ჯონ ლენონის მკვლელს შეწყალებაზე მეთერთმეტედ უთხრეს უარი
მარკ დევიდ ჩეპმენს, რომელმაც 1980 წელს ჯონ ლენონი ნიუ-იორკში, მისი ბინის წინ მოკლა, ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე მეთერთმეტედ უთხრეს უარი. კვლავ უცნობია უარის თქმის დეტალური შინაარსი. მას ორი წელი მოცდა მოუწევს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ითხოვოს შეწყალება.
ცნობილი ფაქტია, რომ ლენონის ცოლი, იოკო ონო, რომელიც მკვლელობის დროს ლეგენდარულ მუსიკოსთან ერთად იმყოფებოდა, ჩეპმენის შეწყალების წინააღმდეგია. იოკო ონო აცხადებს, რომ ჩეპმენის გათავისუფლებით საფრთხე ექმნება მას და ჯონის შვილებს — ჯულიანსა და შონს. ყოველთვის, როდესაც ის დროზე ადრე გამოშვებას თხოულობს, შეწყალების კომისიას წერილს უგზავნის.
2018 წელს ციხის ოფიციალურმა პირებმა ჩეპმენის სიტყვები გამოაქვეყნეს იმ მოსმენიდან, სადაც ის შეწყალებას ითხოვდა:
"30 წლის წინ იმის გამო, რაც ჩავიდინე, სირცხვილს არ განვიცდიდი, თუმცა ახლა ვიცი, რა არის ეს გრძნობა — როცა სახეს ფარავ, არ გინდა, რომ ამას აკეთებდე, ან რამეს ითხოვდე".
ჩეპმენი აცხადებდა, რომ ლენონი იმის გამო მოკლა, რომ პოპულარობა მოეხვეჭა და ის მისთვის სხვა ცნობილ ადამიანებთან შედარებით, მარტივად მისაწვდომი იყო და რომ არა ლენონი, მისი მსხვერპლი სხვა ადამიანი გახდებოდა. თუმცა, მისი სიტყვებით, წლების შემდეგ საკუთარ საქციელს ნანობდა:
"ჯონ ლენონის მკვლელობით მეგონა ვინმედ ვიქცეოდი, სინამდვილეში კი მკვლელად ვიქეცი, მკვლელები არაფერს წარმოადგენენ".
ამ წელს 3-კაციანმა კომიტეტმა, რომელსაც მსჯავრდებულის თხოვნის საფუძველზე გადაწყვეტილება გამოაქვს, ჩეპმენს უარის წერილობით ახსნა მიაწოდა:
"თქვენ ფრთხილად დაგეგმეთ მსოფლიოში ცნობილი ადამიანის მკვლელობა და ამისთვის ერთადერთი მიზეზი გქონდათ — ცნობადობის მოხვეჭა.
არცერთი ადამიანის სიცოცხლე არ არის სხვისაზე უფრო ღირებული. და იმის გარდა, რომ თქვენ მოკალით ის, ვინც მილიონობით ადამიანს უყვარდა, გახდით მისი ოჯახის წევრების, მეგობრებისა და სხვების ტკივილის მიზეზი, თქვენ გულგრილობა გამოიჩინეთ ადამიანის სიცოცხლის ხელშეუხებლობისა და სხვათა ტანჯვის მიმართ.
მივიჩნევთ, რომ თქვენი გათავისუფლება საზოგადოების კეთილდღეობასა და უსაფრთხოებასთან თანხვედრაში არ არის".
თითქმის იდენტური შინაარსის უარი მიიღო ჩეპმენმა 4 წლის წინ. 2016 წელს კი, მას უთხრეს, რომ მის მიერ ჩადენილ სერიოზულ დანაშაულს მისი გათავისუფლებით მნიშვნელობა შეუმცირდებოდა.
1980 წლის 8 დეკემბერს ჩეპმენი ლენონს მანჰეტენზე ჩაუსაფრდა, სადაც ბითლზის ყოფილი წევრი ცოლთან, იოკო ონოსთან, და შვილთან, შონთან, ერთად ცხოვრობდა.
როდესაც ჯონ ლენონი იოკოსთან ერთად სახლს ტოვებდა, ჩეპმენმა მას ავტოგრაფი სთხოვა და მიიღო კიდეც.
"მახსოვს, გავიფიქრე: "ალბომი გაქვს, მისი ხელმოწერა გაქვს, ახლა სახლში წადი". მაგრამ იმის შანსი, რომ სახლში ასე უბრალოდ წავსულიყავი, არ არსებობდა", — იხსენებს ჩეპმენი.
ამის შემდეგ, ჩეპმენმა ღამემდე მოიცადა, სანამ წყვილი შინ დაბრუნდებოდა და ჯონ ლენონს ზურგში რევოლვერით ხუთჯერ ესროლა.
"ქრისტემ სიმშვიდე მაპოვნინა, მას მე ვუყვარვარ, მან მე მაპატია და ისე დამეხმარა, რომ თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ" - განაცხადა ჩეპმენმა 2014 წელს, როდესაც მერვედ მიიღო უარი შეწყალებაზე.
ჩეპმენს უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი და შეწყალებაზე პირველი მოთხოვნის უფლება 2000 წელს მიიღო. ის აცხადებს, რომ გათავისუფლების შემთხვევაში ეკლესიაში იმსახურებს. ის ამ დრომდე დაქორწინებულია. ის და მისი ცოლი, გლორია ლენონის მკვლელობამდე 18 თვით ადრე დაქორწინდნენ.
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
კომენტარები