ფილმი, რომელიც რუსმა რეჟისორმა შინაპატიმრობაში გადაიღო — ტრეილერი
რამდენიმე დღის წინ თანამედროვე რუსმა რეჟისორმა კირილ სერებრენიკოვმა თავისი ახალი და ჯერჯერობით უკანასკნელი ფილმის Петровы в гриппе (პეტროვები გრიპისას) ტრეილერი გამოაქვეყნა, რომელსაც მაყურებლები რეჟისორის ირგვლივ რუსეთში დაწყებული სამართლებრივი დევნის შემდეგ განსაკუთრებულად ელიან.
ფილმის პრემიერა წლევანდელ კანის კინოფესტივალზე უნდა შემდგარიყო, თუმცა, როგორც უკვე ვიცით, წელს ფესტივალი პანდემიის გამო ჩაიშალა. გავრცელებული ინფორმაციით, კირილ სერებრენიკოვის ამ ახალ კინოსურათს მომავალი წლის ფესტივალზე აჩვენებენ.
8 ივლისს გამოქვეყნებული ფილმის პირველი ტრეილერი გვარწმუნებს, რომ ის კანის კინოფესტივალზე კრიტიკოსებსა და კინომოყვარულებს ნამდვილად საინტერესო სანახაობას შესთავაზებდა:
კირილ სერებრენიკოვს მაყურებლები იცნობენ ისეთი ფილმებით, როგორებიცაა რადიკალური რელიგიური განწყობების კრიტიკით გაჟღენთილი მოსწავლე და ბიოგრაფიული ელემენტებით სავსე მუსიკალური დრამა ზაფხული, რომელიც ვიქტორ ცოის ცხოვრებაზე მოგვითხრობს.
პეტროვები გრიპისას მან რუსი მწერლის ალეკსეი სალნიკოვის 2016 წელს გამოქვეყნებული ამავე სახელწოდების მქონე გახმაურებული რომანის მიხედვით გადაიღო, რომელიც ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და მნიშვნელოვან თანამედროვე რუსულ ნაწარმოებად ითვლება.
როგორც წიგნის, ისე ფილმის სიუჟეტი ძირითადად პეტროვების ოჯახის ირგვლივ ვითარდება: მანქანის მექანიკოს პეტროვს, მის ბიბლიოთეკარ ცოლ ნურლინსა და მათ საერთო შვილს, უმცროს პეტროვს გრიპი დაემართებათ, რის გამოც მათ ფანტასტიკური ზმანებები დაეწყებათ.
ფილმში ასახული პოსტსაბჭოთა რუსეთში განვითრებული მოვლენები რეალობასა და ფანტასმაგორიას შორის მერყეობს. კირილ სერებრენიკოვი ცნობილია თანამედროვე რუსეთის სისტემური ხარვეზების კრიტიკით, შესაბამისად, მის ახალ ფილმშიც მწვავე სოციალური თემების რეპრეზენტაციას უნდა ველოდოთ.
შეგახსენებთ, რომ 26 ივნისს კირილ სერებრენიკოვს მოსკოვის სასამართლომ განაჩენი გამოუტანა და თაღლითობისა და თანხების მითვისების გამო სამწლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯა. ბევრი თვლის, რომ ეს გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იყო, რათა კირილ სერებრენიკოვი თავისი თამამი შემოქმედების გამო დაესაჯათ.
ამის გამო ბოლო წლებში სერებრენიკოვი შინაპატიმრობაში იყო და პეტროვები გრიპისას დისტანციურად გადაიღო. ეს ფაქტი კიდევ უფრო მეტ ინტრიგას სძენს ამ პროექტს, რომლის პრემიერის თარიღიც ჯერჯერობით უცნობია.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები