საქართველოს დაშინების მორიგი მცდელობაა, ანტიჰუმანურ აქტად უნდა შეფასდეს — პრეზიდენტი ლუგარზე თავდასხმაზე
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ლუგარის ცენტრზე განხორციელებული კიბერთავდასხმის მიზანი მხოლოდ ლაბორატორიის პარალიზება არ ყოფილა და ეს, ერთი მხრივ, საქართველოს დაშინების მორიგი მცდელობა იყო. პრეზიდენტის თმქით, ეს "ანტიჰუმანურ აქტად უნდა შეფასდეს".
"ნიშანდობლივია და მთელ რიგ კითხვებს ბადებს თავდასხმისთვის შერჩეული დრო და ის უსუსური მინიშნებები და მცდელობები, რაც პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით გამოიყენა რუსულმა მხარემ ალექსეი ნავალნის მოწამვლისას გამოყენებული ნივთიერების წარმომავლობასთან დაკავშირებით", — ვკითხულობთ პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.
სალომე ზურაბიშვილი ყველა შესაბამის სტრუქტურას მოუწოდებს, უახლოეს დროში გამოიძიონ ლუგარის ცენტრზე განხორციელებული თავდასხმა.
2 სექტემბერს გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი რუსეთში სწორედ "ნოვიჩოკის" ტიპის საწამლავით მოწამლეს. ეს არის ქიმიური ნივთიერება, რომელიც ნერვიულ სისტემას ანადგურებს.
ამ ინფორმაციის საპასუხოდ, რუსეთის დუმის დეპუტატი ამტკიცებს, რომ ეს ნივთიერება საქართველოსა და აშშ-ში მზადდება. პროსახელისუფლებო მედიის, რიას ინფორმაციით, ამის შესახებ დეპუტატმა მათ განუცხადა.
ამასთან, 3 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ კიბერშეტევა განხორციელდა. უწყებაში აღნიშნეს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ლუგარის ლაბორატორიის მონაცემებსაც, რაც ამ დროისთვის ერთ-ერთ უცხოურ ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია. შსს არ აკონკრეტებს, რომელი ქვეყნის სპეცსამსახურებზე საუბრობს.
ამავე თემაზე:
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
კომენტარები