ძალა ერთობაშიას პარტიული სია არჩევნებზე 5 ნომრით გავა — ხათუნა სამნიძე
გაერთიანებული ოპოზიციის ბლოკის ძალა ერთობაშიას პარტიული სია არჩევნებზე 5 ნომრით გავა. ამის შესახებ TV პირველის ეთერში რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ ისაუბრა, რომლის პარტიაც აღნიშნულ ბლოკში დღეს გაერთიანდა.
"სია იქნება ხუთი ნომრით. ეს იქნება გაერთიანებული ოპოზიცია— ძალა ერთობაშიას სახელწოდებით, ნაციონლური მოძრაობის ირგვლივ გაერთიანებული პარტიები", — აღნიშნა სამნიძემ.
იგი ამბობს, რომ სია დაკომპლექტების რეჟიმშია და უახლოეს პერიოდში სიაში შემავალი პოლიტიკოსების ვინაობას გავიგებთ.
რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად ბლოკში გაერთიანებაზე, ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ მთავარი მიზანი ხელისუფლების ცვლილებაა, ამასთან, არც ერთ პარტიას არ აქვს იმხელა მხარდაჭერა, რომ მთავრობა დამოუკიდებლად დააკომპლექტოს. სამნიძის განმარტებით, ნაციონალური მოძრაობის გარეშე ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია, თუმცა არაა საკმარისი იმისთვის, რომ ქართული ოცნება ხელისუფლებაში აღარ იყოს.
"გადამწყვეტი იყო, რომ ამ ძალას გადაედგა პირველი ნაბიჯი იმისკენ, რომ ის მზადაა კოალიციურ რეჟიმში ითანამშროლოს სხვა პარტიებთან. ჩვენ, რესპუბლიკელებმა, სანამ მოვაწერდით ერთიან ბლოკს ხელს, მანამდე რესპუბლიკელებმა და ნაციონალურმა მოძრაობამ ხელი მოვაწერეთ თემატურ თანამშრომლობას, სადაც ჩამოვწერეთ ის საკითხები, რომლებზეც ჩვენ ვითანამშრომლებთ", — განაცხადა მან.
სამნიძე ამბობს, რომ ისინი გაერთიანებული იყვნენ ქართულ ოცნებასთანაც და როგორც კი მათ საერთო გზას გადაუხვიეს, ამის შესახებ რესპუბლიკელებმა ხმამაღლა განაცხადეს.
"ჩვენი ვიქნებით პოლიტიკური ძალა ამ ბლოკში და შემდეგ კოალიციურ მთავრობაში, რომელიც ხმამაღლა იტყვის სიმართლეს და ყოველთვის ხმამაღლა მიუთითებს იმაზე, თუ პარტნიორებმა გადაუხვიეს გზას", — აღნიშნა სამნიძემ.
რესპუბლიკური პარტიამ ნაციონალურ მოძრაობასა და კიდევ სამ პარტიასთან ერთად საარჩევნო ბლოკი შექმნა. ბლოკში ძალა ერთობაშია არიან:
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
- რესპუბლიკური პარტია;
- სახემლმწიფო ხალხისთვის;
- პროგრესი და თავისუფლება;
- ევროპელი დემოკრატები.
მათ საერთო საარჩევნო სია აქვთ. ასევე, ჰყავთ, საერთო მაჟორიტარობის კანდიდატები და პრემიერმინისტრობის საერთო კანდიდატი, მიხეილ სააკაშვილი.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება. ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობისთვის 66 პარტია დარეგისტრირდა.
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
კომენტარები