ფილმ Ammonite-ის ტრეილერში სირშა რონანი და ქეით უინსლეტი ანტიკურ ნამარხებსა და იმედისმომცემ რომანტიკას ეძებენ. ფრენსის ლის დაწერილი და გადაღებულ ამ ფილმს აშშ-ში Neon გამოსცემს, დიდ ბრიტანეთში კი — Lionsgate.

ფილმის მოვლენები 1800-იანი წლების ინგლისში ვითარდება. უინსლეტი მერი ენინგის როლს ასრულებს — ნამარხებზე მონადირის, რომელიც ქვეყნის სამხრეთის კლდოვან სანაპიროზე მარტო მუშაობს. წარსულში ის ცნობილი გეოლოგიური აღმოჩენების ავტორი იყო, თუმცა ახლა მერი ენინგი ჩვეულებრივ ნამარხებს ეძებს, რათა საკუთარი თავისა და ავადმყოფი დედის გამოსაკვებად ტურისტებს მიჰყიდოს ისინი. ერთ დღესაც მერის მდიდარი ტურისტი ინახულებს და სთხოვს, "მელანქოლიით" დასნეულებულ მის ცოლს, შარლოტა მარკისონს (სირშა რონანი), მიხედოს. შარლოტას ქმარი ამის სანაცვლად დიდ თანხას იძლევა, ამიტომ მერი უარს ვერ ამბობს და ისეთი შეგირდის ამარა რჩება, რომელსაც "წყალი არ უყვარს". იხილეთ ფილმის ტრეილერი:

მერი და შარლოტა განსხვავებული სოციალური კლასებისა და ხასიათის გამო თავდაპირველად ერთანეთს ვერ ეწყობიან, თუმცა დროთა განმავლობაში მათ ძლიერი და ვნებიანი კავშირი უყალიბდებათ, რაც მათ თავიანთი ურთიერთობის ჭეშმარიტ ბუნების განსაზღვრას აიძულებს.

რონანისა და უინსლეტის გარდა ფილმში ასევე ჯემა ჯონსი, ჯეიმს მაკარდლი, ალეკ სეკერიანუ და ფიონა შოუ მონაწილეობენ.

კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმებამდე Ammonite კანისა და ტელურიდის კინოფესტივალებზე უნდა გაშვებულიყო. ფილმის დებიუტი ტორონტოს კინოფესტივალზე შედგება სექტემბერში.

ფილმის გამოსვლის ზუსტი თარიღი მოგვიანებით გამოცხადდება.

ამავე თემაზე: