი, რომელიც ამირხანაშვილისკენ მიდის. მთავარი არხის ინფორმაციით, სწორედ ეს თეთრპერანგიანი პირი შეიძლება იყოს ან ავთანდილ ბილანიშვილი ან მისი მეგობარი, რომელიც მას ვიზუალურად ჰგავს.
19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს, მდინარე არაგვში იპოვეს. შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. დაკავებულებს ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე აქვს წარდგენილი.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ამავე თემაზე:
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
კომენტარები