საფრანგეთში გარეული ცხოველების საცირკო წარმოდგენებში მონაწილეობა აიკრძალება
საფრანგეთის გარემოს დაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში ეტაპობრივად აიკრძალება გარეული ცხოველების მონაწილეობა მოხეტიალე ცირკების წარმოდგენებში, ასევე აიკრძალება ცხოველების მოშენება ბეწვეულის ინდუსტრიისთვის და დელფინების და ცელნამგალა ვეშაპების დატყვევება დელფინარიუმებსა და საზღვაო პარკებში.
ქვეყნის ეკოლოგიური გადასვლის მინისტრმა, ბარბარა პომპილიმ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "მომდევნო წლებში" დაუშვებელი იქნება დათვების, ვეფხვების, ლომების, სპილოების და სხვა გარეული ცხოველების გამოყენება საცირკო წარმოდგენებში.
ამასთან, პომპილიმ დასძინა, რომ საფრანგეთში არსებულ სამ საზღვაო პარკს დაუყოვნებლივ მიეცემათ მითითება, აღარ მოაშენონ დელფინები და ცალნამგალა ვეშაპები.
"დროა, გარეულ ცხოველებთან ჩვენი ურთიერთობის ახალი ერა დავიწყოთ", — აცხადებს იგი და აღნიშნავს, რომ ცხოველთა კეთილდღეობა პრიორიტეტულია.
მინისტრის თქმით, გათვალისწინებული შეზღუდვებით მომდევნო ხუთ წელიწადში აიკრძალება ცხოველთა მოშენება ბეწვეულის ინდუსტრიისთვისაც.
მიუხედავად ამისა, აკრძალვები არ ეხება სხვა გარეულ ცხოველებს, რომლებიც მუდმივ წარმოდგენებში მონაწილეობენ ან ზოოპარკში არიან.
პომპილის ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია, როდის ამოქმედდება აკრძალვა მოხეტიალე ცირკებისათვის. მისი თქმით, ეს პროცესი "რაც შეიძლება, მალე" დაიწყება და გამოსავალი თითოეული ცხოველისთვის კონკრეტული შემთხვევის მიხედვით იქნება მოძებნილი.
აღსანიშნავია ისიც, რომ საფრანგეთის მთავრობა 8 მილიონ ევროს გამოყოფს ცირკებსა და საზღვაო პარკებში მომუშავე ადამიანების დასახმარებლად, რათა მათ ახალი სამსახურის პოვნა შეძლონ.
"ეს გადასვლა რამდენიმე წელიწადს გაგრძელდება, რადგან იგი არაერთი ადამიანის ცხოვრებასაც ცვლის", — აცხადებს პომპილი.
მსოფლიოში უკვე რამდენიმე წელია, მასობრივად აპროტესტებენ ცხოველთა ექსპლუატაციას გასართობ და კომერციულ ინდუსტრიაში. უდიდესმა ცხოველთა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ PETA (ადამიანები ცხოველთა ეთიკური მოპყრობის მხარდასაჭერად) არაერთი კვლევა და ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, სადაც ნაჩვენებია, როგორ წვრთნიან ცხოველებს ცირკებში. ასევე რატომ არის დაუშვებელი დელფინარიუმების და საზღვაო პარკების არსებობა.
ცნობილი ადამიანების მოთხოვნის შემდეგ 2017 წელს აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ცირკი დაიხურა. ცხოველთა საცირკო წარმოდგენებში მონაწილეობა აიკრძალა არაერთ ქვეყანაში, ალტერნატივად კი, მაგალითად, გერმანიამ ჰოლოგრამული გამოსახულებები წარმოადგინა.
რაც შეეხება საქართველოს, ქართველი ცხოველთა უფლებადამცველები წლებია, მოითხოვენ, აიკრძალოს ცხოველების ცირკში მონაწილეობა. ყველაზე მასშტაბური სახე პროტესტმა გასულ წელს მიიღო, როცა კამპანიის #ცირკიცხოველებისგარეშე ფარგლებში შეიქმნა პეტიცია და ჩატარდა აქცია თბილისის ცირკის შენობასთან. პროტესტის საფუძველი საქართველოში იური ნიკულინის ცირკის ჩამოსვლა იყო, რომელიც წარმოდგენებში ცხოველებს იყენებს. მიუხედავად მრავალწლიანი ბრძოლისა, საქართველოში ცხოველთა ექსპლუატაცია კანონით არ იკრძალება, შესაბამისად, მათ დასაცავად ქვეყანაში არანაირი ბერკეტი არ არსებობს.
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები