გამოძიების დაწყების შემდეგ, ელენ დეჯენერესი თანამშრომლებს ბოდიშს უხდის
მას შემდეგ, რაც WarnerMedia-მ ელენ დეჯენერესის შოუში სავარაუდო ტოქსიკური გარემოს შესწავლა დაიწყო, პოპულარულმა კომიკოსმა და ტელეწამყვანმა თანამშრომლებს ბოდიში მოუხადა. ელენი პირველად ეხმაურება არასათანადო მოპყრობის შესახებ მედიაში გავრცელებულ ბრალდებებს.
"ჩვენი შოუს გასვლამდე, თანამშრომლებს პირველ შეხვედრაზე ვუთხარი, რომ ელენ დეჯენერესის შოუ ბედნიერების ადგილი უნდა ყოფილიყო. ადგილი, სადაც არავინ აიმაღლებდა ხმის ტონს, ერთმანეთს ყველა მოექცეოდა პატივისცემით. აშკარაა, რომ რაღაც შეიცვალა და იმედგაცრუებული ვარ იმის გაგებით, რომ ასე არ მოხდა. ამის გამო, ბოდიშს გიხდით. ყველა, ვინც მიცნობს, იცის, რომ რაც ხდებოდა იმის საწინააღმდეგოა, ვიდრე მე მჯეროდა ან ვისურვებდი ჩემი გადაცემისთვის", — ამბობს თოქ-შოუს 62 წლის წამყვანი.
დეჯენერესი დასძენს, რომ შოუს პოპულარობის ზრდასთან ერთად, მას ყველაფერზე წვდომა არ ჰქონდა და ყველა საკითხში არ იყო ჩართული. მისი სიტყვებით, სხვადასხვა საქმეების შესრულება კონკრეტული თანამშრომლის პასუხისმგებლობა იყო.
"როგორც ჩანს, ყველა არ ასრულებდა თავის საქმეს", — დასძენს წამყვანი.
ელენი ამბობს, რომ მისთვის ახლა გახდა ცნობილი, რომ მისი თანამშრომლების ნაწილი მისი სახელით საუბრობდა:
"ეს უნდა შეწყდეს. მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც საკუთარ გულწრფელობის გამო თითქმის ყველაფერი დაკარგა [ელენი გულისხმობს ქამინგ აუთის ისტორიას, როცა კონტრაქტები გაუწყვიტეს]. ასე რომ, კარგად მესმის მათი, ვისაც განსხვავებულად აღიქვამენ, უსამართლოდ ექცევიან და უთანასწორობას გამოხატავენ. ან უარესი — არაფრად აგდებენ. იმის წარმოდგენაც კი, რომ რომელიმე თქვენგანმა ეს გამოიარა, თავს საშინლად მაგრძნობინებს".
წერილში ელენი პირობას დებს, რომ პრობლემებს აღმოფხვრის და ყველაფერს გააკეთებს, რომ იგივე არ განმეორდეს.
აპრილში Variety-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შოუს ხელმძღვანელები დანარჩენ თანამშრომლებს სტრესულ გარემოს უქმნიდნენ: მათ ისიც კი არ იცოდნენ, აიღებდნენ თუ არა ხელფასს პანდემიის გამო.
რამდენიმე კვირის წინ კი BuzzFeed News-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ელენის შოუს 10 ყოფილი თანამშრომელი მათ წინააღმდეგ მიმართულ რასიზმზე საუბრობდა და დასძენდა, რომ ემის მფლობელი ტელეშოუს კულისებს მიღმა შიში და დაშინება არსებობდა. შავკანიანი თანამშრომლები აღნიშნავდნენ, რომ მათ ხშირად უწევდათ რასისტული კომენტარების ატანა: მაგალითად, ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ შოუს სცენარისტს მისი სახელი იმიტომ არ ახსოვდა, რომ "მხოლოდ თეთრკანიანი თანამშრომლების სახელები ამახსოვრდებოდა".
ელენ დეჯენერესის შოუ ეკრანებზე 2003 წლიდან გადის და ის დღემდე ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სატელევიზიო შოუდ ითვლება, რომელსაც მრავალი ემის ჯილდო აქვს მოპოვებული. ამჟამად შოუს ზაფხულის შესვენება აქვს და ჯერჯერობით უცნობია, პანდემიის გამო რა ფორმატში დაბრუნება სექტემბრიდან.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები