კონორ მაკგრეგორი სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს
შერეული ორთაბრძოლების ირლანდიელი მებრძოლი კონორ მაკგრეგორი კორსიკაში, სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს და საპატიმროში გადაიყვანეს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
"10 სექტემბერს შემოსული საჩივრის მიხედვით, კონორ მაკგრეგორს ბრალი ედება სექსუალურ თავდასხმასა და უხამს ქცევაში. ის დაკავებულია", — აცხადებს კორსიკას ქალაქ ბასტიას პროკურატურა.
საქმეზე დამატებითი დეტალები უცნობია. მაკგრეგორის წარმომადგენელი უარყოფს, რომ მებრძოლს სამართალთან პრობლემები აქვს და ირწმუნება, რომ ის უდანაშაულოა:
"კონორი ბრალს არ აღიარებს. ის გამოკითხეს და უკვე გაათავისუფლეს".
მაკგრეგორი საფრანგეთის კუნძულზე საკუთარი იახტით იმყოფება და თავისუფალი დროის ნაწილს საცოლესთან და ორ შვილთან ერთად ატარებს. პარალელურად ის მარათონისთვის ემზადება, რომელიც წყლის უმიზნოდ გაფლანგვის წინააღმდეგ ცნობადობის გაზრდის კამპანიას ეძღვნება.
სპორტსმენმა პარასკევს დატვიტა, რომ მასთან ნარკოტესტირებაზე გამოცხადდნენ.
"სპორტიდან წავედი, თუმცა მოგცემთ ტესტის ჩატარების უფლებას" — დაწერა მან.
მაკგრეგორს კანონთან პრობლემები წარსულშიც ჰქონდა. 2018 წელს ის ბრუკლინში, ხაბიბ ნურმაგომედოვის ავტობუსზე ჯგუფური თავდასხმის ორგანიზებისთვის დააკავეს, გასულ წელს კი, დუბლინის ბარში მოწყობილი ჩხუბის გამო უჩივლეს.
კონორ მაკგრეგორი UFC-ის ეგიდით ასპარეზობდა. გასული წლის მარტში განაცხადა, რომ შერეულ ორთაბრძოლებში (MMA) კარიერას ასრულებდა, რაც ასევე სექსუალური ძალადობის ბრალდებებს უკავშირდებოდა. მოგვიანებით, მან გადაწყვეტილება შეცვალა და 2020 წლის იანვარში რინგზე დონალდ სერონს შეებრძოლა, 2020 წლის ივნისში კი, ხელმეორედ განაცხადა, რომ კარიერას ასრულებდა, თუმცა ვარაუდობენ, რომ ოქტაგონზე კვლავ დაბრუნდება.
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
კომენტარები